ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 ან უბრალოდ ევრო 2024უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
ტურნირის დეტალები
ადგილიგერმანიის დროშა გერმანია
      ქალაქები10
      სტადიონები10
ტურნირის ვადები14 ივნისი14 ივლისი
მონაწილე24
საპრიზო ადგილები
ტურნირის სტატისტიკა

მასპინძელი

2017 წლის 8 მარტს უეფა-მ განაცხადა, რომ ტურნირის მასპინძლობის სურვილი ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვა, რომლებმაც ოფიციალური განაცხადი 2017 წლის 3 მარტამდე წარადგინეს.

მასპინძლის ვინაობა 2018 წლის 27 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრით გაირკვა.[1][2][3]

კენჭისყრის შედეგები
ქვეყანახმა
 გერმანია12
 თურქეთი4
თავი შეიკავა1
ჯამი17

უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, სადაც მასპინძლის გამოსავლენად მარტივი უმრავლესობაა საჭირო. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი უეფას პრეზიდენტის ხმა ხდება.[4] აღმასრულებელი კომიტეტის 20 წევრიდან ორს ხმის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ერთი არ ესწრებოდა. საერთო ჯამში ხმის უფლების მქონე 17 წევრი დარჩა.[5]

შესარჩევი

გერმანია როგორც მასპინძელი ავტომატურად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შესარჩევით გამოვლინდა 23 გუნდი.

  ევრო 2024-ზე გასული გუნდები
  გუნდები რომლებმაც ვერ გაიარეს კვალიფიკაცია
  ტურნირიდან დისკვალიფიცირებული გუნდები
გუნდიგასული როგორცგასვლის თარიღიტურნირზე წინა მონაწილეობა[A]
 გერმანია[B]მასპინძელი27 სექტემბერი 201813 (1972, 1976, 1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 ბელგიაჯგუფი F-ის გამარჯვებული13 ოქტომბერი 20236 (1972, 1980, 1984, 2000, 2016, 2020)
 საფრანგეთიჯგუფი B-ს გამარჯვებული13 ოქტომბერი 202310 (1960, 1984, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 პორტუგალიაჯგუფი J-ს გამარჯვებული13 ოქტომბერი 20238 (1984, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 შოტლანდიაჯგუფი A-ს მეორეადგილოსანი15 ოქტომბერი 20233 (1992, 1996, 2020)
 ესპანეთიჯგუფი A-ს გამარჯვებული15 ოქტომბერი 202311 (1964, 1980, 1984, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 თურქეთიჯგუფი D-ს გამარჯვებული15 ოქტომბერი 20235 (1996, 2000, 2008, 2016, 2020)
 ავსტრიაჯგუფი F-ის მეორეადგილოსანი16 ოქტომბერი 20233 (2008, 2016, 2020)
 ინგლისიჯგუფი C-ს გამარჯვებული17 ოქტომბერი 202310 (1968, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2016, 2020)
 უნგრეთიჯგუფი G-ს გამარჯვებული16 ნოემბერი 20234 (1964, 1972, 2016, 2020)
 სლოვაკეთი[C]ჯგუფი J-ს მეორეადგილოსანი16 ნოემბერი 20235 (1960, 1976, 1980, 2016, 2020)
 ალბანეთიჯგუფი E-ს გამარჯვებული17 ნოემბერი 20231 (2016)
 დანიაჯგუფი H-ის გამარჯვებული17 ნოემბერი 20239 (1964, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2020)
 ნიდერლანდებიჯგუფი B-ს მეორეადგილოსანი18 ნოემბერი 202310 (1976, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2020)
 რუმინეთიჯგუფი I-ს გამარჯვებული18 ნოემბერი 20235 (1984, 1996, 2000, 2008, 2016)
 შვეიცარიაჯგუფი I-ს მეორეადგილოსანი18 ნოემბერი 20235 (1996, 2004, 2008, 2016, 2020)
 სერბეთი[D]ჯგუფი G-ს მეორეადგილოსანი19 ნოემბერი 20235 (1960, 1968, 1976, 1984, 2000)[E]
 ჩეხეთი[C]ჯგუფი E-ს მეორეადგილოსანი20 ნოემბერი 202310 (1960, 1976, 1980, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 იტალიაჯგუფი C-ს მეორეადგილოსანი20 ნოემბერი 202310 (1968, 1980, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 სლოვენიაჯგუფი H-ის მეორეადგილოსანი20 ნოემბერი 20231 (2000)
 ხორვატიაჯგუფი D-ს მეორეადგილოსანი21 ნოემბერი 20236 (1996, 2004, 2008, 2012, 2016, 2020)
 საქართველოპლეი-ოფის გზა C-ს გამარჯვებული26 მარტი 20240 (დებიუტი)
 უკრაინაპლეი-ოფის გზა B-ს გამარჯვებული26 მარტი 20243 (2012, 2016, 2020)
 პოლონეთიპლეი-ოფის გზა A-ს გამარჯვებული26 მარტი 20244 (2008, 2012, 2016, 2020)

ადგილი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 10 ქალაქი შეირჩა, საიდანაც ცხრამ, ბერლინმა, დორტმუნდმა, მიუნხენმა, კიოლნმა, შტუტგარტმა, ჰამბურგმა, ლაიფციგმა, ფრანკფურტმა და გელზენკირხენმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.[10][11] დიუსელდორფი 2006 წელს არ გამოიყენებოდა, მაგრამ უმასპინძლა 1974 წლის მსოფლიოსა და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატებს.

ბერლინიმიუნხენიდორტმუნდიშტუტგარტი
ბერლინის ოლიმპიაშტადიონიმიუნხენის საფეხბურთო არენადორტმუნდის BVB-ის სტადიონიშტუტგარტ არენა
ტევადობა: 74 461ტევადობა: 70 076ტევადობა: 65 849ტევადობა: 54 906
გელზენკირხენიფრანკფურტი
აუფშალკე არენაფრანკფურტ არენა
ტევადობა: 54 740ტევადობა: 54 697
ჰამბურგიდიუსელდორფიკიოლნილაიფციგი
ფოლქსპარკშტადიონიდიუსელდორფ არენაკიოლნის სტადიონილაიფციგის სტადიონი
ტევადობა: 52 245ტევადობა: 51 031ტევადობა: 49 827ტევადობა: 42 959

ჯგუფური ეტაპის წილისყრა

შენიშვნები

რესურები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი