პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Panamá) — ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პანამას საერთაშორისო მატჩებსა და საფეხბურთო ტურნირებზე. იმართება პანამის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. არის კონკაკაფის და ფიფას წევრი და მონაწილეობს მათ მიერ მოწყობილ საფეხბურთო ტურნირებსა და შეჯიბრებებში.

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ემბლემა
ასოციაცია პანამის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია კონკაკაფი
მთავარი მწვრთვნელი დანიის დროშა ესპანეთის დროშა თომას კრისტიანსენი
კაპიტანი ჰაროლდ კამინგსი
ყველაზე მეტი კეპი გაბრიელ გომესი (149)
ბომბარდირი ლუის ტეხადა (43)
ბლას პერესი (43)
სტადიონი რომელ ფერნანდესი
ფიფა-ს კოდი PAN
ფიფა-ს რეიტინგი 58 (6 აპრილი, 2023)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 29 (მარტი, 2014)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 150 (აგვისტო, 1995)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
პანამის დროშა პანამა 2–1 ვენესუელა ვენესუელის დროშა
(პანამა, პანამა; 12 თებერვალი, 1938) [1]
უდიდესი გამარჯვება
პანამის დროშა პანამა 12–1 პუერტო-რიკო პუერტო-რიკოს დროშა
(ბარანკილია, კოლუმბია; 13 დეკემბერი, 1946) [2]
უდიდესი დამარცხება
პანამის დროშა პანამა 0–11 კოსტა-რიკა კოსტა-რიკას დროშა
(პანამა, პანამა; 16 თებერვალი, 1938) [3]
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 1 (პირველად 2018)
საუკეთესო შედეგი ჯგუფური ეტაპი, 2018
კონკაკაფის ოქროს თასი
გამოსვლა 8 (პირველად 1963)
საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილი, 2005, 2013

ისტორია

1920-იანი და 1930-იანი წლების დასაწყისი

ორგანიზებული ფეხბურთი პანამაში დაახლოებით 1920-იანი წლებიდან დაიწყო, რა დროსაც გამორჩეულ როლს თამაშობდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ დოქტორი ფიგე (Dr. Fige) ანტილის რეგიონში და განსაკუთრებით, პოლკოვნიკი გაბრიელ ბარიოსი (Gabriel Barrios) — იმ დროის პანამური სპორტის მნიშვნელოვანი მფარველი და მეცენატი. ამ პერიოდის შესახებ მოპოვებული პირველი ცნობები მიუთითებს პანამური ფეხბურთის ტრანსფორმაციის ათწლეულზე, რომლის ორგანიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. თუმცა, სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობამ და იმ წლების მძიმე პირობებმა არ მისცა მას საერთაშორისო დონეზე გასვლისა და ასპარეზობის შესაძლებლობა.

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წლის 12 თებერვალს ვენესუელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა და პანამელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.

2000-იანი წლები

2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში პანამა ეთამაშებოდა აშშ-ის ნაკრებს, ხოლო მის კონკურენტს, მექსიკას უწევდა გასვლითი მატჩი კოსტა-რიკის წინააღმდეგ. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი შედგებოდა ექვსი ნაკრებისგან, აქედან პირველი სამი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ხვდებოდა, ხოლო მეოთხეს უნდა ეთამაშა გადათამაშება სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან. აშშ-ს, კოსტა-რიკას და ჰონდურასს გარანტირებული ჰქონდათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ხოლო მეოთხე ადგილზე მოსახვედრად იბრძოდნენ პანამა და მექსიკა. მექსიკას ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევდა, პანამას კი ესაჭიროებოდა აშშ-ის დამარცხება და მისი კონკურენტის მარცხი. ბოლო ტურში მექსიკა დამარცხდა კოსტა-რიკასთან 2–1, ხოლო პანამა 93-ე და 94-ე წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა აშშ-ს ნაკრებთან 2–3 და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.[4]

2017 წლის 11 ოქტომბერს პანამასთვის ნანატრი დღე დადგა და პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პანამასთან ერთად კიდევ ხუთი გუნდი იბრძოდა ტურნირზე მოსახვედრად: მექსიკა, კოსტა-რიკა, აშშ, ჰონდურასი და ტრინიდადი და ტობაგო. აქედან მხოლოდ პირველი სამი გუნდი ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონაზე პირდაპირი გზით, მეოთხე გადათამაშებას თამაშობდა ოკეანეთის წარმომადგენელთან. მექსიკას და კოსტა-რიკას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბოლო ტურისთვის უკვე გარანტირებული ჰქონდათ, მესამე (და მეოთხე) ადგილისთვის კი სწორედ პანამა, აშშ და ჰონდურასი იბრძოდნენ. ბოლო ტურში აშშ-ის ნაკრებს ფრეც კი ხელს აძლევდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, თუმცა ისინი დამარცხდნენ ჯგუფის აუტსაიდერ ტრინიდად და ტობაგოსთან, საპირისპიროდ პანამას ნაკრებმა კი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოახერხა კოსტა-რიკის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა. თავისი მატჩი ჰონდურასმაც მოიგო, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო იგი მეოთხე ადგილზე გავიდა.

11 ოქტომბერი პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, პანამის და ისლანდიის ეროვნული გუნდები იყვნენ ერთადერთი დებიუტანტები. პანამას ჯგუფში კენჭისყრის შედეგად მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის და ტუნისის ნაკრებები. პირველი მატჩი პანამას უნდა გაემართა ბელგიის წინააღმდეგ. ბელგიის ნაკრები თავისი „ოქროს თაობის“ ვარსკვალავებით იყო დაკომპლექტებული. პანამის ნაკრების მწვრთნელმა ერნან გომესმა იმედიანი განცხადება გააკეთა მატჩის წინ: „თუ ისლანდიამ მიაღწია წარმატებას არგენტინასთან, პანამამაც შეიძლება აჩვენოს კარგი შედეგი“ (წინა დღეს ისლანდიის ნაკრებმა 1–1 ითამაშა არგენტინასთან). ამის მიუხედავად, პანამამ 0–3 წააგო. მეორე მატჩში პანამა ინგლისს დაუპირისპირდა და 1–6 დამარცხდა. პანამას მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ფელიპე ბალოიმ. ბოლო ტურში პანამა 1-2 დამარცხდა ტუნისთან და ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს. [5][6]

პანამის ნაკრების მთავარი მწვრთნელები

მწვრთნელიპერიოდიქვეყანა
რომეო პარავიჩინი1938*  ურუგვაი
მანუელ სანჩეს დიურანი1941  პერუ
ემელ ოსპინო1946  პანამა
ოსკარ რენდოლი1946  ჩილე
ოსკარ სუმან კარილიო1949  პანამა
გილბერტო კასანოვა1950  კოლუმბია
მოზეს შტერნი1950  ავსტრია
ოსკარ რენდოლი1951  ჩილე
როხელიო დიასი1952  პანამა
ემელ ოსპინო1956  პანამა
ხოსე კასაბლანკა1961  ესპანეთი
რაულ „ჩე“ ალვარესი1963–1964  არგენტინა
ხოსე კასაბლანკა1967  ესპანეთი
ლუის კარლოს პონსე1967  პანამა
ნესტორ ვალდესი1969  ჩილე
უგო ტასარა1971–1973  ჩილე
რენატო პანაი1976  ჩილე
ომარ მურაკო1978  არგენტინა
ედგარდო ბალდი1979  ურუგვაი
ლუი ბორგინი1980  ურუგვაი
რუბენ კარდენასი1980  პანამა
ორლანდო მუნიოსი1984  პანამა
კარლოს კავანიარო1984  არგენტინა
ხუან კოლეკიო1986–1987  არგენტინა
მიგელ ანხელ მანსილია1987–1988  ურუგვაი
მიგელ ანხელ მანსილია1990  ურუგვაი
საულ სუარესი1991–1992  კოლუმბია
გუსტავო დე სიმონე1992–1993  ურუგვაი
საულ სუარესი1993–1994  კოლუმბია
სესარ მატურანა1995–1996  კოლუმბია
ოსკარ არისტისაბალი1996–1997  კოლუმბია
ორლანდო მუნიოსი1998–1999  პანამა
ოსკარ არისტისაბალი1999  კოლუმბია
მიგელ ანხელ მანსილია1999–2000  ურუგვაი
ესეკიელ ფერნანდესი2000  პანამა
ლეოპოლდო ლი2000  პანამა
მიჰაი სტოიჩიტა2001**  რუმინეთი
ბილი სტენინგი2001–2002  ინგლისი
კარლოს ალბერტო და ლუსი2002–2003  ბრაზილია
გონსალო სოტო2003  კოლუმბია
ხოსე ეუხენიო ერნანდესი2004–2005  კოლუმბია
ხულიო დელი ვალდესი
ხორხე დელი ვალდესი
2006  პანამა
ვიქტორ რენე მენდიეტა2006  პანამა
ალექსანდრე გიმარაეში2006–2008  ბრაზილია
 კოსტა-რიკა
გარი სტემპელი2008–2009  პანამა
 ინგლისი
ხორხე დელი ვალდესი2010  პანამა
ხულიო დელი ვალდესი2010–2013  პანამა
ერნან დარიო გომესი2014–2018  კოლუმბია
გარი სტემპელი2018–2019  პანამა
 ინგლისი
ხულიო დელი ვალდესი2019  პანამა
ამერიკო გალიეგო2019–2020  არგენტინა
თომას კრისტიანსენი2020–  დანია
 ესპანეთი

* 1938 წლის თებერვალი.** 2001 წლის თებერვალი-აგვისტო.

რეკორდები

გაბრიელ გომესი — პანამის რეკორდსმენი 149 მატჩით.

ჩატარებული მატჩები

N.ºფეხბურთელიპერიოდიმატჩიგოლი
1გაბრიელ გომესი2003–201814912
2ხაიმე პენედო2003–20181360
3ალბერტო კინტერო20071297
4ბლას პერესი2001–201812443
5ანიბალ გოდოი20101243
6არმანდო კუპერი20061239
7რომან ტორესი2005–202111910
8ლუის ტეხადა2001–201810843
9ფელიპე ბალოი2001–20181034
10გაბრიელ ტორესი200510224

ბომბარდირები

ლუის ტეხადა — პანამის საუკეთესო ბომბარდირი 43 გოლით.
N.ºფეხბურთელიპერიოდიგოლიმატჩი
1ლუის ტეხადა2001–201843108
2ბლას პერესი2001–201841122
3გაბრიელ ტორესი2005–24102
4ლუის ერნესტო ტაპია1960–19792077
5ხორხე დელი ვალდესი1990–20051948
6ხამეს სანტიაგო ანდერსონი1938–19481823
7ხულიო დელი ვალდესი1990–20061847
8კარლოს მარტინესი1946–19541720
9რობერტო ბრაუნი2000–20111654
10გაბრიელ გომესი2003–201812149
11როლანდო ბლექბერნი2010–1251

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ფინალური ტურნირებიშესარჩევი ტურნირები
წელიშედეგიადგილიგბმბნშგბმბ
1930არ იყო ფიფას წევრიარ იყო ფიფას წევრი
1934
1938უარი თქვა
მონაწილეობაზე
უარი თქვა
მონაწილეობაზე
1950
1954
1958
1962
1966
1970
1974
1978ვერ გავიდა6114721
19828017324
1986200204
1990201113
1994210125
199883231413
200210316919
20061844101932
2010210123
2014208753118
2018ჯგუფური ეტაპი32-ე3003211166551615
2022ვერ გავიდა2011453821
2026მოგვიანებით დადგინდებამოგვიანებით დადგინდება
სულჯგუფური ეტაპი1/223003211114382650142178

მიღწევები

  • ვიცე-ჩემპიონი: 2005, 2013
  • მესამე ადგილი: 2011, 2015
  • ჩემპიონი: 2009
  • ვიცე-ჩემპიონი: 2007, 2017
  • მესამე ადგილი: 1993, 2011, 2014
  • CCCF ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1951
  • მესამე ადგილი: 1948

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი