ამედეო ავოგადრო
ამედეო ავოგადრო (იტალ. Amedeo Avogadro; დ. 9 აგვისტო, 1776, ტურინი — გ. 9 ივლისი.1856, ტურინი) — იტალიელი მეცნიერი. განათლებით იურისტი. დამოუკიდებლად შეისწავლა ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია. ტურინის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1804), ორდინალური აკადემიკოსი (1819), ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი (1820-22, 1834-50). მუშაობდა ფიზიკისა და ქიმიის სხვადასხვა დარგში. 1811 წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მარტივი აირების მოლეკულები შედგება ერთი ან რამდენიმე ატომისგან. ამ ჰიპოთეზის საფუძველზე ჩამოაყალიბა იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი (ავოგადროს კანონი) და შექმნა აირების მოლეკულურ და ატომურ მასათა განსაზღვრის მეთოდი. მისი სახელი დაერქვა უნივერსალურ მუდმივას (ავოგადროს რიცხვი). ავტორია ორიგინალური ფიზიკის კურსის ოთხტომეულისა, რომელიც მოლეკულური ფიზიკის პირველი სახელმძღვანელოა.
ამედეო ავოგადრო | |
---|---|
იტალ. Lorenzo Romano Amedeo Carlo Avogadro di Quaregna e Cerreto | |
დაბ. თარიღი | 9 აგვისტო, 1776[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ტურინი[6] [7] [3] [4] [5] |
გარდ. თარიღი | 9 ივლისი, 1856[1] [2] [7] [3] [8] [9] [4] [10] [11] [5] [12] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ტურინი[6] [7] [3] [5] |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ტურინის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტურინის უნივერსიტეტი |
მეუღლე | ფელისიტა მაზე |
ხელმოწერა | |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 129.
რესურსები ინტერნეტში
- ამედეო ავოგადროს ნამუშევრები საიტზე Open Library