ინდოირანული ენები

ინდოირანული ანუ არიული ენები[1]— წარმოადგენს ინდოევროპული ენების ოჯახის, აღმოსავლეთის, ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე დიდ შტოს. ენათა ამ ოჯახს ჰყავს მილიარდზე მეტი მოსაუბრე და მისი გავლენის ტერიტორია გადაჭიმულია კავკასიიდან (ოსური) და ბალკანეთიდან (ბოშური ენა) აღმოსავლეთით სინძიანამდე (სარიქოლი) და ასამამდე (ასამური), ხოლო სამხრეთით მალდივებამდე (მალდივური).

ინდოევროპული ენების ოჯახები ევრაზიაში:
  ინდოირანული

ოჯახის ყველა ენის საერთო წინაპრად მიჩნეულია პროტო-ინდოირანული ენა (აგრეთვე ცნობილი როგორც არიული ენა), რომელზეც ინდოირანელები ძვ.წ მე-3 ათასწლეულის ბოლოს საუბრობდნენ. თანამედროვე ინდოირანული ენები სამ ჯგუფად იყოფა, ესენია: ინდოარიული, ირანული და ნურისტანული ენების ოჯახები. ზოგიერთ შემთხვევაში, დარდიული ენები წარმოჩენილია როგორც ოჯახის მეოთხე დამოუკიდებელი ჯგუფი. თუმცაღა თანამედროვე კვლევების უმრავლესობა, დარდიული ენების ჯგუფს, ინდოარიული ენების ოჯახის, არქაულ წევრად მიიჩნევს.[2]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი