იემენი

იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურად იემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არის ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრება ომანსა და საუდის არაბეთს. ასევე აქვს გასავლელი წითელსა და არაბეთის ზღვებში. კონსტიტუციის მიხედვით იემენის დედაქალაქი სანაა, თუმცა რადგან ის 2015 წლის თებერვლიდან აჯანყებულების კონტროლის ქვეშაა დედაქალაქი დროებით საპორტო ქალაქ ადენშია გადატანილი. იემენის ტერიტორია 200-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთაგან უდიდესი სოკოტრაა.

იემენის რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية اليمنية
იემენი
იემენის
დროშა გერბი
დევიზი: 
الله، الوَطَن، الثَورة، الوَحدة (language?)
"ღმერთი, ქვეყანა, რევოლუცია, ერთობა"
ჰიმნი: არაბ. الجمهورية المتحدة

"გაერთიანებული რესპუბლიკა"

იემენის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სანა
15.8° ჩ. გ. 47.9° ა. გ. / 15.8° ჩ. გ. 47.9° ა. გ. / 15.8; 47.9
ოფიციალური ენა არაბული ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი
 -  პრემიერ-მინისტრი აჰმედ ობეიდ ბინ დაღრი
ფართობი
 -  სულ 527 968 კმ2 (50)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 25 408 000[1] (48-ე)
 -  2004 აღწერა 19 685 000[2] 
 -  სიმჭიდროვე 44.7 კაცი/კმ2 (160-ე)
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $73.445 მილიარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $2,521[3] 
აგი (2013) 0.498[4] (დაბალი) (160-ე)
ვალუტა იემენის რიალი (YER)
დროის სარტყელი UTC+03:00
ქვეყნის კოდი YEM
Internet TLD .ye
სატელეფონო კოდი 967

იემენი ისტორიული საბის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენს,[5][6][7] რომელიც ათასწლეულების მანძილზე ვაჭრობის წყალობით ყვაოდა და სავარაუდოდ დღევანდელი ეთიოპიის და ერიტრეის ტერიტორიების ნაწილსაც მოიცავდა. 275 წელს საბის სამეფო მოექცა ებრაული ჰიმიარიტების სამეფოს გავლენის ქვეშ.[8] რეგიონში ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა, იმ დროისთვის დომინანტი რელიგიები იუდაიზმი და პაგანიზმი იყო. ისლამი სწრაფი ტემპით VII საუკუნიდან გავრცელდა და შემდგომში იემენის ძალები ისლამურ დაპყრობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.[9] IX-XVI საუკუნეებში იემენის მმართველობაში მრავალი დინასტია იცვლებოდა, მათგან ყველაზე ძლიერი რასულიდები იყვნენ. XX საუკუნის დაწაწყისში ქვეყანა ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიბს შორის გაიყო. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ იემენში შეიქმნა ზაიდების იემენის მუთავაქილიური სამეფო, რომელიც 1962 წელს იემენის არაბულ რესპუბლიკად გადაკეთდა. სამხრეთი იემენი ბრიტანეთის შემადგენლობაში ადენის პროტექტორატის სახელით 1967 წლამდე რჩებოდა. ორი იემენი 1990 წელს გაერთიანდა.

იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის - კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაეუქმებინა,[10] წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთ-კანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმა ჰუტისების, ისლაჰისტების და ალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს.[11][12][13] საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.

კლიმატი

იემენის კლიმატი განსაკუთრებით თბილი და მშრალია. ქვეყანას ესაზღვრება წითელი ზღვა, აქედან გამომდინარე, მასზე ძირითადად ზღვის ჰაერი ვრცელდება.

საკურორტო სეზონი იემენში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. ზაფხული ხშირ შემთხვევაში ცხელი და აუტანელია, ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 40 °C მაინცაა, ხოლო ზამთარი შედარებით გრილია, თუმცა 32 °C-ზე დაბლა ტემპერატურა იშვიათად ეცემა.

წვიმები უფრო მთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ყოველგვარი ტემპერატურული ცვლილებების გარეშე.

ადმინისტრაციული დაყოფა

2004 წლის თებერვლის მიხედვით, იემენის ტერიტორია იყოფა საგუბერნატოროებად (მუჰაფაზა) და ერთ მუნიციპალიტეტად.[14] საგუბერნატორებს შორის მოსახლეობით ყველაზე დიდა თაიზი, 2,513,003 მცხოვრებლით.

იემენის საგუბერნატოროები
მუჰაფაზადედაქალაქიმოსახლეობა
2004 აღწერა [15]
მოსახლეობა
2006 აღწერა.[16]
ნომერი
ადენიადენი589 419634 7101
ამრანიამრანი877 786909 9922
აბიანიზინჯიბარი433 819454 5353
ელ-დალი470 564504 5334
ელ-ბეიდაელ-ბეიდა577 369605 3035
ჰოდეიდაჰოდეიდა2 157 5522 300 1796
ელ-ჯაუფიელ-ჯაუფი443 797465 7377
ელ-მაჰრაელ-გაიჰდა88 59496 7688
ელ-მაჰვიტიელ-მაჰვიტი494 557523 2369
სანასანა1 747 8341 947 13910
დამარიდამარი1 330 1081 412 14211
ჰადრამავთიელ-მუკალა1 028 5561 092 96712
ჰაჯაჰაჯა1 479 5681 570 87213
იბიიბი2 131 8612 238 53714
ლაჰიჯილაჰჯი722 694761 16015
მარიბიმარიბი238 522251 66816
რაიმა394 448418 65917
საადასაადა695 033746 95718
სანასანა919 215957 79819
შაბვაატაქი470 440494 63820
თაიზითაიზი2 393 4252 513 00321

საგუბერნატოროები ასევე იყოფიან ოლქებად, იემენში 333 ოლქია (muderiah). 2001 წლის მიხედვით იემენში არის 38 284 სოფელი.

1990 წელს, იემენის გაერთიანების შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთი იემენის ტერიტორიებიც.

დემოგრაფია

რელიგია

იემენი ისლამური ქვეყანაა. ამგვარად სახელმწიფო რელიგიად ისლამია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება არაა, მიუხედავად იმისა, იქ 3 ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს.

ენა

არაბული იემენის ოფიციალური ენაა. იქაური არაბული ენა დიალექტების სიმრავლით გამოირჩევა. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნებისმიერ უცხო ენაზე.

ეკონომიკა

ფული

იემენის ეროვნული ვალუტა რიალია. 1 ამერიკული დოლარი 199,150 რიალის ეკვივალენტია. ამერიკული დოლარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაზე არცერთ რეგიონში პრობლემა არ იქმნება. უფრო მეტიც, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში გადახდა დოლარებში ხდება.

ტრანსპორტი

იემენი სამხრეთ–დასავლეთ აზიაში მდებარეობს და იქ მოხვედრა ძნელი არაა. ქვეყანაში 17 აეროპორტია, საერთაშორისო კი დედაქალაქ სანაში მდებარეობს. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტიტენტების მცხოვრებნი სარგებლობენ.

იემენში გაცილებით იაფად და კომფორტულად ავტობუსით ან გემით ჩასვლაა შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნებიდან იემენის მიმართულებით ყოველდღე გადიან ავტობუსები. ქვეყანაში საერთოდ არ არის სარკინიგზო სისტემა. ნებისმიერ ქალაქში პორტია განთავსებული, გემით მგზავრობა კი ერთგვარი კრუიზია.

რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ეს ნამდვილად არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი და დანგრეული გზებია. ამ თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურ ტრანსპორტს მანქანა წარმოადგენს. მანქანის დაქირავება სპეციალურ სააგენტოშია შესაძლებელი.

ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ დანგრეული გზების გამო. გადაადგილებას დიდ დროს ანდომებს ქალაქებს შორის გადასაადგილებლად მოსახერხებელია ე. წ შეარდ ტაქსები, რომლის დაქირავება რამდენიმე კაცს ერთად შეუძლიათ.

კულინარია

იემენის ტრადიციული კერძები ცხვრის ხორცითა და ბოსტნეული კულტურებით მზადდება. ისლამურ ქვეყანაში ღორის ხორცს საერთოდ არ მიირთმევენ. ეროვნულ სამზარეულოზე მეზობელი ქვეყნების გავლენა აშკარაა. საშუალო დონის რესტორნებში 30–40 დოლარად კარგად დანაყრდებით. ისევე, როგორც ადგილობრივებში, ტურისტებშიც ნაციონალური კერძებიდან პირველობას არ თმობს სალტა – ძროხის ხორცისა და ბოსტნეული სოუსი.

ტრადიციული კერძებიდან ასევე აღსანიშნავია ჰამილი – ჩაშუშული ცხვრის ხორცი და კაბსა – ცხვრის ხორცი ბრინჯით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ცხვრისა და ქათმის ხორცს უფრო მიირთმევენ, ვიდრე ძროხისას ან ხბოსი, შეიძლება იმიტომ, რომ ორივე საკმაოდ ძვირია.

იემენი ცნობილია თაფლის მოყვარული ხალხით. ყოველ მეორე ადგილობრივს საკუთარი ფუტკრები ჰყავს.

სასმელებიდან პირველ ადგილზეა რძიანი ჩაი. ალკოჰოლზე შეზღუდვაა და მხოლოდ მაღალი დონის რესტორნებში შეიძლება მისი დალევა.

ღირსშესანიშნაობები

საფეხმავლო ხიდი საჰარას ოლქი, იემენი.

იემენი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. სანა ისტორიული დედაქალაქია, ამავდროულად ის თანამედროვე ქალაქიცაა. მის მთავარ ღირსშესანიშნაობად XVII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე წარმოადგენს. ასევე კარგი სანახავია ეროვნული მუზეუმი. სანა გარშემორტყმულია მთებით. დედაქალაქის სრულყოფილად დასათვალიერებლად 3 დღე მაინცაა საჭირო.

სანას დასავლეთით, მთის წვერზე, გაშენებულია სოფელი კავკაბენი. ერთი შეხედვით, ეს სოფელი ჩიტის ბუდეს წააგავს. წითელის ზღვის ყველაზე პოპულარული კურორტი ქალაქი ადენია. იქ ყველაზე მშრალი და მზიანი კლიმატია. მშვენიერი თეთრი პლაჟების პარალელურად ტურისტების ყურადღებას ულამაზესი ფაუნა იქცევს. ტურისტების მომსახურებაში შედის საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ნავი და აკვალანგებით ყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად. ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონდე ადამიანისთვის მოიძებნება სასტუმროები. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი