კურტ ვონეგუტი

კურტ ვონეგუტი (ინგლ. Kurt Vonnegut; დ. 11 ნოემბერი, 1922, ინდიანაპოლისი — გ. 11 აპრილი, 2007, მანჰეტენი) — ამერიკელი სატირიკოსი მწერალი.

კურტ ვონეგუტი
ინგლ. Kurt Vonnegut
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1922(1922-11-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] ან 1922[17]
დაბადების ადგილი ინდიანაპოლისი, აშშ[1]
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 2007(2007-04-11)[18] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [14] [16]
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ[1]
საქმიანობა მწერალი[15] [17]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, ტენესის უნივერსიტეტი და Shortridge High School
ჟანრი სატირა
Magnum opus სარწეველა ფისოსთვის, სასაკლაო-5 და Breakfast of Champions
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[19] , მეწამული გული, წლის ჰუმანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[20] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, Eugene V. Debs Award[21] და წიგნების ეროვნული პრემია[22]
მეუღლე Jill Krementz
შვილ(ებ)ი Mark Vonnegut და Edith Vonnegut
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი vonnegut.com

დაიბადა 1922 წლის 11 ნოემბერს აშშ-ში, ინდიანაპოლისში, შეძლებული გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა შორტრიჯის საშუალო სკოლა და მამის კატეგორიული მოთხოვნით, სწავლა განაგრძო კორნელის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. მამა ფიქრობდა, რომ შვილის გატაცება ლიტერატურით, ფილოსოფიითა და ისტორიით, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა. კურტმა უნივერსიტეტში მხოლოდ სამი წელი დაჰყო, თავისი დროის უდიდეს ნაწილს ის სტუდენტურ გაზეთს „The Cornell Daily Sun“ უთმობდა.

დიდი დეპრესიის პერიოდში ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ამავე პერიოდში კურტის დედას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, 1944 წელს კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. კურტისთვის ეს დიდი სტრესი იყო.

მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, კურტი მოხალისედ წავიდა ჯარში, არდენის სპეცოპერაციისას ის ტყვედ აიყვანეს და ჯერ ბერლინში, ხოლო მოგვიანებით დრეზდენის შრომით ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი ცხოველთა სასაკლაოს ტერიტორიაზე იყო. სასაკლაოს ჰქონდა სარდაფი და სწორედ ამ სარდაფის წყალობით გადაურჩა ვონეგუტი სიკვდილს, როდესაც დრეზდენი მიწასთან გაასწორეს. ეს მოვლენები მის ბევრ წიგნში აისახა, განსაკუთრებით კი რომანში „სასაკლაო 5“. ვონეგუტი ტყვეობიდან 1945 წლის მაისში წითელარმიელებმა გაათავისუფლეს.

ომის შემდეგ კურტმა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად მუშაობდა რეპორტიორ-პოლიციელად ჩიკაგოს ახალი ამბების ბიუროში. ვონეგუტმა არც მაგისტრატურა დაასრულა ბოლომდე, რადგან მისი ნაშრომი „Fluctuations between Good and Evil in Simple Tales“ არ მიიღეს. მოგვიანებით, 1971 წელს მას მიანიჭეს ანთროპოლოგიის აკადემიური ხარისხი რომანისთვის „სარწეველა ფისოსთვის“.

კურტ ვონეგუტი გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს, დაცემის შედეგად განვითარებული ქალა-ტვინის ტრავმით.

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ედინბურგის გაზეთში „The Sunday Herald“ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც წერდა: „როგორი კორუმპირებული, ხარბი და უგულოც არ უნდა გახდეს ჩვენი მთავრობა, კორპორაციები, მასმედია, რელიგიური თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები, მუსიკა მაინც მშვენიერი იქნება. თუ ოდესმე მოვკვდები (ღმერთმა დამიფაროს), ეს იყოს ჩემი ეპიტაფია: „მისთვის ღმერთის არსებობის აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულება მუსიკა იყო“.

კურტ ვონეგუტის სახელი 1999 წლის 11 ნოემბერს აღმოჩენილ ასტეროიდს (25399) დაარქვეს.

ბიბლიოგრაფია

რომანები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  • 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  • 7.0 7.1 Babelio — 2007.
  • Sumner G. Vonnegut, Kurt, Jr. (11 November 1922–12 April 2007), writer and social activist // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2018. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1603912
  • 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  • 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  • 12.0 12.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 14.0 14.1 GeneaStar
  • 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
  • 16.0 16.1 Munzinger Personen
  • 17.0 17.1 Indiana Authors and their Books, 1917-1966 / D. E. ThompsonWabash College, 1974.
  • http://www.nytimes.com/2007/04/11/books/11cnd-vonnegut.html?_r=2&hp&oref=slogin&oref=slogin
  • Guggenheim Fellows database
  • https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  • https://debsfoundation.org/index.php/landing/eugene-v-debs-award/
  • https://www.nationalbook.org/books/slaughterhouse-five-or-the-childrens-crusade/
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი