ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
Mistrzostwa Europy w Piłce Nożnej 2012 (პოლონური)
Чемпіонат Європи з футболу 2012 (უკრაინული)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
ტურნირის დეტალები
ადგილიპოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
      ქალაქები8
      სტადიონები8
ტურნირის ვადები8 ივნისი - 1 ივლისი
შესარჩევის ვადები11 აგვისტო, 2010 – 15 ნოემბერი, 2011
მონაწილე16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონიესპანეთის დროშა ესპანეთი
მეორე ადგილიიტალიის დროშა იტალია
მესამე ადგილიპორტუგალიის დროშა პორტუგალია და გერმანიის დროშა გერმანია
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება1 440 896  (46 481 თამაშზე)
მატჩები31
გოლები76  (2.45 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)იესპანეთის დროშა ფერნანდო ტორესი [1]  (3 გოლი)
საუკეთესო მოთამაშეანდრეს ინიესტა
ქალაქ პოზნანის სიმბოლო-თხები ევრო 2012-ის მონაწილე ქვეყნების დროშებით

ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.

მასპინძლის შერჩევა

უკრაინა-პოლონეთის გაერთიანებულმა ვარიანტმა გაიმარჯვა 2007 წლის 18 აპრილს კარდიფში, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე. ამ ვარიანტმა დაამარცხა იტალიისა და უნგრეთ-ხორვატიის კანდიდატები და გახდა ორ ქვეყანაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის რიგით მესამე შემთხვევა.

მზადება

წამზომი ჩართულია ევრო 2012-ის დაწყებამდე (ლვოვი, 22 ივლისი 2011)

2008 წლის იანვარში უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ტურნირის ორგანიზატორებს გაფრთხილება მისცა მზადების პროცესში შეცდომების თავიდან აცილებისაგან.

უკრაინამ განაცხადა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მას, როგორც თანა-მასპინძელს: კიევის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქციის შეჩერება და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების შეწყვეტა. მიშელ პლატინიმ 2009 წლის აპრილში განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც ერთ-ერთ მასპინძლად მოიაზრებოდა, თუმცა ამასთანავე მიანიშნა, რომ მატჩების უმეტესობა პოლონეთში გაიმართებოდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო ამისთვის, მაგრამ უეფა-მ კვლავ 4+4 გეგმა დატოვა ძალაში.

2008 წლის სექტემბერში, პოლონეთში, სკანდალი აგორდა: პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კორუფციული გარიგებების გამო მთავრობამ გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებითი ადმინისტრატორი დანიშნა. ამ ფაქტს უეფა-დან მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და უკრაინასთან ერთად მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. უკრაინაში მოსამზადებელი სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით წარიმართა და 2009 წლის აპრილში მიშელ პლატინიმ ვიზიტისას განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უკრაინას სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა. შემდეგ თვეში უეფა-მ საბოლოოდ დაამტკიცა მასპინძელი ოთხი პოლონური ქალაქი: ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი. ამავე სხდომაზე უეფა-მ გაფრთხილება მისცა ლვოვს, ხარკივს და დონეცკს ნოემბრამდე მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს მხოლოდ კიევი და ამ სამიდან ყველაზე უფრო მომზადებული ქალაქი უმასპინძლებდა.

2009 წლის სექტემბერში უეფა-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხივე ქალაქი (კიევი, დონეცკი, ხარკივი და ლვოვი) უმასპინძლებდა ევრო 2012-ის მატჩებს, ხოლო კიევი – ფინალს.

2010 წლის მაისში მიშელ პლატინიმ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა გერმანია-უნგრეთს ჩაენაცვლებინა უკრაინა-პოლონეთი, რადგანაც გაჩნდა ახალი ეჭვები ამ ორი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მაგრამ აგვისტოში პლატინი ისევ ესტუმრა ამ ქვეყნებს და თქვა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ ორი ქვეყნის მზადებასთან დაკავშირებით და დაბრკოლებები აღარ არსებობდა. 2011 წლის სექტემბერში უეფა-ს დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტისას საბოლოოდ დაადგინა, რომ უკრაინა მზად იყო ევრო 2012-სთვის.

სტადიონები

პოლონეთი
ვარშავაგდანსკივროცლავიპოზნანი
ეროვნული სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 58 500[2]
პგე არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 43,615[3]
მუნიციპალური სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 42,771[4]
მუნიციპალური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 43,269[5]
ჯგუფი A 3 მატჩი
(გახსნის მატჩის ჩათვლით),
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი C 3 მატჩი და
1 მეოთხედფინალი
ჯგუფი A 3 მატჩიჯგუფი C 3 მატჩი
უკრაინა
კიევიდონეცკიხარკივილვოვი
ოლიმპიური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 70,050[6]
დონბას არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 51,504[7]
მეტალისტი
განახლებული
ტევადობა: 38,633[8]
არენა ლვოვი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 34,915[9]
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
ფინალი
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი B 3 მატჩიჯგუფი B 3 მატჩი

შესარჩევი ეტაპი

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2010 წლის 7 თებერვალს ვარშავაში შედგა.შესარჩევში მონაწილეობდა 51 გუნდი,მათ უნდა გამოევლინათ ევროპის ჩემპიონატის 14 მონაწილე, რომლებიც შეუერთდებოდნენ მასპინძლებს-პოლონეთს და უკრაინას.გუნდები განაწილდნენ 9 ჯგუფში.კენჭისყრა შედგა იმდროსათვის არსებული უეფას ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო 2010 წლის აგვისტოში და დამთავრდა 2011 წლის 15 ნოემბერს.2011 წლის 11 ოქტომბერს დასრულდა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი,რომელმაც გამოავლინა ევროპის ჩემიონატის მონაწილე 10 გუნდი:9 გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი.დანარჩენმა მეორეადგილოსნებმა ითამაშეს პლეი-ოფში და გამოავლინეს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 4 გუნდი.

მონაწილე გუნდები

2012 წლის ევროპის ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის ფორმატი მოქმედებს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია მოითხოვდა მონაწილეთა გაზრდას 24-მდე,რადგანაც 1996 წლის შემდეგ გაიზარდა უეფას წევრთა რიცხვი.2007 წლის აპრილში უეფას აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა 2012 წლის ევროპის ჩემიპიონატის მონაწილეთა როცხვის გაზრდას.

  გასული ქვეყნები
  ვერგასული ქვეყნები
  უეფას არაწევრი ქვეყნები

ამ ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდი მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც,ხოლო ორი-ინგლისი და დანია 2004 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ კონტინენტურ პირველობას.ირლანდია ოცდაოთხწლიანი შესვენების შემდეგ მეორედ გამოდის ევროპის ჩემპიონატზე.მასპინძელი უკრაინა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ასპარეზობს ევროპირველობაზე.

აი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი:

ფინალური ეტაპის კენჭისყრა

ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 2 დეკემბერს კიევში, სასტუმრო „უკრაინაში“ შედგა. ერთსაათიან პროცესს უძღვებოდნენ ორი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი-ტელეწამყვანები: ოლგა ფრეიმუტი და პიოტრ სობჟინსკი.

უეფა-ს კოეფიციენტთა რეიტინგის მიხედვით, მონაწილე 16 გუნდი 4 კალათში განათავსდა. მასპინძელი ქვეყნები მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ერთად პირველ კალათში მოხვდნენ.

კენჭისყრის პროცედურის თანახმად ყოველი ჯგუფში თითოეული კალათიდან მოხვედრილი გუნდით კომპლექტდებოდა. კენჭისყრის ბურთულებს იღებდნენ სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონები: ჰორსტ ჰრუბეში, მარკო ვან ბასტენი, პეტერ შმეიხელი და ზინედინ ზიდანი.

კალათი 1კალათი 2კალათი 3კალათი 4

მსაჯები

2011 წლის 20 დეკემბერს უეფა-მ მსაჯები დაასახელა:

ქვეყანამსაჯი
ინგლისიჰოვარდ უები
საფრანგეთისტეფან ლენუა
გერმანიავილფგანგ შტარკი
უნგრეთივიქტორ კასალი
იტალიანიკოლა რიცოლი
ნიდერლანდებიბიორნ კეიპერსი
პორტუგალიაპედრუ პროენსა
შოტლანდიაკრეიგ ტომსონი
სლოვენიადამირ სკომინა
ესპანეთიკარლოს ველასკო კარბალიო
შვედეთიიუნას ერიქსენი
თურქეთიჯიუნეიტ ჩაქირი

მეოთხე მსაჯები:

ქვეყანამეოთხე მსაჯი
ჩეხეთიპაველ კრალოვეცი
ნორვეგიატომ ჰარალგ ჰაგენი
პოლონეთიმარცინ ბორსკი
უკრაინავიქტორ შვეცოვი

პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კარის ხაზებთან განლაგდა ორი დამხმარე მსაჯი.

შემადგენლობები

ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი

გუნდი გტ გშ +/-
 ჩეხეთი320145–16
 საბერძნეთი31113304
 რუსეთი311153+24
 პოლონეთი302123–12
8 ივნისი, 2012
პოლონეთი  1 – 1  საბერძნეთი
რუსეთი  4 – 1  ჩეხეთი
12 ივნისი, 2012
საბერძნეთი  1 – 2  ჩეხეთი
პოლონეთი  1 – 1  რუსეთი
16 ივნისი, 2012
ჩეხეთი  1 – 0  პოლონეთი
საბერძნეთი  1 – 0  რუსეთი

B ჯგუფი

გუნდი გტ გშ +/-
 გერმანია330052+39
 პორტუგალია320154+16
 დანია310245–13
 ნიდერლანდები300325–30
9 ივნისი, 2012
ნიდერლანდები  0 – 1  დანია
გერმანია  1 – 0  პორტუგალია
13 ივნისი, 2012
დანია  2 – 3  პორტუგალია
ნიდერლანდები  1 – 2  გერმანია
17 ივნისი, 2012
პორტუგალია  2 – 1  ნიდერლანდები
დანია  1 – 2  გერმანია

C ჯგუფი

გუნდი გტ გშ +/-
 ესპანეთი321061+57
 იტალია312042+25
 ხორვატია311143+14
 ირლანდია300319–80
10 ივნისი, 2012
ესპანეთი  1 – 1  იტალია
ირლანდია  1 – 3  ხორვატია
14 ივნისი, 2012
იტალია  1 – 1  ხორვატია
ესპანეთი  4 – 0  ირლანდია
18 ივნისი, 2012
ხორვატია  0 – 1  ესპანეთი
იტალია  2 – 0  ირლანდია

D ჯგუფი

გუნდი გტ გშ +/-
 ინგლისი321053+27
 საფრანგეთი31113304
 უკრაინა310224−23
 შვედეთი31025503
11 ივნისი, 2012
საფრანგეთი  1 – 1  ინგლისი
უკრაინა  2 – 1  შვედეთი
15 ივნისი, 2012
უკრაინა  0 – 2  საფრანგეთი
შვედეთი  2 – 3  ინგლისი
19 ივნისი, 2012
ინგლისი  1 – 0  უკრაინა
შვედეთი  2 – 0  საფრანგეთი

პლეი-ოფი


მეოთხედფინალინახევარფინალიფინალი
          
21 ივნისი – ვარშავა    
   ჩეხეთი 0
27 ივნისი – დონეცკი
   პორტუგალია 1 
   პორტუგალია 0 (2)
23 ივნისი – დონეცკი
    ესპანეთი 0 (4) 
   ესპანეთი 2
1 ივლისი – კიევი
   საფრანგეთი 0 
   ესპანეთი 4
22 ივნისი – გდანსკი
    იტალია 0
   გერმანია 4
28 ივნისი – ვარშავა
   საბერძნეთი 2 
   გერმანია 1
24 ივნისი – კიევი
    იტალია 2 
   ინგლისი 0 (2)
   იტალია 0 (4) 

მეოთხედფინალი

21 ივნისი
22:45
ჩეხეთი  0–1  პორტუგალიაეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,590
მსაჯი: ჰოვარდ უები (  ინგლისი)
 79' რონალდუ

22 ივნისი
22:45
გერმანია  4–2  საბერძნეთიპგე არენა, გდანსკი
მაყურებელი: 38,751
მსაჯი: დამირ სკომინა (  სლოვენია)
ლამი  39'
ხედირა  61'
კლოზე  68'
როისი  74'
 55' სამარასი
 89' (პენ.) სალპინგიდისი

23 ივნისი
22:45
ესპანეთი  2–0  საფრანგეთიდონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 47,000
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (  იტალია)
ალონსო  19'90+1' (პენ.)

24 ივნისი
22:45
ინგლისი  0–0
(დ.დ.)
 იტალიაოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 64,340
მსაჯი: პედრუ პროენსა (  პორტუგალია)
ბმული
 პენალტები 
ჯერარდი
რუნი
იანგი
კოული
2–4 ბალოტელი
მონტოლივო
პირლო
ნოჩერინო
დიამანტი

ნახევარფინალები

27 ივნისი
22:45
პორტუგალია  0–0
(დ.დ.)
 ესპანეთიდონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 48,000
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (  თურქეთი)
ბმული
 პენალტები 
მუტინიო
პეპე
ნანი
ალვეში
2–4 ალონსო
ინიესტა
პიკე
რამოსი
ფაბრეგასი

28 ივნისი 2012
22:45
გერმანია  1–2  იტალიაეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,540
მსაჯი: სტეფან ლანუა (  საფრანგეთი)
ოზილი  90+2' (პენ.)  20'36' მარიო ბალოტელი

ფინალი

1 ივლისი
22:45
ესპანეთი  4–0  იტალიაოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 63,170[10]
მსაჯი: პედრუ პროენსა (  პორტუგალია)
სილვა  14'
ალბა  41'
ტორესი  84'
მატა  88'
ბმული

ბომბარდირები

მუქი შრიფტით აღნიშნულია ბომბარდირი უეფას ოფიციალური წესების მიხედვით

3 გოლი

2 გოლი

1 გოლი

1 ავტო გოლი

სხვადასხვა

თილისმა

სლავეკი და სლავკო

თილისმების სახელები შეირჩა 2010 წლის დეკემბერში უეფას საიტზე გამოკითხვის შედეგად:

  • სლავეკი და სლავკო-56 %
  • სიემკო და სტრიმკო-29 %
  • კლემეკი და ლადკო-15 %

ლოგო და სლოგანი

ჩემპიონატის ლოგო დამტკიცდა 2009 წლის 14 დეკემბერს კიევში.იგი პოლონეთის და უკრაინის ქვანახშირის რეგიონებისათვის დამახასიათებელი ქაღალდების გამოჭრის ხელოვნების სტილისაა.აქვე დამტკიცდა სლოგანი:ისტორიას ვქმნით ერთად(პოლონურად:Razem tworzymy przyszłość,უკრაინულად:Творимо історію разом).სლოგანი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ ეს ორი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა პირველად მასპინძლობს კონტინენტურ პირველობას.

ბილეთები

ბილეთები გაიყიდა უეფას ოფიციალური საიტის მეშვეობით ან მონაწილე 16 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების მიერ ბილეთების ფასი მერყეობდა 30 ევროდან 600 ევრომდე. გულშემატკივარს შეეძლო შეიძინა ბილეთის პაკეტები (თავისი ფავორიტი გუნდის ან ერთ კონკრეტულ სტადიონზე გასამართი მატჩების).

ბურთი

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთია ადიდას ტანგო 12.

მაუწყებლობა

ტელევიზია

ევროპა

ქვეყანაუფლებაწყარო
 ალბანეთირადიო-ტელევიზია შქიპტარი[11]
 ავსტრიაავსტრიის მაუწყებელი[11]
 აზერბაიჯანიაზერბაიჯანის ტელევიზია[12]
 ბელარუსიბელორუსის ეროვნული ტელე-რადიო კომპანია[11]
 ბელგიაფრანგულენოვანი ბელგიის რადიო-ტელევიზია / ფლანდრიის ტელე-რადიო ორგანიზაციის ქსელი1[11][13]
 ბოსნია-ჰერცეგოვინაბოსნია-ჰერცეგოვინის რადიო-ტელევიზია[11]
 ბულგარეთიბულგარეთის ნაციონალური ტელევიზია[11]
 გერმანიაARD / მეორე გერმანული ტელევიზია[14]
 დანიადანიის ეროვნული სამუწყებლო კორპორაცია / TV 2 / TV4 ჯგუფი[15][16]
 დიდი ბრიტანეთიბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(ITV)[17]
 ესტონეთიესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი[11]
 ევროპაევროპის სამაუწყებლო კავშირი[18]
 ესპანეთიTV 5 / TV 4[19]
 თურქეთითურქეთის ტელე-რადიო კორპორაცია(TRT)[11]
 ირლანდიაირლანდიის რადიო-ტელევიზია RTE[20]
 ისრაელიშპს ჩარლტონი.[21]
 იტალიაიტალიის რადიო-ტელევიზია RAI[22]
 კვიპროსიკვიპროსის სამუწყებლო კორპორაცია[11]
 ლატვიალატვიის ტელევიზია (LTV)[11]
 ლიტვალიტვის ნაციონალური რადიო დაბ ტელევიზია[11]
 მაკედონიამაკედონიის რადიო-ტელევიზია[11]
 მალტასაზოგადოებრივი მაუწყებელი[23]
 მოლდოვატელე-რადიო მოლდოვა[11]
 მონტენეგროჩერნოგორიის რადიო-ტელევიზია[11]
 ნიდერლანდებინიდერლანდის სამაუწყებლო კომპანია[24]
 ნორვეგიაTV4 ჯგუფი[15]
 პოლონეთიპოლონეთის ტელევიზია(TVP)[25]
 პორტუგალიაპორტუგალიის რადიო-ტელევიზია / კომუნიკაციების დამოუკიდებელი საზოგადოება(SIC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(TVI) / სპორტ TV[26][27]
 რუმინეთირუმინეთის ტელევიზია(TVR)[11]
 რუსეთისრულიად რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაცია / პირველი არხი (რუსეთი)[11]
 საბერძნეთისაბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია[28]
 საქართველოსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი[11]
 სერბეთისერბეთის რადიო-ტელევიზია[11]
 სომხეთისომხეთის საზოგადოებრივი არხი[11]
 სლოვენიასლოვენიის რადიო-ტელევიზია(RTVSLO)[11]
 უკრაინაუკრაინის ნაციონალური ტელევიზიაNTU / უკრაინა (ტელევიზია)[29]
 უნგრეთიფინეთის საზოგადოებრივი არხი / უნგრეთის ტელევიზია[30]
 ფინეთიფინეთის საზოგადოებრივი არხი / MTV3[11]
 ყაზახეთიყაზახეთის ტელევიზია / ევრაზიის ნაციონალური ტელევიზია[12]
 შვედეთიშვედეთის ტელევიზია / TV4 (შვედეთი) / ციფრული არხი[31]
 შვეიცარიაშვეიცარიის სზოგადოებრივი მაუწყებელი[11]
 ხორვატიახორვატიის რადიო-ტელევიზია[11]

სხვა ქვეყნები

ქვეყანაუფლებაწყარო
 ავსტრალიასეტანტა სპორტს ავსტრალია[32]
 აზიასპორტ5[33]
 აშშESPN[34]
 ახლო აღმოსავლეთიალ-ჯაზირა[35]
 ბრაზილიაგლობო / გლობოსატი[11][36]
 ბრუნეიასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია)[33]
 ვენესუელამერიდიანო[33]
 ინდონეზიაRCTI / ინდოვიზია[33]
 იაპონიადენცუ[33]
 კანადასპორტ ნეთვორქი / RDS2[34]
 ლათინური ამერიკატელევიდეო სერვისი[33]
 მალაიზიაასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) / მედია პრიმა[33][37]
 მექსიკაTV აცტეკა / ტელევისა[11][33]
 ოკეანეთისპორტ 5[33]
 სინგაპურისტარჰუბ TV[38]
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასუპერსპორტი[39]
 სამხრეთ აზიანეო სპორტი[40]
 სუბსაჰარული აფრიკასუპერსპორტი[33]
 ტაილანდიჯი-ემ-ემ გრამი[41]
 ჩრდილოეთ აფრიკაალ-ჯაზირა[35]
 ჰონგ-კონგინაუ TV[42]
  • 1-ჰოლანდიური არხი
  • 2-ფრანგული არხი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი