ბოქსიტი

ბოქსიტი (ფრანგ. bauxite) — ალუმინის ჰიდროჟანგებით მდიდარი დანალექი ან ელუვიური ქანი, რომელიც შედგენილობითა და თვისებებით ალუმინის მადნების კონდიციებს შეესაბამება. სამრეწველო მნიშვნელობის ბოქსიტებში AI2o3-ის შემცველობა 28 %-იდან 50 %-მდე მერყეობს. ალუმინის ჰიდროჟანგების გარდა ბოქსიტი შეიცავს Fe2O3, SiO2, TiO2, CaO, MgO, MnO და სხვ.

ბოქსიტი

იგი მოყავისფრო, მოწითალო ან მონაცისფრო მკვრივი, იშვიათად რბილი წვრილდისპერსიული ქანია, მუხუდოსებრი ან ოოლითური სტრუქტურისა. მინერალოგიური შედგენილობის მიხედვით გამოიყოფა მონოჰიდრატული (დიასპორულბემიტური), ტრიჰიდრატული (ჰიდრარგილიტური) დაშერეული ბოქსიტები. გარდა აღნიშნული მინერალებისა ბოქსიტის შედგენილობაში შეიძლება იყოს ჰემატიტი, ლიმონიტი, კაოლინიტის ჯგუფის მინერალები, რკინოვანი ქლორიდები, პირიტი, კალციტი, სიდერიტი.

ბოქსიტის წარმოშობა დაკავშირებულია ტუტე, მჟავე და შედარებით იშვიათად ფუძე ქანების ლატერიტულ გამოფიტვასთან ან თიხამიწის მნიშვნელოვანი რაოდენობით დალექვის პროცესებთან ზღვიურ ან ტბიურ აუზებში. გენეტური ნიშნების მკიხედვით ბოქსიტი ორი ძირითადი ტიპისაა — ბაქნური (გვხვდება ჰორიზონტალურად განლაგებულ კონტინენტურ ნალექებში) და გეოსინკლინური (დაკავშირებულია ზღვის სანაიპირო ზოლის ლაგუნურ ნალექებთან).

ბოქსიტის გადამუშავებით ალუმინის გარდა იღებენ სხვადასხვა სახის საღებავებს, ხელოვნურ აბრაზივებს, ცეცხლგამძლე მასალას. ბოქსიტებს იყენებენ აგრეთვე შავ მეტალურგიაში (ფლიუსი) და ნავთობის მრეწველლობაში (სორბენტი).

ბოქსიტის დიდი საბადოები ცნობილია ურალზე, ყაზახეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირში; აღსანიშნავია აგრეთვე ჩინეთის, ინდოეთის, რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ბრაზილიის, განისა და გვინეის საბადოები.

სახელწოდება ბოქსიტი მომდინარეობს სოფელ ბოს (Les Baux) მიხედვით (სამხრეთ საფრანგეთი), სადაც ბოქსიტის ბუდობები პირველად აღმოაჩინეს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 491.
  • Бокситы, их минералогия и генезис, М., 1958;
  • Краткий курс месторождений полезных ископаемых, под ред. С. А. Вахромеева, М., 1967.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი