ბიუნ ბეკ ჰიუნი

Koreanischer Nameგაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
ბიუნი, ხოლო სახელი — ბეკ-ჰიუნი.

ბიონ ბექ ჰიონი (დ. 6 მაისი, 1992), უფრო ცნობილი, როგორც ბექიონისამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი. იგი ყველაზე ცნობილია, როგორც სამხრეთ კორეულ-ჩინური ბოიბენდ EXO-ს წევრი, რომლის ქვე-ჯგუფებია EXO-K და EXO-M.

ბიონ ბექ ჰიონი

ბექიონი Lotte Family Concert-ზე 2018
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 변백현
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1992 (1992-05-06) (31 წლის)
დაბ. ადგილი ვონმი-გუ, ბუჩონი, სამხრეთი კორეა
წარმოშობა კორეელი
ჟანრ(ებ)ი k-pop
საქმიანობა მუსიკოსი, მსახიობი
აქტიური 2012–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი S.M. Entertainment
საიტი baekhyun.smtown.com
ბიუნ ბეკ ჰიუნი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

ბექიონი დაიბადა 1992 წლის[1] 6 მაისს ბუჩონში, გიონ-გის პროვინცია, სამხრეთი კორეა. მას ჰყავს ძმა ბიონ ბექბომი, რომელიც მასზე შვიდი წლით უფროსია.[2] ბექიონმა 11 წლიდან დაიწყო ვარჯიში, რათა გამოსულიყო მომღერალი, მასზე დიდი გავლენა მოახდინა სამხრეთ კორეელმა მომღერალმა რეინმა. მან დაამთავრა ბუჩონის უმაღლესი სკოლა, სადაც ის იყო ჯგუფ ჰონსუსანგტეს (სიტყვასიტყვით „კომა“) მთავარი ვოკალისტი და მოიგო ადგილობრივი მუსიკალური ფესტივალი. მან მიიღო გაკვეთილები კიმ ჰიონ-ვუსგან, რომელიც იყო სამხრეთ კორეის როკ ჯგუფის DickPunks-ის წევრი.[3] გარდა მუსიკალური საქმიანობისა ბექიონი სიყმაწვილეში ასევე ვარჯიშობდა საბრძოლო ხელოვნებაში და ჰქონდა შავი ქამარი ჰაპკიდოში.[4]

ბექიონი შეამჩნია S.M. Entertainment-ის აგენტმა, როდესაც ის მეცადინეობდა შესასვლელი გამოცდებისთვის, რათა ჩაებარებინა სეულის ხელოვნების ინსტიტუტში. ის მოგვიანებით 2011 წელს შეუერთდა S.M. Entertainment-ს, მისი შესარჩევი სისტემის მეშვეობით.[5] მის ჯგუფის წევრებთან ჩანიოლთან და სუჰოსთან ერთად ბექიონმა ჩააბარა კიონ ჰეს კიბერ უნივერსიტეტში და მიიღო ონალინ გაკვეთილები კულტურისა და ბიზნესის ადმინისტრირების ხელოვნების დეპარტამენტის.[6]

კარიერა

2012-2015: დებიუტი და კარიერის დასაწყისი

ბექიონი ოფიციალურად გამოვლინდა, როგორც EXO-ს მეცხრე წევრი 2012 წლის 30 იანვარს.[7] ჯგუფს ოფიციალური დებიუტი ჰქონდათ 2012 წლის 8 აპრილს.

2014 წლის თებერვალში ბექიონი და მისი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სუჰო გახდნენ SBS მუსიკალური სატელევიზიო შოუს ინკიგაიოს რეგულარული წამყვანები.[8] მათ 2014 წლის ნოემბერში დატოვეს პოზიცია, რათა ფოკუსირება მოეხდინათ EXO-ს მომავალ დაბრუნებაზე.[9] 2014 წლის ივლისში ბექიონს ჰქონდა თავისი მუსიკალური თეატრის დებიუტი, სადაც თამაშობდა დონ ლოკვუდს-მთავარ როლს, სამხრეთ კორეაში SM C&C-ის მიერ წარმოებულ მუსიკალურ დადგმაში „სიმღერა წვიმაში“.[10]

2015 წლის აპრილში ბექიონმა სადებიუტო წლიდან გამოუშვა თავისი პირველი სოლო სიმღერა „Beautiful“, როგორც EXO-ს ვებ-სერიალის EXO NEXT DOOR-ის საუნდტრეკი. სიმღერა გახდა პირველი ვებ-სერიალის საუნდტრეკი, რომელიც მოხვდა საუკეთესო ციფრულ ჩარტებში.[11] 2015 წლის მაისში ბექიონმა განაცხადა, რომ ითამაშებდა საბრძოლო ფილმში დოკგო მსახიობ იეო ჯინ-გოსთან ერთად.[12] თუმცა 2016 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ ფილმის გადაღება გაუქმდა.[13] 2015 წლის დეკემბერში ბექიონმა პატივი მიაგო სამხრეთ კორეელ მომღერალ კიმ ჰიონ-სიკს, მისი სიმღერის „Like Rain Like Music“-ის შესრულებით SBS-ის ყოველწლიურ მუსიკალურ პროგრამაში გაიო დაეჯეონში. ხმის ჩამწერმა სტუდიამ მისი პირდაპირ ეთერში გამოსვლა ჩაიწერა და მოგვიანებით ელექტრონულად გამოუშვა.[14]

2016 წლიდან დღემდე: სამსახიობო როლები და EXO-CBX

2016 წლის იანვარში ბექიონმა და Miss A-ის წევრმა სიუჯიმ გამოუშვეს დუეტი სახელად „Dream“. სიმღერამ სწაფად დაიკავა მოწინავე ადგილები ონლაინ რეალური დროის მუსიკალურ ჩარტებში[15] და მოგვიანებით გახდა ნომერი პირველი Gaon-ის ყოველკვირეულ ჩარტებში.[16] „Dream“-მა ასევე ხუთჯერ აიღო პირველი ადგილი მუსიკალურ სატელევიზიო პროგრამებში Music Bank-ში და ინკიგაიოში. 2016 წლის აპრილში ბექიონმა აიღო ინიუე V-Chart-ის პრიზი, როგორც სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარული მომღერალიმა. 2016 წლის მაისში ბექიონმა და სამხრეთ კორეელმა მომღერალმა K.Will-მა გამოუშვეს ხალხური-ბალადის დუეტი სახელწოდებით „The Day“, როგორც S.M. Entertainment-ის მუსიკალური პროექტის ნაწილი.[17]

2016 წლის აგვისტოში ბექიონმა შეასრულა პატარა როლი SBS-ის პერიოდულ ტელევიზიურ სერილაში - მთვარის მოყვარულები: რიეოს ალისფერი გული, ჩინური რომანის ბუ ბუ ჯინგ სინ-ის სამხრეთ კორეული გადაკეთება. მან ითამაშა მხარდამწერი პრინცის ვან უნის როლი, მსახიობ ლი ჯუნ-გისთან, კანგ ჰა-ნეულთან,[18] ლე ჯი-ეუნთან და სეოჰიუნთან[19] , რომელიც ბექიონის ლეიბლის წევრია. ამ როლისთვის მან მიიღო ახალი ვარსკვლავის პრიზი 2016 წლის SBS დრამა დაჯილდოებაზე.[20] მან ასევე ითანამშრომლა მისი ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან შიუმინთან სერიალის ორიგინალური საუნდტრეკისთვის სახელწოდებით „For You“.[21]

2016 წლის ოქტომბერში ბექიონი ჩენთან და შიუმინთან ერთად გახდა EXO-ს პირველი ოფიციალური ქვე ჯგუფის EXO-CBX-ის წევრი. მათი სადებიუტო სიმღერა იყო Hey Mama!, რომელიც გამოვიდა 31 ოქტომბერს.[22] 2016 წლის ნოემბერში ბექიონმა დაიწყო მონაწილეობის მიღება S.M. Entertainment-ის ლეგენდების ტურნირში „2016 S.M. Super Celeb League“, სადაც მან და მისი ლეიბლის ერთ-ერთმა წევრმა ჰიჩულმა ითამაშეს თამაში პროფესიონალ მოთამაშეებთან და ფანებთან, როგორც სამხრეთ კორეიდან, ისე ჩინეთიდან.[23]

პირადი ცხოვრება

2014 წლის 19 ივნისს S.M. Entertainment-მა დაამტკიცა ბექიონისა და ამავე ლეიბლის არტისტის Girls Generation-ის წევრთან თეიონთან ურთიერთობის შესახებ.[24] 2015 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა.[25]

დისკოგრაფია

სოლო ალბომები

სახელწოდებაალბომის დეტალებიპოზიცია
ჩარტებში
გაყიდვები
KOR
Gaon
[26]
„dream“
(სუზისთან ერთად)
1

სიმღერები

სახელწოდებაწელიპოზიცია ჩარტებშიგაყიდვები
(DL)
ალბომი
KOR
Gaon
[28]
CHN
Baidu
მსოფლიო
ბილბოარდის ჩარტები
[29]
როგორც მთავარი არტისტი
„My Turn To Cry“2014
  • KOR: 16,969+
„Exology თავი 1: The Lost Planet“
„Like Rain, Like Music“201540
  • KOR: 39,638+
„2015 გაიო დეჯუნი შეზღუდული გამოცემა“
თანამშრომლობა
„Dear My Family“ (როგორც SM Town-ის ნაწილი)2012არ არის"I AM OST"
„The Day We Met“ (როგორც ნაწილი I Am კორეა)2015არ არისCharity singles
„One Dream One Korea“ (სხვადასხვა არტისტებით)არ არის
„Dream“ (სუზისთან ერთად)201613„Dream“
„The Day“ (K.Will-თან ერთად)821Non-album single
სოუნდტრეკის გამოჩენა
„Beautiful“201571„Exo Next Door“ OST
„For You“ (ჩენთან და სიუმინთან ერთად)20165„მთვარის მოყვარულები: რიეოს ალისფერი გული“ OST
"—" ეს ნიშანი ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა ჩარტებში ან არ გამოვიდა იმ რეგიონში.

ფილმოგრაფია

kdrama (სერიალი)

წელისახელწოდებაქსელიროლიჩანაწერები
2012To The Beautiful YouSBSთავის თავიკამეო (ეპიზოდი 2) EXO-სთან ერთად
2015Exo Next DoorNaver TV Castბექიონიმთავარი როლი
2016მთვარის მოყვარულები: რიეოს ალისფერი გულიSBSმეათე პრინცი ვან უნიმეორეხარისხოვანი როლი

სატელევიზიო შოუები

წელისახელწოდებაქსელიროლიჩანაწერები
2013აიდოლ ვარსკვლავების სპორტული ჩემპიონატიMBCმონაწილეჩანიოლთან, სუჰოსთან, სეჰუნთან, ტაოსთან და ლუჰანთან ერთად
ვარსკვლავი მეფეSBSსტუმარისუჰოსთან, შიუმინთან, ქაისთან, ლუჰანთან და სეჰუნთან ერთად
შეჯიბრის კოდი 2MnetD.O.-სთან, შიუმინთან , ლეისთან, სუჰოსთან და სეჰუნთან ერთად
აიდოლ ვარსკვლავების სპორტული ჩემპიონატიMBCმონაწილესუჰოსთან, ლუჰანთან, სეჰუნთან , კრისთან, კაისთან და ტაოსთან ერთად
„სამი შესახვევი“MBCსტუმარისუჰოსთან ერთად
MBCლუჰანთან ერთად
„სუპერ ჰიტი“Mnetლეისთან, D.O.-სთან, ჩენთან და ლუჰანთან ერთად
2014„ოთახის მეზობელი“SBSეპიზოდი13
2015აიდოლ ვარსკვლავების სპორტული ჩემპიონატიMBCსუჰოსთან ერთად
„გამარჯობა მრჩეველო“KBSეპიზოდი 220; ჩანიოლთან და ჩენთან ერთად
„სუპერმენის დაბრუნება“KBSეპიზოდი 79; ჩანიოლთან ერთად
„After School Club“Arirangეპიზოდი 165; კაისთან ერთად
„აღიარებულნი“MBCსპეციალური მანპინძლობაეპიზოდი 1
„Cool Kiz on the Block“KBS2განსაკუთრებული სტუმარიეპიზოდი 128
„Naked 4 Show (S 2)“Mnetვისაუბროთ ჰეჩულზეეპიზოდი 15
2016„საოცარი დუეტი“SBSსტუმარიეპიზოდები 3 და 4 ჩანიოლთან, D.O.-სთან, სუჰოსთან, სიუმინთან და ჩენთან ერთად
„Cool Kiz On The Block 阳光艺体能“HBTVჩენიოლთან, D.O.-სთან, სუჰოსთან, სიუმინთან და ჩენთან ერთად
„მეფე აიდოლ შეფმზარეულები“MBCმონაწილესუჰოსთან ერთად

რადიო გადაცემები

წელისახელწოდებაროლიადგილიჩანაწერები
2013„SoundK“სტუმარიArirang რადიოსუჰოსთან, კრისთან და ჩენთან ერთად
Kiss the RadioKBS Cool FMლეისთან, ჩენთან, ჩენიოლთან და D.O.-სთან ერთად
KBS Cool FMჩენთან ერთად
„Cultwo Show“SBS Power FMლეისთან, სუჰოსთან, კრისთან, ჩენიოლთან , D.O.-სთან, სიუმინთან და კაისთან ერთად
Kiss the RadioKBS Cool FMჩენთან ერთად
„ლი სო რას Gayo Plaza Radio“KBS Cool FMD.O.-სთან და ჩენთან ერთად
K.Will-ის „Youngstreet“SBS Power FM
2014Kiss the RadioKBS Cool FMჰეჩულთან ერთად 2014 წლის 1 აპრილს/რიეოვუკი (სტუმარი)
2015„Cultwo Show“SBS Power FMსუჰოსთან, სეჰუნთან, ჩენთან, ჩენიოლთან, D.O.-სთან, სიუმინთან და კაისთან ერთად
„Noon Song of Hope“MBC Standard FMსიუმინთან და სეჰუნთან ერთად

ჰოსთინგი

სახელწოდებაროლიქსელითარიღებიჩანაწერები
„Music Bank“განსაკუთრებული MCKBS2013 წლის 7 ივნისი

2013 წლის 23 აგვისტო

September 6, 2013

ჩენიოლთან - ეპიზოდები: 703, 713 და 715
„Melon Music Awards“მთავარი MCMBC ყოველი 12013 წლის 14 ნოემბერიჩენიოლთან, სუჰოსთან, კაისთან და ლი იუ-ბისთან ერთად
„ინკიგაიო“SBS2014 წლის 2 თებერვალი2014 წლის 9 ნოემბერისუჰოსთან ერთად - ეპიზოდები: 756-795 და 868
განსაკუთრებული MC2016 წლის 12 ივნისი
„SBS Gayo Daejeon“მთავარი MC2016 წლის 26 დეკემბერიიოუ ჰი-იეოლთან და იურისთან ერთად

მუსიკალური ვიდეოები

წელიწელისხვა არტისტები
როგორც მთავარი არტისტი
2015„Beautiful“None
თანამშრომლობები
2012„I AM“SM Town
2016„Dream“ (სუზისა და ბეკჰიუნის სიმღერა)სუზი
„The Day“K.Will
სტუმრის გამოჩენა
2012„Twinkle“Girls' Generation-TTS
2014„იცეკვე D.O.C-სთან ერთად“ (Remake)DJ DOC
2016„SM Station“SM Town და სტივ ბარაკეტი

მუსიკალური თეატრი

წელისახელწოდებაროლიჩანაწერები
2014„სიმღერა წვიმაში“დონ ლოკვუდიმთავარი როლი

ჯილდოები და ნომინაციები

წელიჯილდოებიკატეგორიებინომინირებული სამუშაოშედეგი
2016მეოთხე ინიუეტაი V-ჩარტის ჯილდოყველაზე პოპულარული მომღერალი (სამხრეთი კორეა)არ არისმოგებული
პირველი აზიის არტისტების დაჯილდოებაპოპულარობის ჯილდო (მსახიობი)მოგებული
მერვე Melon-ის მუსიკალური დაჯილდოებასაუკეთესო R&B/Soul სუზისთან ერთად
„Dream“ (სუზისა და ბეკჰიუნის სიმღერა)
მოგებული
წლის სიმღერა სუზისთან ერთადნომინირებული
მეთვრამეტე Mnet აზიური მუსიკის დაჯილდოებასაუკეთესო თანამშრომლობა სუზისთან ერთადმოგებული
HotelsCombined – წლის არტისტი სუზისთან ერთადნომინირებული
2016 SBS დრამა დაჯილდოებაახალი ვარსკვლავის ჯილდო
„მთვარის მოყვარულები: რიეოს ალისფერი გული“
მოგებული
2017მეთორმეტე სუმპის დაჯილდოებასაუკეთესო თანამშრომლობასუზისთან ერთად
„Dream“ (სუზისა და ბეკჰიუნის სიმღერა)
მოსალოდნელია
საუკეთესო საუნდტრეკი დრამასთვის სიუმინთან და ჩენთან ერთად
„For You“
მოსალოდნელია
საუკეთესო აიდოლი მსახიობიარ არისმოსალოდნელია
ოცდამეთერთმეტე ოქსროს დისკის დაჯილდოებაციფრული ბონსანგი სუზისთან ერთად
„Dream“ (სუზისა და ბეკჰიუნის სიმღერა)
მოსალოდნელია

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ისნტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი