ერთა ლიგა (უეფა)

ეს სტატია შეჯიბრს ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა.

უეფას ერთა ლიგა (ინგლ. UEFA Nations League) — ორწლიანი საერთაშორისო შეჯიბრი ფეხბურთში უეფას წევრი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების მამაკაცთა უფროს ნაკრებ გუნდებს შორის[1]. შეჯიბრში მონაწილეობს ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა, წარმოდგენილი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სახით, რომლებიც განაწილებული არიან 4 დანაყოფში — ლიგაში. თითოეულ ლიგაში მოქმედებს რეიტინგის შეფასების სისტემა (ასე მაგ. В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში). А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის იმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად (ფინალის გამართვის ადგილი უნდა იყოს ევროპული ქალაქი, რომელიც შეირჩევა 2019 წლის ივნისში). ასევე თითეული ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოლებენ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრისთვის, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის რომელიმე გამარჯვებული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ჩემპიონატის საგზურს, მაგ შემთხვევაში პლე-ოფში ადგილს დაუთმობს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელს.

დაარსდა 2018
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 55
ყველაზე ტიტულ. გუნდი პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
ვებ-საიტი
2018–2019 უეფას ერთა ლიგა

ახალი შეჯიბრის შემოღების მიზანია ფიფას ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეტინგული წევრებისთვის სტიმულის მიცემა. პირველი შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

ფორმატი

2014 წლის გაზაფხულზე უეფამ გამოაქვეყნა მომავალი შეჯიბრის პირველადი ფორმატი, რომელიც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. 2017 წლის ოქტომბერში ფორმატი დამტკიცდა შემდეგი სახით:

  • მონაწილეობას იღებს 55-ვე წევრი ქვეყნიდან ეროვნული ნაკრები გუნდი;
  • ნაკრები გუნდები 4 ლიგაში განაწილდნენ მათი რეტინგის მიხედვით, რომელიც ემყარება ეროვნული ნაკრებების უეფას კოეფიციენტებს;
  • A ლიგაში ითამაშებს 12 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები გუნდი. B ლიგაში რეიტინგით შემდეგი 12 ნაკრები გუნდი. C ლიგაში — 15 ნაკრები გუნდი, ხოლო დარჩენილი 16 — D ლიგაში;
  • A და B ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი სამ-სამი გუნდით, ხოლო C ლიგაში იქნება ერთი ჯგუფი 3 გუნდით და სამი ჯგუფი 4 გუნდით. D ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი, თითოში 4 გუნდით, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
  • А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის გაიმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად;
  • В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში.

წილისყრა და განთესვა

განთესვა განხორციელდება 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დათვლილი მაჩვენებელების მიხედვით. თითოეულ ლიგაში გუნდების ჯგუფებად განაწილება განხორციელდა წილისყრის შედეგად, რომელიც გამოცხადდა 2017 წლის 7 დეკემბერს.

ლიგა A
PotTeamCoeffRank
1  გერმანია40,7471
 პორტუგალია38,6552
 ბელგია38,1233
 ესპანეთი37,3114
2  საფრანგეთი36,6175
 ინგლისი36,2316
 შვეიცარია34,9867
 იტალია34,4268
3  პოლონეთი32,9829
 ისლანდია31,15510
 ხორვატია31,13911
 ნიდერლანდები29,86612
ლიგა B
PotTeamCoeffRank
1  ავსტრია29,41813
 უელსი29,26914
 რუსეთი29,25815
 სლოვაკეთი28,55516
2  შვედეთი28,48717
 უკრაინა28,28618
 ირლანდია28,24919
 ბოსნია და ჰერცეგოვინა28,20020
3  ჩრდილოეთი ირლანდია27,12721
 დანია27,05222
 ჩეხეთი27,02823
 თურქეთი26,53824
ლიგა C
PotTeamCoeffRank
1  უნგრეთი26,48625
 რუმინეთი26,05726
 შოტლანდია25,66227
 სლოვენია25,14828
2  საბერძნეთი24,93129
 სერბეთი24,84730
 ალბანეთი24,43031
 ნორვეგია24,20832
3  მონტენეგრო23,91233
 ისრაელი22,79234
 ბულგარეთი22,09135
 ფინეთი20,50136
4  კვიპროსი19,49137
 ესტონეთი19,44138
 ლიეტუვა18,10139
ლიგა D
PotTeamCoeffRank
1  აზერბაიჯანი17,76140
 ჩრდ. მაკედონია17,07141
 ბელარუსი16,86842
 საქართველო16,52343
2  სომხეთი15,84644
 ლატვია15,82145
 ფარერის კუნძულები15,49046
 ლუქსემბურგი14,23147
3  ყაზახეთი13,43148
 მოლდოვა13,13049
 ლიხტენშტაინი10,95050
 მალტა10,87051
4  ანდორა10,24052
 კოსოვო9,95053
 სან-მარინო8,19054
 გიბრალტარი7,55055

ჯილდო

უეფას ერთა ლიგის ჯილდო (თასი) პირველად საზოგადოებას წარუდგინეს წილისყრის დროს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. ტროფეი წარმოადგენს 55 ქვეყნის ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სიმბოლოების ამსახველ, ბუნის გარშემო შემოხვეულ სტერლინგის ვერცხლის დროშას. იწონის 7,5 კგ და არის 71 სმ სიმაღლის; პირველად აღიმართა 2019 წლის ივნისში.[2]

ჰიმნი

ერთა ლიგის ოფიციალური ჰიმნი ჩაწერილ იქნა ლათინურ ენაზე, ნიდერლანდების ფილარმონიული ორკესტრისა და გუნდის შესრულებით. ჰიმნი წარმოადგენს კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავს და გამოყენებულ იქნება ლიგის თამაშებზე მონაწილე გუნდების მოედანზე შესვლისას და სატელევიზიო ჭრების დროს, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის. ჰიმნის კომპოზიტორები არიან ჯიორჯო ტუინფორტი და ფრენკ ვან დერ ჰეიდენი[2][3]

მატჩის ბურთი

უეფას ერთა ლიგის 2018–2019 წწ გათამაშებაზე მატჩებისთვის ბურთი დაამზადა ადიდასმა. ბურთის დიზაინი თეთრსა და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ზედ დატანილი ფერადი ელემენტებით, რომელიც ოფიციალური დროშითაა ნაკარნახევი.[4]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი