რუთ ბეიდერ გინზბურგი

ჯოან რუთ ბეიდერ გინზბურგი (ინგ. Ruth Bader Ginsburg, 15 მარტი, 1933 - 18 სექტემბერი, 2020) ამერიკელი იურისტი და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი 1993 წლიდან 2020 წლამდე. ის იყო პირველი ებრაელი ქალი და მეორე ქალი, რომელიც სასამართლოში მსახურობდა სანდრა დეი ო'კონორის შემდეგ.

რუთ ბეიდერ გინზბურგი
რუთ ბეიდერ გინზბურგი
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო 1993 – 18 სექტემბერი 2020
წინამორბედიბაირონ უაიტი
მემკვიდრეემი კონი ბარრეტი

ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი 1980 – 8 აგვისტო 1993
წინამორბედიჰაროლდ ლევენთალი
მემკვიდრედევიდ ტატელი

დაბადებული15 მარტი 1933
ნიუ-იორკი , აშშ
გარდაცვლილი18 სექტემბერი 2020
ვაშინგტონი , აშშ
განათლებაკორნელის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

რუთ ბეიდერ გინზბურგი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. რუთ ბეიდერ გინზბურგმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო კორნელის უნივერსიტეტში და დაქორწინდა მარტინ გინზბურგზე. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გინზბურგი გახდა უმაღლესი სკოლის პროფესორი. ის ასწავლიდა რატგერსისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების სამართლის სკოლაში სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძვლებს და იყო ამ სფეროში მოღვაწე მცირეოდენ ქალთა შორის ერთ-ერთი. რუთ ბეიდერ გინზბურგმა თავისი იურიდიული კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა, როგორც უფლებადამცველმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და მოიგო რამდენიმე საქმე უზენაეს სასამართლოში. რუთ ბეიდერ გინზბურგი იყო სტაჟიორი ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირში, ხოლო 1970-იან წლებში მუშაობდა დირექტორთა საბჭოსა და მის გენერალურ საბჭოში. 1980 წლის 14 აპრილს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა იგი დანიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოში კოლუმბიის საოლქო რაიონის მოსამართლედ, ხოლო 1993 წელს კი, ბილ კლინტონის მიერ ნომინირებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის სენატმა 96 ხმით 3-ის წინააღმდეგ აირჩია. 1999 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ მას მიანიჭა Thurgood Marshall Award-ი მის მიერ გენდერული თანასწორობის, სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის წლების მანძილზე ადვოკატირებისათვის.

მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ 2018 წელს ფილმი On the Basis of Sex-ი გადაიღეს.

კარიერის დასაწყისი

კარიერის დასაწყისში რუთ ბეიდერ გინზბურგს უჭირდა სამსახურის შოვნა.[1] [2] [3]1960 წელს ფელიქს ფრანკფურტერმა უარყო მისი კანდიდატურა მდივნის თანამდებობაზე მისი სქესის გამო მიუხედავად იმისა, რომ რუთს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორისა და მოგვიანებით დეკანის ალბერტ მარქს სახსის რეკომენდაცია ჰქონდა. [4] [5]

აკადემიური საქმიანობა

1961 წლიდან 1963 წლამდე რუთ ბეიდერ გინზბურგი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო პროცესის პროექტის მკვლევარი, შემდეგ კი ასოცირებული დირექტორი. მან შეისწავლა შვედური ენა იმის გამო, რომ ანდერს ბრიუზელიემთან ერთად დაეწერა წიგნი შვედეთის სამოქალაქო პროცესი.[6][7] შვედეთში მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა რუთ ბეიდერ გინზბურგის შეხედულებებზე გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. ის აღფრთოვანებული იყო შვედეთში მომხდარი ცვლილებებით, სადაც სამართლის სტუდენტების 20-25 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, ხოლო მოსამართლე, რომელიც გინზბურგს აკვირდებოდა კვლევის დროს, იყო რვა თვის ფეხმძიმე და მაინც მუშაობდა.[8]

1963 წელს რუთ ბეიდერ გინზბურგმა მიიღო რატგერსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ხარისხი.[9] ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ და მხოლოდ ოცამდე სამართლის ქალი-პროფესორი არსებობდა.[10]

რუთ ბეიდერ გინზბურგმა დააფუძნა სამართლის ჟურნალი Women's Rights Law Reporter, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ჟურნალი იყო ქალთა უფლებების სფეროში.

ადამიანის უფლებები

რუთ ბეიდერ გინზბურგი 1977 წელს

1972 წელს რუთ ბეიდერ გინზბურგი იყო ქალთა უფლებების პროექტის დამფუძნებელი ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირში, და 1973 წელს გახდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირშის გენერალური მრჩეველი.[11] 1974 წლისათვის ქალთა უფლებების პროექტმა და მასთან დაკავშირებულმა პროექტებმა მონაწილეობა მიიღეს 300-ზე მეტ საქმეში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე. რუთ ბეიდერ გინზბურგმა მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოში ექვს პროცესზე, რომელთაგან ხუთი მოიგო. იმის ნაცვლად, რომ რუთს სასამართლოსთვის პირდაპირ ეთხოვა გენდერული დისკრიმინაცია მაშინვე შეეწყვიტა, რუთ ბეიდერ გინზბურგმა აირჩია განსხვავებული მიდგომა - ის ირჩევდა კონკრეტულ დისკრიმინაციულ ნორმებს და თანმიმდევრულად იმარჯვებდა. ის ყურადღებით ირჩევდა მოსარჩელეებს, დრო და დრო ირჩევდა კაცებს იმის სადემონსტრაციოდ, რომ გენდერული დისკრიმინაცია საზიანო იყო როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც.[12][13]

კარიერა სასამართლოში

კოლუმბიის საოლქო რაიონის სააპელაციო სასამართლო

გინზბურგი პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად 1980 წელს

1980 წლის 14 აპრილს ჯიმი კარტერმა წარადგინა რუთ ბეიდერ გინზბურგის კანდიდატურა ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. ის ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა 1980 წლის 18 ივნისს და განმწესდა იმავე დღეს.[14] სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეუწყდა 1993 წლის 9 აგვისტოს იმ საფუძვლით, რომ ის დაინიშნა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.[15][16][17]

აშშ-ს უზენაესი სასამართლო

გინზბურგი ოფიციალურად ინიშნება პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ 1993 წლის 14 ივნისს

1993 წლის 14 ივნისს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა რუთ ბეიდერ გინზბურგი დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, რომელიც გამოთავისუფლებული იყო მოსამართლე ბაირონ უაიტსის პენსიაზე გასვლის გამო. რუთ ბეიდერ გინზბურგს რეკომენდაცია გაუწია აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ჯანეტ რენომ[18], უტას რესპუბლიკელი სენატორის ორრინ ჰეჩის[19] წინადადებით. ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროფესიონალური სამართალწარმოების მუდმივმოქმედმა კომიტეტმა (American Bar Association's Standing Committee on the Federal Judiciary) რუთ ბეიდერ გინზბურგი შეაფასა, როგორც "მაღალკვალიფიციური", რაც იმ დროისათვის იყო ყველაზე მაღალი შეფასება მომავლი მოსამართლეობის კანდიდატისათვის.[20]

გინზბურგის ფიცის დადების ცერემონია სასამართლოს წარმომადგენელ უილიამ რენკვისტის, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მარტინ გინზბურგის თანდასწრებით

ის ოფიციალურად დაინიშნა 1993 წლის 5 აგვისტოს და ფიცი დადო 1993 წლის 10 აგვისტოს.[21]

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

გინზბურგმა თავისი საქმიანობა სასამართლოში დაახასიათა, როგორც გადაწყვეტილების გამოტანის ფრთხილი მიდგომა.[22] კასს ცანსეტინმა დაახასიათა გინზბურგი, როგორც რაციონალური მინიმალისტი, იურისტი, რომელიც ცდილობს ფრთხილად ააშენოს გადაწყვეტილება პრეზედენტებზე და არ ააგოს კონსტიტუცია საკუთარ ხედვებზე.[23]

საქმეზე შეერთებული შტატები ვირჯინიის წინააღმდეგ (United States v. Virginia, 1996) გინზბურგი წარმოადგენს ავტორს სასამართლო დასკვნისა ვინჯინიის სამხედრო ინსტიტუტში (Virginia Military Institute) მიღების წესების შესახებ მხოლოდ მამაკაცებისა, როგორც მეთოთხმეტე შესწორების დარღვევა. ვინჯინიის სამხედრო ინსტიტუტი - პრესტიჟული სახელმწიფო სამხედრო დაწესებულება არ იღებდა ქალებს. გინზბურგის მოსაზრებით, სახელმწიფო სუბიექტს, ისეთს როგორც Virginia Military Institute, არ შეეძლო უარი ეთქვა გენდერული ნიშნით ქალებისათვის მათი უნიკალური საგანმანათლებლო მეთოდებით სწავლებაზე.[24] გინზბურგმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს "უაღრესად დამაჯერებელი შემთხვევა" გენდერული ნიშნის გამოყენებისათვის.[25]

გინზბურგის პორტრეტი 2000 წელს

გინზბურგი არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ლედბეთერი გუდიარის წინააღმდეგ (Ledbetter v. Goodyear, 2007), მოსარჩელე ლილი ლედბეთერმა სარჩელი შეიტანა თავისი დამსაქმებლის წინააღმდეგ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გაუქმების მოთხოვნით სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონის მეშვიდე განყოფილების შესაბამისად. უმრავლესობამ ხანდაზმულობის ვადა განმარტა, როგორც სამუშაოს დასაწყისი თითოეული ანაზღაურების პერიოდში მაშინაც კი, თუ ქალმა არ იცოდა, რომ მას უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მამაკაცს. გინზბურგმა ზემოაღნიშნული მიიჩნია აბსურდულად და აღნიშნა, რომ ქალებმა ხშირად არ იციან, რომ მათ ნაკლებს უხდიან, ამიტომ უსამართლო იქნებოდა მოველოდეთ, რომ ისინი იმოქმედებენ ყოველ ჩარიცხულ ხელფასზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ იმ სფეროში მომუშავე ქალებს, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ, არ სურდათ შეეტანათ სარჩელი მცირე თანხების გამო და ამის ნაცვლად ამჯობინებდნენ დალოდებოდნენ სანამ უთანასწორობის შემთხვევები არ დაგროვდებოდა.[26] გინზბურგმა კონგრესს მოუწოდა შეეტანა ცვლილება, რათა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო კანონმდებლობით. პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩევნების შემდეგ, Lilly Ledbetter Fair Pay Act[27] გახდა კანონი[28][29], რამაც დასაქმებულებს გაუადვილა შესაძლებლობა მოეგოთ სარჩელები შრომის ანაზღაურებისას დისკრიმინაციის შესახებ. გინზბერგს ამ კანონის შექმნაში დახმარება მიეწერება.[30][31]



სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი