აქადის იმპერია

აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში.

აქადის იმპერია
იმპერია
ძვ.წ. 2334 — ძვ.წ. 2193

აქადის იმპერიის განფენილობა (ყავისფერი) და სამხედრო კამპანიების მიმართულებები (ყვითელი).
დედაქალაქიაქადი
ენააქადური, შუმერული
რელიგიაშუმერული რელიგია
ფართობი800,000 km²   (ძვ.წ. 2334)
(308,882 sq mi)
მოსახლეობაუცნობია
მმართველობის ფორმამონარქია
დინასტიააქადთა დინასტია
პირველი მეფე
 - ძვ.წ. 24 საუკუნესარგონ აქადელი
უკანასკნელი მეფე
 - ძვ.წ. 22 საუკუნეშუ-ტურული
ისტორიული ერაშეიქმნა (ძვ.წ. 2334)
გაუქმნდა (ძვ.წ. 2193)
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონი – ისინი – სუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინი – ნიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

უმის მეფემ ლუგალზაგესმა პირველმა სცადა შუმერული ქალაქების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. მან დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ მისი პოლიტიკით თითქმის ყველა ქალაქი უკმაყოფილო იყო. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.

სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს როგორც ჩანს ბევრი მომხრეები ჰყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.

შუმერის პოლიტიკურ დამარცხებას არ მოყოლია მისი კულტურის დაკნინება. აქადელებმა იგი გაითავისეს და თავისმხრივ შეიტანეს წვლილი მის განვითარებაში.

სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა ამის გარდა ახლად შექმნილ სახელმწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა.

სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ.

მიუხედავად იმისა რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აკადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერენოვანი.

სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშტუშუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიასი მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშუტუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.

სარგონის შვილების აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშტუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 - ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აკადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. მარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან აიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.

აქადის იმპერიის სიძლიერემ ცოტა ხანს გასტანა, უკანასკნელი ძლიერი მეფის შარკალიშარის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მეფეები ერთი მეორეს სწრაფად ცვლიან, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. აქადის და სუმერის სახელმწიფო დაიშალა. სემიტური ჩრდილოეთი და შუმერული სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვე არ გვაქვს ცობები იმის შესახებ ებრძოდნენ თუ არა შუმერები აქადელებს იარაღით ხელში, მაგრამ შუმერული ტექსტებიდან კარგად ჩანს მათი უარყოფითი დამოკიდებულება აქადის მიმართ. აქდელებისადმი სიძულვილი იმანაც გამოიწვია, რომ ამ უკანასკნელებმა ნიპურში, შუმერთა წმინდა ქალაქში, დაანგრიეს ენლილის ტაძარი.

მიუხედავად შუდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, აქადის იმპერიის საბოლოო კრახი დაკავშირებულია კუტიების შემოჭრასთან. კუტიების მომთაბარე ტომებმა დაანგრიეს და გაძარცვეს შუამდინარეთის მრავალი ქალაქი, მათ შორის აქადიც გაასწორეს მიწასთან, ისე რომ დღემდე უცნობია თუ სად მდებარეობდა მსოფლიოში პირველი იმპერიის დედაქალაქი.

აქადის, ელამის და ჰურიების სამეფოები ძვ. წ. 2300 წელს

აქადის იმპერიის მეფეები

მეფეებიმეფობის დასაწყისიმეფობის დასასრული
სარგონ აქადელიძვ.წ. 2334 ან 2371ძვ.წ. 2279 ან 2315
რიმუშიძვ.წ. 2278 ან 2315ძვ.წ. 2270 ან 2306
მანიშტუსუძვ.წ. 2269 ან 2306ძვ.წ. 2255 ან 2291
ნარამსუენიძვ.წ. 2254 ან 2291ძვ.წ. 2218 ან 2254
შარ-კალი-შარიძვ.წ. 2217 ან 2254ძვ.წ. 2193 ან 2230
უმეფობის ხანაძვ.წ. 2192 ან 2230ძვ.წ. 2169 ან 2226
იგიგიძვ.წ. 2189ძვ.წ. 2189
ნანუმიძვ.წ. 2189ძვ.წ. 2189
ემიძვ.წ. 2188ძვ.წ. 2188
ელულუძვ.წ. 2187ძვ.წ. 2187
დუდუძვ.წ. 2186ძვ.წ. 2168
შუ-ტურულიძვ.წ. 2168ძვ.წ. 2154

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი