აქემენიანთა იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან აქემენიდთა იმპერია)

აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) — ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო.

აქემენიანთა იმპერია
امپراتوری هخامنشی
Emperâturi-ye Hakhâmaneshi

 

 

 

 

ძვ. წ. 558ძვ. წ. 330 

 

კიროს II დიდის დროშა

აქემენიდების იმპერია დარიოს I-ის მმართველობის დროს.
დედაქალაქიბაბილონი, პერსეპოლისი, ფასარგადი, სუსა, ექბატანა
ენასპარსული, არამეული, ელიმური, აქადური, შუმერული, მიდიური
რელიგიაზოროასტრიზმი, ბაბილონია
ისტორიასპარსული აჯანყება (ძვ.წ. 550)
ლიდიის დაპყრობა (ძვ.წ. 547)
ბაბილონის დაპყრობა(ძვ.წ. 539)
ეგვიპტის დაპყრობა(ძვ.წ. 525)
ბერძენ-სპარსელთა ომები (ძვ.წ. 499 – ძვ.წ. 449)
მარცხი მაკედონიასთან (ძვ.წ. 330)
ფართობი8,000,000 km² (ძვ.წ. 500)
(3,088,817 sq mi)
მოსახლეობა50,000,000 (ძვ.წ. 500)
მმართველობის ფორმამონარქია
დინასტიააქემენიდები
მეფეებიკიროს II დიდი (ძვ.წ. 559 - ძვ.წ. 529)
დარიოს III (ძვ.წ. 336 - ძვ.წ. 330)
დღეს
Faravahar background
Faravahar background

ირანის ისტორია

სპარსეთის მეფე
ძვ.წ
უძველესი ისტორია
პროტო ელამი3200–2800
ელამის დინასტია2800–550
მითანი1500–1200
კასიტი10 საუკუნე.
მარლიკი10 ს–7 ს.
მანას სამეფო10 ს–7 ს.
მიდიელების იმპერია728–550
აქემენიდების იმპერია550–330
სელევკიდების სახელმწიფო312–150
პართიის იმპერია247–ახ.წ 226
ახ.წ
სასანიდების იმპერია226–651
სპარსეთის ხალიფატი637–651
ომაიანთა ხალიფატი661–750
აბასიანთა ხალიფატი750–1258
ტაჰირიდები821–873
ალავიდების დინასტია864–928
საჯიდსების დინასტია889/890–929
საფარიდები861–1003
სამანიდები875–999
ზიარიდების დინასტია928–1043
ბუიდების დინასტია934–1062
სალარიდები942–979
მამუნდისები995-1017
ღაზნევიდების იმპერია963–1187
ღურიდების დინასტია1149–1212
სელჯუკთა იმპერია1037–1194
ხვარაზმელების დინასტია1077–1231
ილხანელები1256–1353
მუზაფარიდების დინასტია1314–1393
ჩობანდის დინასტია1337–1357
ჯალაირდების დინასტია1339–1432
თემურიდების იმპერია1370–1506
ყარა-ყოიუნლუ1407–1468
აყ-ყოიუნლუ1378–1508
სეფიანთა იმპერია1501–1722*
ჰოტაკების დინასტია1722–1729
აფშარიდების იმპერია1736–1750
ზენდები1750–1794
ყაჯარების დინასტია1781–1925
ფეჰლევიანები1925–1979
ირანის ისლამური რესპუბლიკა1979 - დღემდე

ისტორია

ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში — არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.

კიროს II, სპარსეთის მძლავრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და ფარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიოს I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პრივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმამაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემენიდებიც მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ.

კიროს II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს იმპერიად აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, არტაქსერქსე I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ქსერქსე II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სოგდიანე აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. ძვ. წ. 423 წელს მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და გამეფდა დარიოს II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და ამბოხებული ძმა სიკვდილით დასაჯა.

დარიოსის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა არტაქსერქსე II-ს ხანგძლივი მმართველობის დროსაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ენერგიული აქემენიდი — არტაქსერქსე III. მან სასტიკი ზომებით ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიოს III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334ძვ. წ. 330 წლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, რითიც მან არსებობა შეწყვიტა.

გენეალოგია

 
 
 
 
 
ხახამანიში
ძვ. წ. 700 - ძვ. წ. 675
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩიშპიში
ძვ. წ. 675 - ძვ. წ. 640
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კიროს I
ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 600
 
 
 
 
 
 
არიარამნა
ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 615
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კამბისე I
ძვ. წ. 600 - ძვ. წ. 559
 
 
 
 
 
 
არშამა
ძვ. წ. 615 - ?
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კიროს II
ძვ. წ. 559 - ძვ. წ. 530
 
 
 
 
 
 
ვიშტასპა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კამბისე II
ძვ. წ. 530 - ძვ. წ. 522
 
 
ბარდია
ძვ. წ. 522
 
 
დარიოს I
ძვ. წ. 522 - ძვ. წ. 486
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქსერქსე I
ძვ. წ. 486 - ძვ. წ. 465
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე I
ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქსერქსე II
ძვ. წ. 424
 
 
სოგდიანე
ძვ. წ. 424 - ძვ. წ. 423
 
 
დარიოს II
ძვ. წ. 423 - ძვ. წ. 404
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე II
ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359
 
 
 
ოტანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაქსერქსე III
ძვ. წ. 359 - ძვ. წ. 338
 
 
 
არშამა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არსესი
ძვ. წ. 338 - ძვ. წ. 336
 
 
 
დარიოს III
ძვ. წ. 336 - ძვ. წ. 330
 

ფოტო გალერეა

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი