მარტორქისებრნი

მარტორქისებრნი (ლათ. Rhinocerotidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე — 1-2 მ, მასა — 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა — კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია ინდური მარტორქა (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; თეთრი მარტორქა (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; შავი მარტორქა (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.

მარტორქისებრნი

თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  მარტორქისებრნი
ლათინური სახელი
Rhinocerotidae (J. E. Gray, 1821)

კლასიფიკაცია

იავური მარტორქა
სუმატრული მარტორქა
ინდური მარტორქა
შავი მარტორქა
ელასმოთერიუმი
სუბჰირაკოდონი
  • ოჯახი მარტორქისებრნი[1]
    • ქვეოჯახი Rhinocerotinae
      • ტრიბა Aceratheriini
        • Aceratherium ცხოვრობდა 33.9—3.4 მლნ წლის წინ
        • Acerorhinus 13.6—7.0 მლნ წლის წინ
        • Alicornops 13.7—5.33 მლნ წლის წინ
        • Aphelops 20.430—5.330 მლნ წლის წინ
        • Chilotheridium 23.03—11.610 მლნ წლის წინ
        • Chilotherium 13.7—3.4 მლნ წლის წინ
        • Dromoceratherium 15.97—7.25 მლნ წლის წინ
        • Floridaceras 20.43—16.3 მლნ წლის წინ
        • Hoploaceratherium 16.9—16.0 მლნ წლის წინ
        • Mesaceratherium
        • Peraceras 20.6—10.3 მლნ წლის წინ
        • Plesiaceratherium 20.0—11.6 მლნ წლის წინ
        • Proaceratherium 16.9—16.0 მლნ წლის წინ
        • Sinorhinus
        • Subchilotherium
      • ტრიბა Teleoceratini
        • Aprotodon 28.4—5.330 მლნ წლის წინ
        • Brachydiceratherium
        • Brachypodella
        • Brachypotherium 20.0—5.33 მლნ წლის წინ
        • Diaceratherium 28.4—16.0 მლნ წლის წინ
        • Prosantorhinus 16.9—7.25 მლნ წლის წინ
        • Shennongtherium
        • Teleoceras 16.9—4.9 მლნ წლის წინ
      • ტრიბა Rhinocerotini 40.4—11.1 მლნ წლის წინ—დღემდე
      • ტრიბა Dicerorhinini
      • ტრიბა Dicerotini 23.03—დღემდე
      • Rhinocerotinae incertae sedis
        • Protaceratherium[3]
    • ქვეოჯახი Elasmotheriinae
      • Gulfoceras 23.030—20.430 მლნ წლის წინ
        • Victoriaceros[4] 15 მლნ წლის წინ
      • ტრიბა Diceratheriini
        • Diceratherium 33.9—11.610 მლნ წლის წინ
        • Subhyracodon 38.0—26.3 მლნ წლის წინ
      • ტრიბა Elasmotheriini 20.0—0.126 მლნ წლის წინ
        • Bugtirhinus 20.0—16.9 მლნ წლის წინ
        • Caementodon
        • Elasmotherium 3.6—0.126 მლნ წლის წინ
        • Hispanotherium სინონიმი — Huaqingtherium 16.0—7.250 მლნ წლის წინ
        • Iranotherium
        • Kenyatherium
        • Meninatherium
        • Menoceras 23.03—16.3 მლნ წლის წინ
        • Ningxiatherium[5]
        • Ougandatherium 20.0—16.9 მლნ წლის წინ
        • Parelasmotherium
        • Procoelodonta
        • Sinotherium 9.0—5.3 მლნ წლის წინ

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი