სამხრეთი კუნძული

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამხრეთი კუნძული (მრავალმნიშვნელოვანი).

სამხრეთი კუნძული (ინგლ. South Island, მაორი. Te Wai-pounamu) — ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი კუნძული.

სამხრეთი კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. South Island
მაორი. Te Wai-pounamu
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 43°59′ ს. გ. 170°27′ ა. გ. / 43.983° ს. გ. 170.450° ა. გ. / -43.983; 170.450
ფართობი 150 437 კმ²
უმაღლესი წერტილი 3754 მ
კუკის მთა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 048 300 (2013)
სიმჭიდროვე 6,97 ად. /კმ²

გეოგრაფია

კუნძულის ფართობია — 150 437[1] კმ², ეს სიდიდით მე-12 კუნძულია მსოფლიოში.

სამხრეთი კუნძული გამოყოფილია კუკის სრუტით ჩრდილოეთი კუნძულისაგან. კუნძულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულია სამხრეთი ალპები, რომლეზეც მდებარეობს ახალი ზელანდიის უმაღლესი თოვლიანი მწვერვალი კუკის მთა (3754 მ). ამ კუნძულის 18 პიკი მაღალია 3000 მეტრზე. მთებში დაახლოებით 360 მყინვარია. მათ შორის ყველაზე დიდია ტასმანის მყინვარი, ფრანც-იოსების მყინვარი და ფოქსის მყინვარი. პლეისტოცენური გამყინვარების ეპოქაში მყინვარებს ჰქონდათ დიდი სიმძლავრე და არაერთხელ ეშვებოდნენ აღმოსავლეთით მდებარე კენტერბერის ვაკეზე და ეკავათ მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთით თანამედროვე ოტაგოს რეგიონში. ამ რაიონებისათვის დამახასიათებელია ღრმა U-ს მსგავსი ველები, ძლიერ განცალკევებული რელიეფი და წაგრძელებული ფორმის ცივი ტბებიტე-ანაუ, მანაპოური, უაკატიპუ და ჰაუეა. ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია — სატერლენდი (580 მ). სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სუთლენდის დაბლობი და ოტაგოს პლატო. ჰავა სუბტროპიკულია, ზღვისა, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში — ზომიერი.

კუნძულზე მდებარეობენ ისეთი ენდემური სახეობების არეალები, როგორიცაა თუთიყუში კეა (ლათ. Nestor notabilis).

მოსახლეობა

2013 წლის შეფასებით, კუნძულზე ცხოვრობს 1 048 300 ადამიანი[2], რაც დაახლოებით შეადგენს ახალი ზელანდიის მთელი მოსახლეობის 24 %-ს. კუნძულზე მდებარე დიდი ქალაქებია — დანიდინი და კრაისტჩერჩი. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი.

ადმინისტრაციული წყობა

ადმინისტრაციულად სამხრეთი კუნძული იყოფა შვიდ რეგიონად:

ნორთლანდიოკლენდიოკლენდიოკლენდიუაიკატოBay of Plentyგიზბორნიჰოკს-ბეიტარანაკიმანავატუ-უანგანუიუელინგტონიტასმანიტასმანინელსონიმარლბორომარლბოროუესტ-კოსტიუესტ-კოსტიკენტერბერიოტაგოსაუთლანდისაუთლანდი
Regions of New Zealand
№ რუკაზერეგიონირეგიონული საბჭოადმინისტრაციული ცენტრიკუნძულიფართობი
(კმ²)[3]
მოსახლეობა[4]
ად. (2013)
ISO 3166-2
10ტასმანი (1)ტასმანის რაიონული საბჭორიჩმონდისამხრეთი978647 157NZ-TAS
11ნელსონი (1)ნელსონის საქალაქო საბჭონელსონისამხრეთი44546 437NZ-NSN
12მარლბორო (1)მარლბოროს რაიონული საბჭობლენემისამხრეთი12 48443 416NZ-MBH
13უესტ-კოსტიუესტ-კოსტის რეგიონული საბჭოგრეიმუთისამხრეთი23 33632 148NZ-WTC
14კენტერბერიკენტერბერის რეგიონული საბჭოკრაისტჩერჩისამხრეთი45 346539 436NZ-CAN
15ოტაგოოტაგოს რეგიონული საბჭოდანიდინისამხრეთი31 990202 467NZ-OTA
16საუთლანდისაუთლანდის რეგიონული საბჭოინვერკარგილისამხრეთი34 34793 339NZ-STL
სულ157 7341 004 400

(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი