აპრილი 2005

2005 წლის მოვლენები:

<< აპრილი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
2005

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

საქართველო

  • 1 აპრილისაქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი რუპელი.
  • 2 აპრილი — საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.
  • 3 აპრილი — პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რაჭას სტუმრობდა, სადაც ახალი გუბერნატორი ოთარ სირაძე წარადგინა.
  • 4 აპრილი
    • დამთავრდა საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში.
    • ნატოს 56 წლისთავი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრით აღნიშნეს.
  • 5 აპრილირუსეთის პრეზიდენტი პუტინი სოჭში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
  • 6 აპრილიმიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ესტუმრა. მან სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მოინახულა.
  • 7 აპრილი — “გაერთიანებული ქართული ბანკი” 10 წლის გახდა.
  • 9 აპრილიგლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მერაბ ჟორდანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
  • 13 აპრილი
    • თბილისში ლეგენდარული მუსიკოსი ჯო ზავინული სინდიკატთან ერთად ჩამოვიდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზმენი საქართველოში პირველად 5 წლის წინ იყო.
    • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად პრეზიდენტის განკარგულების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მიხეილ არდია დაინიშნა.
  • 15 აპრილი — თბილისში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ჩამოვიდა. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისი სოლო კონცერტი გაიმართება. პავლიაშვილი კონცერტს კლუბ “ბერიკონშიც გამართავს”.
  • 18 აპრილი
    • საქართველოში რუსული კულტურის კვირეული დაიწყო, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება.
    • გაზეთ “კვირის პალიტრას” 10 წელი შეუსრულდა.
    • საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი “ბორჯომ-პარკში” მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
    • საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
  • 19 აპრილიცხინვალში, ეუთოს ოფისში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებაში ქართული მხრიდან სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა მონაწილეობდა.
  • 21 აპრილი
    • აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების წვრთნები მიმდინარეობს. ოჩამჩირის რაიონში სასწავლო სამხედრო მანევრებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც დაესწრო.
    • პარლამენტში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.
  • 22 აპრილი
    • მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში შედგა სუუამის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა სამიტი.
    • საზღვაო საოკეანო სანაოსნო “მერინ კეპიტალსის” და ამერიკული საზღვაო კომპანისიის “ისტვინდის” შვილობილმა კომპანიამ “ჯორჯიან ტანკერსმა” 93 მილიონ დოლარად შეიძინა.
  • 25 აპრილი
    • მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა. მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.
    • თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დოქტორ მოჰამად რეზა არეფი, ირანის მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენების თანხლებით. დაგეგმილია მათი საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა.
  • 26 აპრილი — 5 დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დასავლეთ საქართველო სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წყალდიდობასთან ერთად, ბევრ რეგიონში მეწყერის საშიშროება გაჩნდა, 800-მდე ადამიანი უკვე ევაკუირებულია.
  • 27 აპრილი — პრეზიდენტი შიდა ქართლს ეწვია და წყალდიდობით დაზიანებული ისტორიული ძეგლი უფლისციხეს მოინახულა.
  • 28 აპრილი
    • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არტურ ბაღდასარიანი.
    • ქართველმა ჟურნალისტებმა ენგურის ხიდი გადაკეტეს, ვინაიდან რუსი სამშვიდობოები ქართველ ჟურნალისტებს ჭუბურხინჯში მორიგ ოთხმხრივი შეხვედრაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

უცხოეთი

გარდაიცვალნენ

ვიკიპედიის სიახლენი

  • 11 აპრილი — ქართულ ვიკიპედიაში 400 სტატიაა.
  • 11 აპრილი — რუსულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია.
  • 16 აპრილი — ქართულ ვიკიპედიაში 500 სტატიაა.
  • 20 აპრილი — ფრანგულმა ვიკიპედიამ 100 ათასიანი მიჯნა გადალახა. იგი სტატიების რაოდენობით მეოთხე ვიკიპედიაა ინგლისურის, გერმანულისა და იაპონურის შემდეგ.
  • 21 აპრილი — ქართულ ვიკიპედიაში 600 სტატიაა.
  • 27 აპრილი — ქართულ ვიკიპედიაში 700 სტატიაა.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი