ერიკ კანტონა

ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი

ერიკ კანტონა (ფრანგ. Eric Cantona; 24 მაისი, 1966) — ფრანგი მსახიობი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 45 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ერიკ კანტონა
Eric Cantona
კანტონა 2009 წლის კანის ფესტივალზე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Éric Daniel Pierre Cantona
ერიკ დანიელ პიერ კანტონა
დაბადების
თარიღი
24 მაისი, 1966 (1966-05-24) (57 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთი
სიმაღლე182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1980–1981SO Les Caillols
1981–1983ოსერი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1983–1988ოსერი82(23)
1985–1986მარტიგი (იჯარა)15(4)
1988–1991მარსელი40(13)
1989ბორდო (იჯარა)11(6)
1989–1990მონპელიე (იჯარა)33(10)
1991ნიმი17(2)
1992ლიდს იუნაიტედი28(9)
1992–1997მანჩესტერ იუნაიტედი143(64)
სულ369(131)
ეროვნული ნაკრები
1987–1995საფრანგეთი45(20)
2005საფრანგეთი (პლაჟი)1(1)
სამწვრთნელო კარიერა
2005–2011საფრანგეთი (პლაჟი)
2010–ნიუ იორკ კოსმოსი (ფეხბურთის დირექტორი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ადრეული წლები

ერიკ კანტონა დაიბადა მარსელში, მედძმის და მხატვრის, ალბერ კანტონას და მკერავ ელეონორ რორიშის ოჯახში. სახლი სადაც ის დაიბადა მდებარეობს ლე კაილოლსის კვარტალში, ქალაქის მე-12 რაიონში. ჰყავს ორი ძმა: 4 წლით უფროსი ჟან-მარი და 17 თვით უმცროსი ჟოელი.

საფეხბურთო კარიერა

კარიერის დასაწყისი

კანტონამ თავისი კარიერა თავის კვარტალში, ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბ „კაიოლსში“ დაიწყო. თავდაპირველად ერიკმა ასპარეზობა მეკარედ დაიწყო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი მალე გახდა თვალშისაცემი და სულ უფრო ხშირად უწევდა წინა ხაზში თამაში. სულ მან კლუბში 200 თამაშამდე ჩაატარა და შემდეგ „ოსერის“ ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. ახალგაზრდულ კლუბში გატარებული 2 სეზონის შემდეგ კანტონამ თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „ოსერის“ ძირითად გუნდთან.

საფრანგეთი

„ოსერში“ გატარებულ პირველ სამ წელიწადში კანტონამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რაშიც მას სავალდებულო სამხედრო სამსახურმაც შეუშალა ხელი, ფორმის აღსადგენად ოსერმა ის ლიგა 2-ის კლუბ „მარტიგში“ გაანათხოვრა. კანტონამ ერთი წელი ითამაშა განათხოვრების წესით და კვლავ „ოსერში“ დაბრუნდა. მომდევნო ორი წელი კანტონამ თამაში გამოასწორა და ჯამში 27 გოლი გაიტანა, რაც უკანდახეული თავდამსხმელისთვის მშვენიერი შედეგი იყო, რაც უმალ დაუფასდა: 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

1988 წელს კანტონამ კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ოლიმპიკ მარსელთან“, თუმცა სეზონი ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ელოდნენ, კანტონამ მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო კანტონას ერთწლიანი მოგზაურობა განათხოვრების წესით „ჟირონდენ ბორდოში“ და „მონპელიეში“, საიდანაც ისევ ერთი სეზონით „მარსელში“ დაბრუნდა. 1991 წელს ის „ნიმში“ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ კანტონა ცუდად არ გამოიყურებოდა და ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ, მან მაინც ვერ შეძლო პოტენციალის სრულად გამოვლენა, ყველაზე მთავარი რაც კანტონამ ამ პერიოდში გამოიმუშავა: ახალ გარემოში თავის დამკვიდრების უნარი და ბრძოლის ჟინი იყო, რაც მომავალში ძალიან გამოადგა.

ლიდს იუნაიტედი

„ნიმში“ კანტონამ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და ინგლისში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, მან მიიღო შემოთავაზება „ლიდს იუნაიტედისგან“ და კლუბში ჩაირიცხა. „ლიდსთან“ ერთად, რომელიც წინა წელს სამეულშიც არ იყო, კანტონა ინგლისი ჩემპიონი გახდა, ხოლო ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ გამართულ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 4-3 გაამარჯვებინა.

მანჩესტერ იუნაიტედი

„ლიდს იუნაიტედში“ სახლმოხვეჭილი და „ლივერპულის“ კარში 3 გოლის გამტანი კანტონა, უკვე მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარდა. ეს იყო კლუბი სადაც კანტონამ ბოლომდე შეძლო თავისი ტალანტის სრულად წარმოჩენა, „ოლდ ტრაფორდზე“ ის ხუთი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ხოლო ორჯერ ინგლისის თასზე შეძლო გამარჯვება. საერთო მოსაზრებით სწორედ კანტონამ ითამაშა ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი მანჩესტერ იუნაიტედის მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში. იგი უზომო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ ქომაგებშიც, მანჩესტერელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „მეფე ერიკი“ (King Eric) უწოდეს, კლუბის ოფიცილურმა ჟურნალმა Inside United-მა კი, იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მიუხედავად შესანიშნავი საფეხბურთო კარიერისა, ერიკს ძალიან ცუდი დისციპლინარული მაჩვენებლები ჰქონდა, გულშემატკივარზე თავდასხმის გამო, მას 8 თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდაც კი მოუწია.

ინდივიდუალური ჯილდოები

მსგავსად საკლუბოსი, კანტონა არც ინდივიდუალური ჯილდოების სიმცირეს განიცდიდა, ის ხშირად ხვდებოდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამოცემების მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის გამოკითხვების მოწინავე პოზიციებზე. 1993 წელს, ჟურნალმა France Football-მა, ოქროს ბურთის გამოკითხვაში, წლის საუკეთესო ფეხბურთლების სამეულში დაასახელა, 1996 წელს კი, Onze Mondial-ის მიერ, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული Onze d'Or გადაეცა.

კინო კარიერა

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერიკმა კინო მოღვაწეობას მოჰკიდა ხელი, პარალელურად კი პროექტები ჰქონდა ტელევიზიაშიც. პირველი მნიშვნელოვანი ფილმი, სადაც ერიკი დაკავდა, იყო 1998 წელს, დედოფალ ელისაბედ I-ის შესახებ, გადაღებული ფილმი „ელისაბედი“ (Elizabeth), სადაც სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად კეიტ ბლანშეტი და ჯეფრი რაში უწევდნენ პარტნიორობას. 2003 წელს დანიელ ოტეისთან, მონიკა ბელუჩისთან და მიშელ ბლანთან ერთად გამოჩნდა ფილმში „მეორე სუნთქვა“ (Le deuxième souffle), თუმცა მიუხედავად ვარსვლავკრებულისა, ფილმმა უარყოფითი შეფასებები მიიღო. პირველი მთავარი როლი კანტონამ შეასრულა, რეჟისორ კენ ლოუჩის 2009 წლის კომედიურ ფილმში — „ერიკის ძიებაში“ (Looking for Eric), სადაც მან საკუთარი თავი ითამაშა.

2012 წელს ერიკმა გადაიღო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი — „ფეხბურთის მეამბოხეები“ (Les rebelles du foot), სადაც თავად მოგვევლინა მთხრობელის როლში. სერიალში მოთხრობილია ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრებისეულ პრობლემებზე, მათ ბრძოლაზე ტირანიის, უსამართლობის და ჩაგვრის წინააღმდეგ. ფილმი ხუთი დამოუკიდებელი სერიისგან შედგება, თითო სერია კი თითო ფეხბურთელის ისტორიაზეა აგებული. კანტონამ თავისი ფილმის გმირებად კარლოს კასელი, დიდიე დროგბა, სოკრატესი, პრედრაგ პაშიჩი და რაშიდ მეხლუფი აირჩია.

ფეხბურთში დაბრუნება

ტელე და კინოკარიერის პარალელურად ერიკს სპორტული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. 2005-2011 წლებში საფრანგეთის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებს წვრთნიდა და ორი თამაშიც ჩაატარა მოთამაშე მწვრთნელის რანგში, 2010 წლიდან კი აშშ-ში გადავიდა და საფეხბურთო კლუბ ნიუ იორკ კოსმოსის საფეხბურთო დირექტორად დაინიშნა.

ოჯახი

კანტონა დაქორწინებული იყო იზაბელ ფერერზე და მასთან ორი შვილი ჰყავს: რაფაელი (1988 წელს დაბადებული) და ჟოზეფინა (1995 წელს დაბადებული). ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მსახიობ რაშიდა ბრაკნისთან.

კანტონას უმცროსი ძმა ჟოელი და ბიძაშვილი საშა ოპინელი, ასევე ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, თუმცა ნათესავებს გაცილებით ნაკლები საფეხბურთო მიღწევები ჰქონდათ კარიერაში. ძმის მსგავსად აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჟოელმაც მსახიობობას მიჰყო ხელი.

კარიერის სტატისტიკა

კლუბი

[1][2][3]

სეზონიკლუბიდივიზიონილიგათასილიგის თასიკონტინენტალურისხვამთლიანად
მატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლებიმატჩებიგოლები
საფრანგეთილიგასაფრანგეთის თასისაფრანგეთის ლიგის თასიევროპასხვამთლიანად
1983–84ოსერიI დვიზიონი200020
1984–8552000052
1985–8670001080
1985–86მარტიგიII დივიზიონი15400154
1986–87ოსერიI დივიზიონი3613444017
1987–8832851213910
1988–89მარსელი22500225
1988–89ბორდო1161000126
1989–90მონპელიე3310643914
1990–91მარსელი1880031219
1991–92ნიმი17200172
ინგლისილიგაფა თასიინგლისის ლიგის თასიევროპასაქველმოქმედომთლიანად
1991–92ლიდზ იუნაიტედიპირველი დივიზიონი1530000153
1992–93პრემიერ ლიგა136001052132011
1992–93მანჩესტერ იუნაიტედი229100000239
1993–943418545142104925
1994–952112110020112514
1995–9630147510003819
1996–9736113000103115015
მთლიანად საფრანგეთში198581696222069
მთლიანად ინგლისში171731710712174522096
მთლიანად კარიერაში36913133197127945440165

საერთაშორისო

[4]

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
წელიმატჩებიგოლები
198731
198820
198943
199076
199142
199292
199375
199481
199510
სულ4520

საერთაშორისო გოლები

საფრანგეთში გატანილი გოლები[5]
#თარიღიპოზიციამოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიჩემპიონატი
112 აგვისტო, 1987ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი  დასავლეთი გერმანია1–21–2ამხანაგური
216 აგვისტო, 1989მალმეს სტადიონი, მალმე  შვედეთი1–14–2ამხანაგური
34–2
411 ოქტომბერი, 1989პარკ დე პრენსი, პარიზი  შოტლანდია2–03–01990 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
524 იანვარი, 1990Kazma SC Stadium, ელ-ქუვეითი  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა1–03–0ამხანაგური
62–0
728 თებერვალი, 1990სტად დე ლა მოსონი, მონპელიე  დასავლეთი გერმანია2–12–1ამხანაგური
828 მარტი, 1990ფერენც პუშკაშის სტადიონი, ბუდაპეშტი  უნგრეთი1–03–1ამხანაგური
92–1
105 სექტემბერი, 1990ლაუგარდალსვოლური, რეიკიავიკი  ისლანდია2–02–11992 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
1120 ნოემბერი, 1991პარკ დე პრენსი, პარიზი  ისლანდია2–03–11992 წლის ევროპის
საკვალიფიკაციო ეტაპი
123–0
1314 ოქტომბერი, 1992პარკ დე პრენსი, პარიზი  ავსტრია2–02–01994 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
1414 ნოემბერი, 1992პარკ დე პრენსი, პარიზი  ფინეთი2–02–11994 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
1517 თებერვალი, 1993რამათ-განის სტადიონი, რამათ-განი  ისრაელი1–04–01994 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
1628 აპრილი, 1993პარკ დე პრენსი, პარიზი  შვედეთი1–12–11994 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
172–1
1828 ივლისი, 1993მიშელ დ'ორნანო, კანი  რუსეთი2–03–1ამხანაგური
1917 სექტემბერი, 1993პარკ დე პრენსი, პარიზი  ბულგარეთი1–01–21994 წლის მსოფლიოს
საკვალიფიკაციო ეტაპი
2026 მაისი, 1994Kobe Universiade Memorial Stadium, კობე  ავსტრალია1–01–01994 წლის კირინის თასი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი