დიდიე დროგბა

დიდიე ივ დროგბა ტებილი (ფრანგ. Didier Yves Drogba Tébily; დ. 11 მარტი, 1978, აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მონრეალ იმპაქტის“ თავდამსხმელი და კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. გოლების საერთო რაოდენობით დროგბა „ჩელსიში“ მე-4 ადგილზეა. ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც 100 გოლი აქ გატანილი პრემიერ ლიგაში.

დიდიე დროგბა
Didier Drogba
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიდიე ივ დროგბა ტებილი
დაბადების
თარიღი
11 მარტი, 1978 (1978-03-11) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი
სიმაღლე188 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მონრეალ იმპაქტი
ნომერი11
ახალგაზრდული კარიერა
1989–1991აბვილი
1991–1993ვანი
1993–1997ლევალოისი
1997–1998ლე-მანი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1998–2002ლე-მანი64(12)
2002–2003გენგამი45(20)
2003–2004მარსელი35(19)
2004–2012ჩელსი226(100)
2012–2013შანხაი შენხუა11(8)
2013-2014გალათასარაი37(15)
2014-2015ჩელსი28(4)
2015-მონრეალ იმპაქტი0(0)
ეროვნული ნაკრები
2002-კოტ-დ’ივუარი104(65)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2015

ბავშვობაში დროგბა საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში. მან თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო კლუბ ლევალუაში. შემდეგ თამაშობდა ლე-მანში, სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიოზიონში. 21 წლის ასაკში მან პირველად გააფორმა პროფესიული კონტრაქტი. 2002-2003 წლის სეზონზე დროგბამ 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, შემდეგ უკვე ის გადავიდა კლუბ გენგამში. ამავე სეზონში იგი პირველად გამოვიდა კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში. 2003 წელს დროგბა 3,3 მლნ ფუნტად შეიძინა კლუბმა მარსელმა.

2004 წელს ჩელსიმ დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 2005 წელს დროგბამ შეძლო და თავის გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო. მომდევნო წელს ისევ მოიგო დროგბამ ინგლისის პრემიერ ლიგა და თან ის კოტ-დ’ივუარის ნაკრების კაპიტანი გახდა. ამავე წელს დროგბამ კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი. 2007 და 2010 წლებში დროგბა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მას გადაეცა ოქროს ბუცი.

დროგბას მეუღლე არის მალელი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

ბიოგრაფია

დროგბა დაიბადა კოტ-დ’ივუარში. 5 წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, თავის ბიძასთან მიშელ გობასთან, რომელიც ფეხბურთელი იყო. ამის შემდეგ დროგბა ოჯახური მიზეზების გამო აბიჯანში დაბრუნდა, 3 წლის შემდეგ კი ისევ გამოემგზავრა საფრანგეთში. ბავშვობაში მას ბიძამ «ტიტო» დაარქვა, იუგოსლავიის პრეზიდენტის იოსიპ ბროზ ტიტოს პატივსაცემად[1] . მისი აბიჯანში დაბრუნება ხანმოკლე გამოდგა: მისმა მშობლებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და დროგბა დაბრუნდა ბიძასთან[2]. 1991 წელს კოტ-დ’ივუარში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო[3], დროგბას მშობლებიც საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, თავიდან ვანში, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში. როდესაც დროგბა იყო 15 წლის, მასთან საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა ენტონი. ამ პერიოდში დროგბა იწყებს ვარჯიშს ფეხბურთში, ის გამოდიოდა ადგილობრივ ახალგაზრდულ ფეხბურთის გუნდში. თავიდან მარჯვენა მცველის პოზიციაზე, შემდეგ კი ბიძის რჩევით თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა[4]. დროგბასთვის ეს პერიოდი იყო ძალიან ძნელი, რადგან მას ემუქრებოდნენ თანაგუნდელები, თუ თამაშს არ დაანებებდა თავს. დროგბამ გუნდში თავიდანვე კარგად დაიწყო,ეს ყველაფერი კი გაღიზიანებას იწვევდა თანაგუნდელებში. ხშირი გაცდენების გამო დროგბა ჩარჩა კლასში,ამის გამო კი ის დასაჯა მამამ და გარკვეული ხანი უკრძალავდა ფეხბურთის თამაშს. ამის შემდეგ ბიძამისმა თამაში დაიწყო კლუბ ლევალუაში. კარგი თამაშის გამო დროგბამ მოწვევა მიიღო, ლევალუას ახალგაზრდულ გუნდში. აქ დროგბა მწვრთნელს ვერ შეეწყო,რის გამოც მალე დატოვა გუნდი.

საკლუბო კარიერა

ლე-მანი

სკოლის დამთავრების შემდეგ, დროგბა საცხოვრებლად პარიზიდან ლე-მანში გადავიდა. ის ადგილობრიბ კოლეჯში ბუღალტერიას სწავლობდა. ამასთან ერთად ის ლე-მანის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. პირველი ორი წლის განმავლობაში დროგბა მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო, დატვირთული რეჟიმით ვარჯიშობდა[2].. ლე-მანის მწვრთნელის აზრით, დროგბას ოთხწლიანი ვარჯიში დასჭირდებოდა ფორმაში მოსასვლელად. ამ ყველაფერს, თან სდევდა დაძაბულობა ოჯახში, დროგბამ მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შეძლო, დაეწყო სერიოზული ვარჯიში ფეხბურთში[5].

21 წლის ასაკში დროგბა მიხვდა, რომ თუ სერიოზულად არ მოეკიდებოდა ვარჯიშს, ის ვეღარასდროს დადგებოდა პროფესიონალი ფეხბურთელი[6]. სულ მალე, დროგბას დებიუტი შედგა ლე-მანის ძირითად გუნდში. ამის შემდეგ, 1999 წელს, დროგბამ ხელი მოაწერა თავის პირველ პროფესიულ კონტრაქტს.

გენგამი

2001-2002 წლების სეზონის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას დროგბათი გენგამი დაინტერესდა. დროგბამ დატოვა ლე-მანი და გენგამში გადაბარგდა, ტრანსფერის ღირებულებამ 80 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. სეზონის მეორე ნახევარში დროგბამ გენგამის რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა. დროგბას თამაშმა გუნდი დაქვეითებას გადაარჩინა, თუმცა სამწვრთნელო შტატში მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ არ იყო კარგი.[7]

შემდეგ სეზონში დროგბამ მოახერხა მწვრთნელების ნდობის მოპოვება, 34 თამაშში 17 გოლი გაიტანა და გენგამს დააკავებინა მეშვიდე ადგილი ლიგაში, რაც კლუბის რეკორდია. დროგბას თამაში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ დიდ კლუბებს. სეზონის დასასრულს იგი მარსელის ოლიმპიკში გადავიდა სათამაშოდ, 3.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ.

მარსელი

ჩელსი

დიდიე დროგბა 2004 წელს გადავიდა ლონდოლის ჩელსიში. მან 2004 და 2005 წლებში მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა. 2007 და 2010 იგი იყო პრემიერლიგის საუკეთესო გამტანი. მან ჩელსისთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2012 წელს. 2012 წლის 13 ივლისს დიდიე დროგბა ოფიციალურად შეუერთდა ჩინურ კლუბ შანჰაი შენჰუას თავისუფალი აგენტის სახით. ამის შემდეგ ის ჩელსიდან წავიდა და თურქულ კლუბ გალათასარაიში გადაბარგდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მას ჩელსიდან კვლავ მოუვიდა შემოთავაზება და ისევ ჩელსიში დაბრუნდა.

სტატისტიკა

საკლუბო

განახლდა: 14 March 2012.[8]
კლუბისეზონიII ლიგასაფრანგეთის თასისაკლუბო
ჩემპიონატი
ევროპასხვაჯამში
ს.პს.პს.პს.პს.პს.პ
ლე-მანი1998–9920-00-00-00-00-20-
1999–2000307-00-20-00-00-327-
2000–01110-31-00-00-00-141-
2001–02215-11-21-00-00-247-
სულ6412424100007215
კლუბისეზონიI ლიგასაფრანგეთის თასისაკლუბო
ჩემპიონატი
ევროპასხვაჯამში
ს.პს.პს.პს.პს.პს.პ
გენგამი2001–02113-00-00-00-00-113-
2002–033417-34-20-0000003921-
სულ4520034020000000050240
კლუბისეზონიI ლიგასაფრანგეთის თასისაკლუბო
ჩემპიონატი
ევროპასხვაჯამში
ს.პს.პს.პს.პს.პს.პ
მარსელი2003–043519-21-21-1611-0005532-
სულ351902102101611000055320
კლუბისეზონიპრემიერ ლიგალიგის ჩემპიონატილიგის თასიევროპასხვაჯამში
ს.პს.პს.პს.პს.პს.პ
ჩელსი2004–052610520041095000041165
2005–06291211310100710120411611
2006–0736204632542126110060339
2007–081986100110116200032158
2008–092454630210105100042145
2009–10322910431220530101443712
2010–11361113202000722100461317
2011–12245132100086200035134
სულ226100542712615926934842134115771
მთლიანად
კარიერაში
3701515436196231128545842151822871
  • თ — თამაში

  • გ — გოლი

  • ს.პ — საგოლე პასი

საერთაშორისო

ეროვნული
ნაკრები
წელიამხანაგურისაერთაშორისო
თამაშები
ჯამში
თამაშიგოლითამაშიგოლითამაშიგოლი
კოტ-დ’ივუარი
2002001010
2003413374
2004334376
2005315687
20067474148
2007632184
2008216384
2009225678
20105252104
2011213455
2012217495
სულ361949368555

სანაკრებო გოლები

სრული სტატისტიკა

კარიერის განმავლობაში
გუნდიშეხვედრაგოლიშეფარდება
კლუბები5082260,44
კოტ-დ’ივუარი0850550,65
სულ5932810,47

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი