მოლდავური ენა

მოლდავური ენა (limba moldovenească, лимба молдовеняскэ) — მოლდოვაში რუმინული ენის ორი ადგილობრივი დასახელებიდან ერთ-ერთი. ენათმეცნიერთა ერთი ნაწილის მიხედვით, მოლდავური იგივე რუმინული ენაა; სხვების აზრით, მოლდავური ენა წარმოადგენს რუმინული ენის მოლდავურ დიალექტს. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ მოლდავური დამოუკიდებელი ენაა.

მოლდავური
limba moldovenească
лимба молдовеняскэ
ოფიციალური სტატუსიდნესტრისპირეთი
ლინგვისტური კლასიფიკაციაინდოევროპული ოჯახი:
რომანული
აღმოსავლეთ რომანული
დამწერლობის სისტემალათინური, კირილიცა
ენის კოდებიISO 639-1: mo
ISO 639-2: mol
SO/FDIS 639-3: mol
ვიკისივრცე
ენის თარგი{{Lang-mo}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიამოლდავური

მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციით, ოფიციალური ენა იყო რუმინული. 1994 წლის კონსტიტუციით სახელმწიფო ენად „მოლდავური“ განისაზღვრა (მე-13 მუხლი). საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის განმარტებით, 1994 წლის კონსტიტუციის მე-13 მუხლი ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 2023 წლიდან ყველა საკანონმდებლო აქტსა და კონსტიტუციაში „მოლდავური ენა“ ჩანაცვლდა „რუმინულით“.

მოლდოვას სეპარატისტულად გამოყოფილ დნესტრისპირეთში ოფიციალური ენებია „მოლდავური“, რუსული და უკრაინული.

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელწოდება „მოლდავური“ რუმინულმა ენამ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ რუმინეთის ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღო. ენათმეცნიერთა ამ ჯგუფის მიხედვით, მოლდავური ენა რუმინული ენის მოლდავური დიალექტის დამწერლობით ფორმასაც კი არ წარმოადგენს.

ისტორიული ფონი

1812 წელს მოლდოვის სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილი (ბესარაბია) რუსეთს შეუერთდა და 1918 წლამდე მის შემადგენლობაში შედიოდა. რუმინული ენის დამწერლობა ლათინურიდან სლავურ დამწერლობაზე (კირილიცაზე) გადავიდა და ამავე დროს ოფიციალური სტატუსი დაკარგა – სახელმწიფო ენა გახდა რუსული.

1918 წლიდან 1940 წლამდე ბესარაბია ისევ რუმინეთს მიეკუთვნებოდა. დროის ამ მონაკვეთში მოლდავური ენა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. 1924 წლიდან მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე (დნესტრისპირეთში) დაარსებული იქნა მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა. მასში რუმინული ენა ჯერ ლათინურ ანბანზე, 1937 წლიდან საბოლოოდ კირილიცაზე გადაიყვანეს და ენას „მოლდავური“ უწოდეს.

1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბესარაბიის ანექსიისა და მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის ნახევრის ახალ მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში გამოყოფის შემდეგ რუმინულისგან განსასხვავებლად ამ რეგიონის ოფიციალურ ენად მოლდავური ენა გამოცხადდა. ლათინური ანბანი კირილიცათი შეიცვალა და რესპუბლიკაში ნაციონალური ენის არსებობის და მიუხედავად რუსული ენის სტატუსი განმტკიცდა.

1989 წელს მოლდავური ენა მოლდავეთის სსრ-ის ერთადერთ ოფიციალურ ენად გამოცხადდა და ლათინური დამწერლობის მქონე რუმინული ვარიანტიც დაიშვა.

1991 წელს მოლდოვას დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად რუმინული სახელმწიფო ენა გახდა. 1994 წელს კონსტიტუციაში ოფიციალურ ენად კვლავ მოლდავური ჩაიწერა (მე-13 მუხლი). 1996 წელს მოლდოვას პარლამენტმა უარი თქვა პრეზიდენტ მირჩა სნეგურის წინადადებაზე, ქვეყნის ოფიციალური ენა „რუმინულ ენად“ გადაერქვათ.

2003 წელს მოლდოვაში გამოიშვა მოლდავურ-რუმინული ლექსიკონი. მასში სტანდარტულისა და რეგიონალურ-დიალექტიკური ლექსიკის დაპირისპირებით მოლდავური ენის რუმინულისგან დამოუკიდებლად ჩვენების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

2003 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მოლდავური და რუმინული ენები ერთი და იგივე ენის სახელწოდებებად განისაზღვრა.[1] 2013 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 1994 წლის კონსტიტუციის მე-13 მუხლი, რომელიც ოფიციალურ ენად მოლდავურს ასახელებდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციასთან და უპირატესობა უნდა მინიჭებოდა დეკლარაციას.[2] ამით ოფიციალური სტატუსი მიეცა რუმინულ ენას.[3][4] 2023 წლის 16 მარტს პარლამენტმა მიიღო კანონი ყველა საკანონმდებლო აქტსა და კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუმინულის მოხსენიების შესახებ. 22 მარტს პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონს.[5]

დამწერლობა

მოლდავური დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 31 ასო–ნიშანს (გრაფემას).

#დიდი ასოპატარა ასოსახელიგამოქმა
(IPA)
გამოთქმა
(ქართულად)
ტრანსლიტერაცია
(ISO 9)
Unicode
1Аa[a]aU+0410 / U+0430
2Ббბე[b]bU+0411 / U+0431
3Ввვე[v]vU+0412 / U+0432
4Ггჰე[g]hU+0413 / U+0433
5Ддდე[d]dU+0414 / U+0434
6Ееიე[e]იეeU+0415 / U+0435
7Жжჟე[ʒ]žU+0416 / U+0436
8Ӂӂჟე[ʒ]žU+0416 / U+0436
9Ззზე[z] [zʲ]zU+0417 / U+0437
10Ии?[i]??U+0418 / U+0438
11Ййი ნესკლადოვაიე
и нескладовае
[j]იიjU+0419 / U+0439
12Ккკა[k]kU+041A / U+043A
13Ллელ[ɫ]lU+041B / U+043B
14Ммem[m]mU+041C / U+043C
15Ннენ[n] ~ [nʲ]nU+041D / U+043D
16Оо[o]oU+041E / U+043E
17Ппპე[p] ~ [pʲ]pU+041F / U+043F
18Ррერ[r] ~ [rʲ]rU+0420 / U+0440
19Ссეს[s] ~ [sʲ]sU+0421 / U+0441
20Ттტე[t] ~ [tʲ]tU+0422 / U+0442
21Уу[u]uU+0423 / U+0443
22Ффეფ[f] ~ [fʲ]fU+0424 / U+0444
23Ххხა[x] ~ [xʲ]hU+0425 / U+0445
24Ццცე[ʦ]cU+0426 / U+0446
25Ччჩე[ʧʲ]čU+0427 / U+0447
26Шшშა[ʃ]šU+0428 / U+0448
27Ыыy[ɨ]გაგრძელებული იyU+042B / U+044B
28Ььმიაკი ზნაკი
мяккі знак
[ʲ]U+042C / U+044C
29Ээ[ɛ]èU+042D / U+044D
30Ююიუ[ʲu]იუûU+042E / U+044E
31Яяია[ʲa]იაâU+042F / U+044F

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი