გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

აღმოსავლეთ გერმანია (გერმ. Ost-Deutschland), ოფიციალურად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) (გერმ. Deutsche Demokratische Republik, DDR) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
Deutsche Demokratische Republik

ეუს-ის წევრი (1950–1990)[1]
ვარშავის პაქტის წევრი (1955–1990)[2]

1949 — 1990 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გაერთიანებული გერმანია)|
დროშაგერბი
დევიზი
Proletarier aller Länder, vereinigt Euch!
(„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“)

აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია (მუქი მწვანე)
დედაქალაქიაღმოსავლეთი ბერლინი[ა] (დე ფაქტო)
ენაგერმანული
სორბული (დრეზდენისა და კოტბუსის ოლქებში)
ფულის ერთეული
  • აღმოსავლეთ გერმანული მარკა (1949–1990), ოფიციალური სახელი:
    • გერმანული მარკა (1949–1964)
    • გერმანიის საემისიო ბანკის მარკა (1964–1967)
    • გდრ-ის მარკა (1967–1990)
  • გერმანული მარკა (1 ივლისი 1990-დან)
ფართობი108 333
მოსახლეობა16 111 000 (1990)
მმართველობის ფორმაფედერალური მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა
(1949–1952)
უნიტარული მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა
(1952–1989)
უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
(1989–1990)
გენერალური მდივანი
 - 1946–1950[გ]ვილჰელმ პიკი და ოტო გროტევოლი[ბ]
 - 1950–1971ვალტერ ულბრიხტი
 - 1971–1989ერიხ ჰონეკერი
 - 1989[დ]ეგონ კრენცი
ისტორია
 - კონსტიტუციის მიღება7 ოქტომბერი 1949
 - 1953 წლის აჯანყება16 ივნისი 1953
 - ვარშავის პაქტი14 მაისი 1955
 - ბერლინის კრიზისი4 ივნისი 1961
 - ფუნდამენტური შეთანხმება გფრ-თან21 დეკემბერი 1972
 - გაეროში მიღება18 სექტემბერი 1973
 - მშვიდობიანი რევოლუცია13 ოქტომბერი 1989
 - ბერლინის კედლის დანგრევა9 ნოემბერი 1989
 - საბოლოო შეთანხმება12 სექტემბერი 1990
 - გაერთიანება3 ოქტომბერი 1990

გდრ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1949 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა. ამავე დროს, დასავლეთ-მოკავშირეებმა მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე („trizone“) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დააარსეს.

გდრ-ს სტრუქტურა შემუშავდა ულბრიხტის ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა. 1952 წლიდან სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაში გდრ ხასიათდება, როგორც პირველი გერმანული „სოციალისტური მუშათა და გლეხთა სახელმწიფო“. 1961 წლის ბერლინის კედლის აშენებამდე, სახელმწიფო სისტემაში ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ფედერაციული და დემოკრატიული ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ აღმოიფხვრა. „სოციალიზმის მშენებლობა“ გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის (SED), როგორც „მარქსისტულ-ლენინისტური მუშათა კლასის პარტიის“ მითითებებით უფრო მეტად ავტორიტარულად და ცენტრისტულად ხორციელდებოდა.

1989-1990 წლების მშვიდობიანმა რევოლუციამ ხაზი გაუსვა გდრ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარუმატებლობას. პირველად 1990 წელს თავისუფლად არჩეულმა პარლამენტმა (Volkskammer) მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთგერმანული მიწების აღდგენისა და თვითგამორკვევის აქტით გდრ-ის შეერთებისა დასავლეთ გერმანიასთან. ამის შედეგად გერმანია კვლავ გაერთიანდა, რასაც 1990 წლის 3 ოქტომბერს გდრ-ის არსებობის შეწყვიტა მოჰყვა.

ლიტერატურა

  • Grix, Jonathan. The Role of the Masses in the Collapse of the GDR Macmillan, 2000
  • Jarausch, Konrad H., and Eve Duffy; Dictatorship as Experience: Towards a Socio-Cultural History of the GDR Berghahn Books, 1999
  • Kupferberg, Feiwel. The Rise and Fall of the German Democratic Republic (2002) 228pp; online review
  • McCauley, Martin (1983). The German Democratic Republic since 1945. Palgrave Macmillan. ISBN 0-333-26219-0. ციტირების თარიღი: 2010-10-24. 
  • Naimark, Norman M. The Russians in Germany: A History of the Soviet Zone of Occupation, 1945–1949 (1997) excerpt and text search
  • Port, Andrew I. Conflict and Stability in the German Democratic Republic Cambridge University Press, 2007.
  • Pritchard, Gareth, The Making of the GDR 1945–53: From Antifascism to Stalinism (2000)
  • Ritter, Gerhard A. "Die DDR in der Deutschen Geschichte," [The GDR in German history] Vierteljahrshefte für Zeitgeschichte, Apr 2002, Vol. 50 Issue 2, pp 171–200
  • Steiner, André. The Plans That Failed: An Economic History of East Germany, 1945–1989 (2010)
  • Spilker, Dirk. The East German Leadership and the Division of Germany: Patriotism and Propaganda 1945–1953. (2006). online review
  • Stokes, Raymond G. Constructing Socialism: Technology and Change in East Germany, 1945–1990 (2000)
  • Weitz, Eric D. (1997). Creating German communism, 1890–1990. Princeton University Press. ISBN 0-691-02594-0. 
  • Zatlin, Jonathan R. The Currency of Socialism: Money and Political Culture in East Germany. (2007). 377 pp. online review

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი