მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც[1].

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

კონტინენტური ევროპის სამართალი

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია ნებაყოფლობით წარიმართა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები.

რომანული სამართლის ქვეყნები

რომანული სამართის ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის კანონმდებლობის გავლენით[2]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
 არგენტინაარგენტინამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა ირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი. ლათინური ამერიკის სამართალზე გავლენა იქონია ესპანურმა სამართალმაც
 ბელგიაფრანგული სამოქალაქო კოდექსი (Code Civil) ბელგიაში აქამდე ძალაშია, თუმცა განიცადა ცვლილებები
 ბოლივიაბოლივიის სამოქალაქო კოდექსი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის გავლენით
 ბრაზილიაბრაზილიამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
 დომინიკელთა რესპუბლიკაემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
 ეკვადორიემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექს, ხოლო თავად ჩილეს სამოქალაქო სამართალზე კი ფრანგული კოდექსის გავლენა დიდია.
 ესპანეთიეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
 იტალიაეფუძნება რომის სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
 კოლუმბიაემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექსს
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი)ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
 ლუქსემბურგიდამკვიდრებულია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
 მექსიკაეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
 მონაკომიეკუთვნება რომანული სამართლის ქვეყნების რიცხვს
 ნიდერლანდი1838 წელს მიიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული სამოქალაქო კოდექსისგან
 რუმინეთიეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
 საფრანგეთიემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო 1804 წელს. იგი ფართოდ იყენებდა რომის სამართალს, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-სს.
 ჩილეჩილემ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია. იგი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
 ჰაიტიჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე

გერმანული სამართლის ქვეყნები

გერმანული სამართლის ჯგუფი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა[3]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
 ავსტრიაეფუძნება ავსტრიის სამოქალაქო კოდექსს (Allgemeines bürgerliches Gesetzbuch) (1811)
 გერმანიაეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსს (Bürgerliches Gesetzbuch), რომელზეც დიდი გავლენა აქვთ რომაულ და გერმანულ სამართლის ტრადიციებს
 თურქეთიჩამოყალიბდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
 იაპონიაიაპონელებმა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, გადმოიღეს იგი და აამოქმედეს 1898 წელს, უფრო ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თავად გერმანიაში ამოქმედდებოდა
 ისლანდიაეფუძნება გერმანული სამართლის ტრადიციებს
 ლიხტენშტაინიმიეკუთვნება გერმანული სამართლის ქვეყნების ჯგუფს
 ნორვეგიამიეკუთვნება სკანდინავიურ-გერმანულ სამართალს
 საბერძნეთიეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
 სამხრეთი კორეაიაპონიის მეშვეობით, ამოქმედდა გერმანული სამოქალაქო კოდექსი
 საქართველოეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
 ფინეთიეფუძნება შვედური სამართლის სისტემას
 შვედეთიეფუძნება ძველ გერმანულ სამართალს
 შვეიცარიაეფუძნება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს

ანგლო-ამერიკული სამართალი

ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებასთან[4][5].

ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის ქვეყნებს.

ინგლისური სამართლის ქვეყნები

ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება[3]:

ქვეყნებიაღწერილობა
 ავსტრალიაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ახალი ზელანდიაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ბირმაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ბანგლადეშიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ინგლისიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, რომელზეც გავლენა აქვთ თანამედროვე რომანულ და კონტინენტურ ტრადიციებს
 ინდოეთიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, გარდა გოასა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება პორტუგალიურ სამოქალაქო სამართალს
 ირლანდიის რესპუბლიკაეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 კანადაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, კვებეკის გარდა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ სამართალს
 ნაურუეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 პაკისტანიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს
 სინგაპურიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, თუმცა მუსლიმები ექვემდებარებიან ისლამურ სამართალს, რომელიც შარიას სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას პირად ისლამურ სამართალზე, მაგალითად, ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება
 უგანდაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 უელსიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ფიჯიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ჩრდილოეთ ირლანდიაეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს

ამერიკული სამართლის ქვეყნები

ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა შტატ ლუიზიანისა, სადაც სამოქალაქო სამართალში დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები[3]. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, 50 დამოუკიდებელი შტატის სამართალია[5].

რელიგიური და ჩვეულებითი სამართალი

რელიგიური სამართალი

რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად, შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით[3].

რელიგიური სამართლის ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნებიაღწერილობა
 ავღანეთიისლამური სამართალი
 ბანგლადეშიეფუძნებოდა ინგლისურ საერთო სამართალს
 გამბიაინგლისური საერთო სამართალი და ისლამური სამართალი
 განაეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
 ვატიკანიეფუძნება კანონიკური სამართლის პრინციპებს
 იემენიისლამური სამართალი
 ირანიისლამური სამართალი
 ლიბიაისლამური სამართალი
 მავრიტანიაისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
 მაროკოისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
 ნიგერიაჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
 ომანიშარია
 საუდის არაბეთიისლამური სამართალი
 სუდანიემყარება ისლამურ სამართალს

ჩვეულებითი სამართალი

ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა[6].

შერეული სისტემები

კონტინენტური ევროპის სამართალი და ანგლო-ამერიკული სამართალი

ქვეყნებიაღწერილობა
 ბოტსვანასამხრეთ აფრიკული სამართალი
 გაიანა
 ზიმბაბვე
 ისრაელიეფუძნება ანგლო-ამერიკულ სამართალს. სამართლებრივ სისტემაზე დიდი გავლენა აქვს გერმანულ სამოქალაქო სამართალს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს რელიგიური სამართალი
 კამერუნი
 კვებეკიაბრაამის ველზე ფრანგების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა სცადეს გარდაექმნათ კვებეგი ინგლისურენოვანად და დაემკვიდრებინათ საერთო სამართალი, მაგრამ ამერიკსგან მომავალი მზარდი საფრთხის გამო, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მიეცათ კვებეკისთვის უფლება, შეენარჩუნებინათ მათი ენა (ფრანგული) და რელიგია (კათოლიციზმი) დამათი სამართლებრივი სისტემა (კონტინენტური ევროპის სამართლი). თუმცა კვებეკში, როგორც კანადის კონფედერაციის წევრი (1867 წლიდან), ფედერალურ დონეზე გამოიყენება ინგლისური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები.
 კვიპროსიემყარება ინგლისურ საერთო სამართალსა და ფრანგული, ბერძნული საჯარო სამართლის, იტალიური სამოქალაქო სამართლის, ინდური სახელშეკრულებო სამართლის, ბერძნული კანონიკური სამართლისა და ისლამური სამართლის შერეულ სისტემას.
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი)ემყარება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, თუმცა ფედერალურ კანონმდებლობა ეფუძნება საერთო სამართალს
 მავრიკი
 მალტაეფუძნება რომანულ სამართალსა და როჰანის კოდექსს, ნაპოლეონის კოდექს გავლენა აქვს იტალიური სამართლის მეშვეობით. აგრეთვე, საერთო სამართალი არის სამართლის წყარო საჯარო სამართალში
 ნამიბიასამხრეთ აფრიკული სამართალი
 პუერტო-რიკოეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
 სამხრეთ აფრიკაინგლისური საერთო სამართლისა და რომანო-ჰოლანდიური სამოქალაქო სამართლის ნარევი, აგრეთვე ჩვეულებითი სამართალი
 ესვატინისამხრეთ აფრიკული სამართალი
 ტაილანდიგერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ინდური სამართლის ნარევი. ასევე სამხრეთის ოთხ პროვინციაში მოქმედებს ისლამური სამართალი
 ფილიპინებიეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
 შოტლანდიაეფუძნება რომანულ და კონტინენტურ სამართალს
 შრი-ლანკაინგლისური საერთო სამართლის, რომანო-ჰოლანდიური სამართლისა და ჩვეულებითი სამართლის ნარევი

კონტინენტური ევროპის სამართალი და რელიგიური სამართალი

ქვეყნებიაღწერილობა
 ალჟირი
 არაბთა გაერთიანებული საამიროებიემყარება ისლამურ სამართლსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ სამოქალაქო სამართალზეა დაფუძნებული
 ბაჰრეინი
 ეგვიპტეეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, ხოლო საოჯახო სამართალი კი ეფუძნება ისლამურ სამართალს
 ინდონეზიაეფუძნება ჰოლანდიურ სამოქალაქო სამართალსა და ინდონეზიურ ადათებს
 იორდანიაემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, ოთომანთა იმპერიის სამოქალაქო კოდექსს. ისლამური სამართალი გამოიყენება საოჯახო სამართალში
 კატარიემყარება ისლამურ სამართალსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს
 კომორის კუნძულებიემყარება ისლამურ სამართალსა დად ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
 მაროკოემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ და ესპანურ სამოქალაქო სამართალს
 ომანი
 სირიაემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
 ჯიბუტი

ანგლო-ამერიკული სამართალი და რელიგიური სამართალი

ქვეყნებიაღწერილობა
 მალაიზიაემყარება ინგლისურ საერთო სამართალს. პირადი სამართალი, რომელიც დაფუძნებულია შარიაზე, გამოიყენება მუსლიმების მიმართ
 ნიგერიაჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
 პაკისტანიეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004
  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი