ედენ აზარი

ედენ აზარი (ფრანგ. Eden Hazard დ. 7 იანვარი, 1991, ლა-ლუვიერი) — ბელგიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ასევე თამაშობს გარემარბის პოზიციაზე. იგი ცნობილია მისი სისწრაფით, დრიბლინგით, ტექნიკითა და კრეატიულობით.[4][5][6] მას ხშირად ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის.[7][8][9][10] ჰაზარი, მწვრთნელების, კოლეგებისა და კომენტატორების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[11][12][13]

ედენ აზარი
აზარი 2019 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ედენ მაიკლ აზარი[1]
დაბადების
თარიღი
7 იანვარი, 1991 (1991-01-07) (33 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ლა-ლუვიერი, ბელგია
სიმაღლე175 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი7
ახალგაზრდული კარიერა
1995–2003როიალ სტეიტ ბრანიონსი
2003–2005ტუბიზი
2005–2007ლილი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2007–2012ლილი147(36)
2012–2019ჩელსი245(85)
2019–რეალ მადრიდი38(4)
ეროვნული ნაკრები
2006ბელგია15 წლ.5(1)
2006ბელგია16 წლ.4(2)
2006–2008ბელგია17 წლ.17(2)
2007–2009ბელგია19 წლ.11(6)
2008–ბელგია114(33)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 სექტემბერი, 2021

ედენ აზარმა კარიერა ბელგიაში დაიწყო, ჯერ „როიალ სტეიტ ბრანიონსში“, შემდეგ კი „ტუბიზში“. 2005 წელს იგი ფრანგული გუნდის, „ლილის“ აკადემიას შეუერთდა. მან აკადემიაში 2 წელი გაატარა და 2007 წლის ნოემბერს, 16 წლის ასაკში მისი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. მან ლილში 190-ზე მეტი თამაში ჩაატარა და მოიგო რამდენიმე ინდივიდუალური ტიტული, ხოლო 2012 წლის ზაფხულში იგი ინგლისურ კლუბ ჩელსის შეუერთდა, სადაც თავის პირველ სეზონში კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის თასის მოპოვება შესძლო,[3] რისთვისაც დასახელებული იქნა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად პსა-ის ვერსიით. 2014-2015 სეზონში დაეხმარა „ჩელსის“ ინგლისის ლიგის თასისა[3] და პრემიერლიგის მოგებაში.[14] 2 წლის შემდეგ, 2016-2017 სეზონზე მან კლუბთან ერთად ხელმეორედ შესძლო „პრემიერლიგის“ მოგება.[14]

აზარის დებიუტი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის ნოემბერში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[15] სამი წლის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში, ჰაზარმა პირველი გოლი გაუტანა ყაზახეთის ნაკრებს.[16] მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში. ჰაზარს მონაწილეობა აქვს მიღებული 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებში.

მიღწევები

საკლუბო ტიტულები

ლილი: (2)

ჩელსი: (7)

რეალ მადრიდი: (8)

სანაკრებო

ბელგია

ინდივიდუალური ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი