მადამ ტიუსოს მუზეუმი

მადამ ტიუსოს მუზეუმი — მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში.

მადამ ტიუსოს მუზეუმი
51°31′22″ ჩ. გ. 0°09′19″ ა. გ. / 51.52278° ჩ. გ. 0.15528° ა. გ. / 51.52278; 0.15528
დაარსდა 1835 წ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)
ოფიციალური საიტი [www.madametussauds.com www.madametussauds.com]
Map

მუზეუმში დღესდღეობით ათას ექსპონატზე მეტია განთავსებული. ექსპონატების უმრავლესობა პოლიტიკოსების, მეცნიერების, მსახიობების, რეჟისორებისა და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის ცვილის ფიგურას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმს აქვს ფილიალები: ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლას-ვეგასში, ამსტერდამში, კოპენჰაგენში, ჰონკონგში, ბერლინში, შანხაისა და ვენაში.

ისტორია

მარია ტიუსო 1761 წელს ქალაქ სტრასბურში დაიბადა. დედამისი ფილიპ კიორტისთან მუშაობდა დიასახლისად, რომელიც ცვილის მოდელების შექმნით იყო დაკავებული. 1765 წელს ფილიპ კიორტისი ქმნის თავის შედევრს, მარი ჟანა დიუბარის ფიგურას (ლუდოვიკო XV-ის საყვარელი). მოგვიანებით კიორტისმა ეს ხელობა თავისი დიასახლისის შვილსაც შეასწავლა. პატარა ტიუსო კარგი შეგირდი გამოდგა. 1777 წელს მარია ტიუსომ შექმნა თავისი პირველი ცვილის ფიგურა, ვოლტერი, რომელსაც მალევე  მოჰყვა ჟან-ჟაკ რუსოს და ბენჯამინ ფრანკლინის ფიგურები. 1794 წელს ფილიპ კიორტისი გარდაიცვალა. მისი კოლექცია მემკვიდრეობით მარია ტიუსოს გადაეცა.

1802 წელს მარია ტიუსო საცხოვრებლად ლონდონში გადადის. ინგლის–საფრანგეთის ომის გამო, ქალბატონი ტიუსო იძულებული გახდა ექსპონატებთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ემოგზაურა. 1835 წელს ტიუსომ პირველი მუდმივი გამოფენა ლონდონში, ბეიკერის ქუჩაზე გახსნა.

მისი მუზეუმის ერთ-ერთი საინტერესო კოლექცია „საშინელებათა კაბინეტი“ იყო. აქ შესაძლებელი იყო საფრანგეთის რევოლუციის მსხვერპლის, მკვლელებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი დამნაშავეების ცვილის ფიგურების ნახვა. მადამ ტიუსოს გარდაცვალების შემდეგ მუზეუმის კოლექცია კიდევ გაიზარდა.

დღეს ცვილის ახალ ფიგურებს მოქანდაკეების 20-კაციანი გუნდი ქმნის. ერთი ექსპონატის დამზადებას, დაახლოებით 4 თვე სჭირდება. ფიგურებისთვის  გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი თმა. ბუნებრივი კანის მსგავსი ფერის მისაღება, საღებავის რამდენიმე ფენაა საჭირო. მოკლედ, სამუშაო საკმაოდ შრომატევადი და რთულია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკმაოდ შემოსავლიანიც. მარტო ლონდონის ცვილის მუზეუმს წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი