კერკირა (კუნძული)

კერკირა (ბერძ. Κέρκυρα), ან კორფუ (იტალ. Corfù), ან კორკირა (ლათ. Corcyra) — კუნძული საბერძნეთში, ფართობით მეორე კუნძული (593 კმ²) იონიის კუნძულებს შორის, მოსახლეობა — 111 081 ადამიანი ( 2001 წლის მონ.). კორფუ პარალელურად მიუყვება მატერიკის სანაპიროს — 65 კმ-ზე. კუნძულის უმაღლესი წერტილი არის მთა პანტოკრატორი 917 მეტრი.

კერკირა (კორფუ)
მშობ. სახელი: Κέρκυρα (Corfù)
მეტსახელი: კორკირა, კორფუ
გეოგრაფია
მდებარეობა იონიის ზღვა
კოორდინატები 19°45′ ა. გ. / 39.667° ჩ. გ. 19.750° ა. გ. / 39.667; 19.750
ფართობი 613,6 კმ²
სიგრძე 64 კმ
სიგანე 32 კმ
სანაპიროს სიგრძე 217 კმ
უმაღლესი წერტილი 906 მ
პანტოკრატოი
დედაქალაქი კერკირა
უდიდესი ქალაქი კერკირა
დემოგრაფია
მოსახლეობა 109537 (2001)
კუნძულ კერკირას მდებარეობა

კუნძული კერკირას ნომის ძირითადი ნაწილია. ადმინისტრაციული ცენტრია-ქალაქი კერკირა.

კუნძული ძალიან თვალწარმტაცია და გარდა სამხრეთ ნაწილისა ძალიან ნაყოფიერი. ძირითადი წარმოებული პროდუქცია - ზეითუნის ზეთი, სამხრეთის ხილები, და ღვინო. მთელ კუნძულზე დაგებულია შედარებით კარგი გზები.

მისი ბერძნული სახელწოდებით კერკირა ან კორკირა უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი წყლის სიმბოლოს: ზღვის ღმერთს პოსეიდონს და ბერძნულ ღვთაებას ასოპოსს. მითის მიხედვით პოსეიდონს შეუყვარდა ასოპოსის ქალიშვილი წყლის ნიმფა და მოიტაცა ის. პოსეიდონმა მიიყვანა აქამდე უცნობ კუნძულზე და შესთავაზა მას სახელი კორკირა როგორც კუნძულის სახელი. რომელიც თანდათან გადაიქცა კერკირად.

გეოგრაფია

ხედი კორფუზესკს-დან

სახელი კორფუ წარმოიშვა იტალიურიდან შეცვლილი ბიზანტიურიდან Κορυφώ (კორიფო), რაც ნიშნავს «მთების ქალაქს», რომელიც თავის მხრივ მოდის ბერძნულიდან Κορυφαί (კორიფაი).

კუნძული ფორმით ჰგავს ნამგალს, რომელსაც მას ადარებდნენ უძველეს დროში: კუნძულის შეზნექილი მხარე ქალაქით და ნავსადგურით მდებარეობს ალბანეთის სანაპიროს მოპირდაპირედ. მისი ფართობი შეადგენს — 588 კმ², სიგრძე — 64 კმ, ხოლო სიგანე —32 კმ.

ორი მაღალი მთაგრეხილი კუნძულს ყოფს სამ ნაწილად:, სადაც ჩრდილოეთი არის — მთიანი, ცენტრალური — ბორცვებიანი და სამხრეთი — დაბლობები.

წმინდა გიორგის ყურე ჩრდილო-დასავლეთ კორფუში

კორფუს სანაპირო ზოლი შეადგენს 217 კმ-ს, კონცხებთან ერთად. უმაღლესი წერტილი — მთა პანტოკრატოი — სიმაღლე 906 მ, სიმაღლით მეორე — სტრავოსკიადი — სიმაღლე 849 მ.

ფლორა

ჰომეროსი შვიდ მცენარეს ეძახდა ალკინოოსის ბაღის დამამშვენებელს: ზეთისხილი, მსხალი, ვაშლი, ბროწეული, ლეღვი და ყურძენი. აქედან ვაშლი და მსხალი იშვიათია კუნძულზე, ხოლო დანარჩენი მშვენივრად ხარობს სხვა სახეობებთან ერთად, მათ დაემატა კინკანი, მუშმულა, ოპუნცია და ზოგიერთ ადგილებში ბანანი. დაუმუშავებელადგილებში ხარობს მირტი, ხემარწყვა, დაფნა და ქვის მუხა.

კლიმატი

საშუალო წლიური ტემპერატურა 22 °С; ატმოსფერული ნალექი 1280 მმ. წვიმის სეზონი — ოქტომბრიდან მარტამდე.

თვეებიIIIIIIIVVVIVIIVIIIIXXXIXII
მზიანი დღის ხანგრძლივობა457791012119642
მაქსიმალური ტემპერატურა [°C]141516192328313228231916
მინიმალური ტემპერატურა [°C]8810121519202220161310
წვიმიანი დღეების რაოდენობა1311975211591215

ურბანული ლანდშაფტი

ქალაქ კორფუს მერია

არქეოლოგია და არქიტექტურა

კლასიკიდან თანამედროვეობამდე

კორფუს ნავსადგური 1890

კორფუზე შემონახულია რამდენიმე ისტორიული ადგილი. უძველესი ქალაქის კორკირას ადგილი ზუსტად დადგენილი და მდებარეობს 2 კმ-ით თანამედროვე ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთით. აცენისიონის ბორცვის ქვემოთ შემონახულია პოსეიდონის ტაძარი, ჩოვლებრივი გუმბათოვანი შენობა, რომელმაც შემოინახა თავისი არქიტექტურული სპეციფიკა, მიუხედავად იმისა რომ ტაძარი ძლიერ არის დანგრეული. კუნძულზე არის მრავალი მონასტერი და ნაგებობები აშენებული ვენეციელების მმართველობის დროს, რომელთაგან ყველაზე ცნოიბილია პალეოკასტრიცა, სან სალვადორი და პელკა. «ახილეონი» — სასახლე აგებული ელისაბედ ბავარიელის მიერ და ნაყიდი ვილჰელმ II-ის მიერ 1907 წელს. დღეს ის პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.

იტალიური არქიტექტურა

კერკირა ცნობილია იტალიური არქიტექტურით: ქალაქის მერიის შენობა, ძველი და ახალი ციხესიმაგრეები, წმინდა მიხაილის და გიორგის სასახლე, დიდი რეზიდენცია იონიის რესპუბლიკის გუბერნატორების და სენატის, ზაფხულის სასახლე «მონ რეპო», რომელიც ადრე ეკუთვნოდა საბერძნეთის სამეფო ოჯახს, სადაც დაიბადა ედინბურგის ჰერცოგი.

არქიტექტურული კატასტროფა მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული დაიბომბა გერმანული საჰაერო ძალები მიერ, რამაც გამოიწვია ქალაქში მრავალი ნაგებობის ნგრევა, მათ შორის ბაზარი (αγορά) და და სასტუმრო ბელა ვენეცია. ყველაზე დიდი არქიტექტურული დანაკარგი დაბომბვის დროს იყო იონიის უნივერსიტეტის (Ιόνιος Ακαδημία),და მუნიციპალური თეატრის დიდებული შენობები. თეატრის ადგილას შემდგომში აშენდა უბრალო კვადრატული შენობა. ადგილობრივ პარლამენტში მიმდინარეობდა დავები შენობის დანგრევაზე და მის ადგილას თეატრის ძველი შენობის აღდგენაზე , ხოლო იონიის უნივერსიტეტი აღადგინეს პირვანდელი სახით.

ახილეონი

ქანდაკება (მომაკვდავი აქილევსი) ახილეონის ბაღში.

კაიზერის ხიდი

კაიზერის ხიდი კორფუზე.

გერმანელ კაიზერს ვილჰელმ II-ს ძალიან უყვარდა კორფუზე დროის გატარება. მან იყიდა ახილეონის სასახლე ელისაბედ ბავარიელის სიკვდილის შემდეგ. ასევე ააშენა ხიდი, რომელსაც ადგილობრივებმა მის პატივსაცემად «კიზერის ხიდი» დაარქვეს. ხიდი შეიქმნა იმისათვის, რომ სანაპიროზე გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო გზის გადაკვეთის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის დროს ხიდის ცენტრალური ნაწილი იქნა მონგრეული გერმანელი ოკუპანტების მიერ, რათა გასასვლელი მიეცათ სამხედრო მანქანებისათვის.

ისტორია

უძველესი ისტორია

შუა საუკუნე

  • 10811085-ში კორფუ დაიპყრო რობერტ გვისკარმა, 11471154-ში როჟერ II-მ.
  • ჯვაროსნების მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ბიზანტიაში კუნძული დაიპყრო გენუელებმა (1197—1207), მაგრამ განდევნილი იქნა ვენეციელების მიერ.
  • 1214—1259 წლებში კუნძული ეკუთვნოდა ეპიროსის დესპოტატს
  • 1386 წელს კორფუ შევიდა ვენეციის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
  • 1404 წელს ვენეციამ გამოაცხადა კორფუს ფორმალური დამოუკიდებლობა.

ვენეციელების მმართველობა

  • 1401—1797 წლებში 400 წლის განმავლობაში კორფუ იყო ვენეციის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
  • 1537, 1571, 1573 და 1716 წლებში ოსმალეთის იმპერიამ ოთხჯერ შემოარტყა ალყა კუნძულს.
პონტოკრატორის მონასტერი.

XIX საუკუნე

პირველი მსოფლიო ომი

სერბები კორფუზე 1916—1918

პირველი მსოფლიო ომის დროს კუნძული იქცა სერბული არმიის თავშესაფრად. მათი იქ ყოფნის განმავლობაში ბევრი სერბი ჯარისკაცი გარდაიცვალა დაღლილობისგან, შიმშილისგან და ავადმყოფობისგან. მათი უმრავლესობა დაკრძალულია ზღვაში კუნძულ ვიდოსთან ახლოს, სადაც აღმართულია მადლიერბის მემორიალი ბერძენი ხალხის მიმართ სერბი ხალხისაგან.

მეორე მსოფლიო ომი

  • 1941 წელს იტალია-საბერძნეთის ომის მსვლელობის დროს კუნძული კორფუ დაპყრობილი იქნა იტალიელების მიერ 1943 წლამდე.
  • 1941 წლის ნოემბრის პირველ კვირა დღეს, ყველა უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მიიღეს მონაწილეობა სტუდენტურ პროტესტში ოკუპანტების წინააღმდეგ.
  • იტალიური ფაშიზმის დაცემის შემდეგ, 1943 14 სექტემბერს კორფუ დაიბომბა გერმანიის საჰაერო ძალების მიერ.
  • კორფუ განთავისუფლებული იქნა ბრიტანული არმიის მიერ 1944 წლის 14 ოქტომბერს.

თანამედროვე კორფუ

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორფუს ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა დატოვა კუნძული და და საცხოვრებლად გადავიდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. 1956 წელს მარია დესილა კაპოდისტრია არჩეული იქნა ქალაქის მერად და გახდა პირველი მერი ქალი საბერძნეთში. ბერძნული რადიოსადგური კორფუზე 1957 წელს გამოჩნდა, ხოლო ტელევიზია 1960 წელს.

კულტურა

მუსიკა და დღესასწაულები

მუსიკის ისტორია კუნძულზე

იმ დროშო როდესაც საბერძნეთის დიდი ნაწილე ეკუთვნოდა ოსმალეთს, იონიის კუნძულებს ჰქონდათ ოქროს საუკუნე მუსიკასა და ოპერაში. კორფუ ვენეციის კოლონიის დედაქალაქი იყო , რამაც მისცა უნიკალური მუსიკალური და თეატრალური მემკვიდრეობა. შემდგომ XIX საუკუნეში კორფუმ დღის სინათლეზე გამოიტანა საკუთარი მუსიკალური შემოქმედება, რომელიც ამჟამად შედის თანამედროვე საბერძნეთის მუსიკის ისტორიაში. 1720 წელს კორფუში გაიხსნა საბერძნეთში პირველი თეატრი 1452 წლის შემდეგ. ეს იყო თეატრი «სან ჟაკომო».

სამი ქალაქის ფილარმონია

ქალაქ კორფუში არის სამი პრესტიჟული ჯგუფი:

  • კორფუს ფილარმონიური საზოგადოება იყენებს მუქ უნიფორმას. მას ჩვეულებრივ «ძველ ფილარმონიას» ან უბრალოდ «პალიას» ეძახიან. დაარსებულია 1840 წლის 12 სექტემბერს.
  • მანცაროსას ფილარმონიური საზოგადოება იყენებს ლურჯ უნიფორმას. მას ჩვეულებრივ «ნოას» («ახალი») ეძახიან. დაარსებულია 1890 წლი 25 ოქტომბერს.
  • კაპოდისტრიას ფილარმონიის კავშირი იყენებს ნათელ წითელ უნიფორმას. მას ჩვეულებრივ «კონტე კაპოდისტრიას» ან უბრალოდ «კონტეს» ეძახიან. დაარსებულია1980 წლის 18 აპრილს.

აღდგომა

მუსიკალური პავილიონი

დიდ ხუთშაბათს შუადღისას და შემდეგ სამი ფილარმონიური საზოგადოება დაყოფილია ჯგუფებად, აკომპანირებას უწევენ, დატირების პროცესიას ქალაქის ეკლესიებში. მოგვიანებით ჯგუფები იკრიბებიან ერთად და აკომპანირებას უწევენ დატირების პროცესიას საკათედრო ტაძარში.

დიდი შაბათის დილას ქალაქის სამივე ჯგუფი კვლავ იღებს მონაწილეობას დატირების პროცესიაში წმინდა სპირიდონის ტაძარში.

ლიტანიის შემდეგ არის აღდგომის დღესასწაული. ძველი ქალაქის აივნები ირთვება წითელი ქსოვილებით, კორფუელები აივნიდან აგდებენ წყლით სავსე თიხის ქოთნებს. ეს კეთდება ქრისტეს აღდგომის მოლოდინში, რომელიც აღინიშნება ღამით.

კუნძული კორფუ მითებში

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი