სელენა გომესი

სელენა მარია გომესი (დ. 22 ივლისი, 1992) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“

სელენა გომესი

სელენა გომესი 2019 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სელენა მარი გომესი
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1992 (1992-07-22) (31 წლის),გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ
დაბ. ადგილი Grand Prairie
ეროვნება მექსიკელი ამერიკელები[1] და იტალო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, საცეკვაო პოპი ,სინთპოპი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
ლეიბლ(ებ)ი Hollywood
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
სელენა გომესი ვიკისაწყობში

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

ადრეული ცხოვრება

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.

სამსახიობო კარიერა

2002–06: „ბარნი და მეგობრები“

სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.

2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი“, სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი“.

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

2010 წლიდან დღემდე

ფილმის „რამონა და ბიზუსი“ პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო“. ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“ მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.

2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"

მუსიკალური კარიერა

2009 წელი: სოლო კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდტრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

სელენა მონტე-კარლოს გადაღებებზე პარიზში

Selena Gomez & the Scene

სელენა 2011 წლის MuchMusic Video Awards–ზე

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს.2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.[3]

დისკოგრაფია

როგორც Selena Gomez & the Scene
  • Kiss & Tell (2009)
  • A Year Without Rain (2010)
  • When the Sun Goes Down (2011)
სოლო
  • Stars Dance (2013)
  • Revival (2015)
  • Rare (2020)

მუსიკალური ვიდეოები

წელისათაური
2008Cruella de Vil
Tell Me Something I Don't Know
Fly To Your Heart
2009One and the Same (სელენა გომესი,დემი ლოვატო)
Magic
Send It On (სელენა გომესი,მაილი საირუსი, დემი ლოვატო, და ძმები ჯონასები)
Falling Down
Naturally
2010Round & Round
A Year Without Rain
2011Who Says
Love You Like a Love Song

სხვა სიმღერები

წელისიმღერაალბომი
2006Brain ZappedBrain Zapped
2008Cruella de VilDisneymania 6
2008Tell Me Something I Don't KnowNew Classic
2008New Classic (დრიუ სილისთან ერთად)Another Cinderella Story
2008Bang a DrumAnother Cinderella Story
2008New Classic (Live) (დრიუ სილისთან ერთად)Another Cinderella Story
2008Fly to Your HeartTinker Bell
2009One and the Same (დემი ლოვატოსთან ერთად)Disney Channel Playlist
2009Everything Is Not What It SeemsWizards of Waverly Place
2009DisappearWizards of Waverly Place
2009MagicalWizards of Waverly Place
2009MagicWizards of Waverly Place
2010Trust in Me (The Python's Song) (დისნეის ჯუნგლების წიგნიდან)Disneymania 7
2010Shake It UpShake It Up: Break It Down

მუსიკალური ვიდეოები

წელისათაურიმომღერალი
2008Burnin' Upძმები ჯონასები
2011The Dance RoutineThe Midnight Beast

ფილმოგრაფია

ფილმები

წელისათაურიროლიშენიშვნა
2003Spy Kids 3-D: Game OverWaterpark Girlმცირე როლი
2005Walker, Texas Ranger: Trial by Fireჯულისატელევიზიო ფილმი
2008კიდევ ერთი კონკიას ამბავიმერი სანტიაგომთავარი როლი
2008Horton Hears a Who!ჰელგახმა
2009პრინცესების დაცვის პროგრამაკარტერ მეისონიმთავარი როლი
2009ჯადოქრები უეივერლი პლეისიდანალექს რუსომთავარი როლი
2009Arthur and the Vengeance of Maltazardპრინცესა სელენიახმა
2009Arthur 3: The War of the Two Worldsპრინცესა სელენიახმა
2010რამონა და ბიზუსი[4]ბეატრის "ბიზუს" ქვიმბიმთავარი როლი
2011მონტე-კარლო[5]გრეის ბენეტი/კორდელია ვინსროპ სკოტიმთავარი როლი
2011The Muppetsთვითონ

ტელესერიალები

წელისათაურიროლიშენიშვნა
2002–2003ბარნი და მეგობრებიჯიანაგანმეორებადი როლი
2006Brain Zappedემილი გრაის გარსიაOnly Pilot was made[6]
2006The Suite Life of Zack & Codyგვენიმე-2 სეზონი ,22-ე ეპიზოდი
2007–2008ჰანა მონტანამიკაილამე-2 სეზონი
2007–presentჯადოქრები უეივერლი პლეისიდანალექს რუსომთავარი როლი
2009The Suite Life on Deckალექს რუსო1-ლი სეზონი,21-ე ეპიზოდი
2009სანის აქვს შანსითვითონ1-ლი სეზონი მე-13 ეპიზოდი
2011So Random!თვითონ
2011PrankStarsთვითონსტუმარი ვარსკვლავი

ჯილდოები და ნომინაციები

წელიჯილდოკატეგორიანაწარმოებიშედეგი
2008Alma Award[7]Outstanding Female Performance in a Comedy Television Seriesჯადოქრები უეივერლი პლეისიდანნომინირებული
Imagen AwardsBest Actress – Television
2009NAACP Image Awards[8]Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Special
Nickelodeon Kids' Choice Awards[9]Favorite TV Actressმოგებული
Young Artist Award[10]Best Performance in a TV Movie, Miniseries, or Special – Leading Young Actressკიდევ ერთი კონკიას ამბავი
Best Performance in a TV Series – Leading Young Actressჯადოქრები უეივერლი პლეისიდანნომინირებული
Best Performance in a Voice-over RoleHorton Hears a Who!
თინეიჯერთა რჩეული[11]"Choice Summer- Celebrity Dancer"კიდევ ერთი ისტორია კონკიაზემოგებული
"Choice Summer – TV Star-Female"პრინცესების დაცვის პროგრამა
"Choice Other Stuff – Red Carpet Icon: Female"თვითონ
Hollywood Style Awards[12]Style Igenueთვითონმოგებული
Imagen AwardsBest Actress – Televisionჯადოქრები უეივერლი პლეისიდანნომინირებული
Alma Award[13]Special Achievement Comedy – Television – Actressმოგებული
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[14]Fave International TV Starნომინირებული
2010Gracie Award[15]Outstanding Female Rising Star in a Comedy Seriesმოგებული
NAACP Image Awards[16]Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Specialნომინირებული
Nickelodeon Kids' Choice Awards[17]Favorite TV Actressმოგებული
Young Artist Award[18]Best Performance in a TV Movie, Miniseries, or Special – Leading Young Actressპრინცესების დაცვის პროგრამანომინირებული
BET Awards[19]YoungStars Awardჯადოქრები უეივერლი პლეისიდან
American Latino Awards[20]Favorite American Latino Actor
2010 Teen Choice Awards[21]Choice TV Actress: Comedyმოგებული
Choice Red Carpet Fashion Icon: Femaleთვითონ
Choice Summer: Movie Star- Femaleრამონა და ბიზუსინომინირებული
Imagen AwardsBest Actress – Televisionჯადოქრები უეივერლი პლეისიდან: ფილმი
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[22]Fave TV Starჯადოქრები უეივერლი პლეისიდანმოგებული
2011NAACP Image Awards[23]Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Specialნომინირებული
2011 Kids' Choice Awards[24]Favorite TV Actressმოგებული
Favorite Female Singerთვითონნომინირებული
2011 Teen Choice Awards[25]Choice Female Hottieმოგებული
Choice TV Actress: Comedyჯადოქრები უეივერლი პლეისიდან
Choice Summer: Movie Star- Femaleმონტე-კარლონომინირებული
Choice Summer: Music Star- Femaleთვითონ
Imagen Awards[26]Best Young Actress – Televisionჯადოქრები უეივერლი პლეისიდანმოგებული
Alma Award[27]Favorite TV Actress – Leading Role in a Comedyნომინირებული
Favorite Movie Actress – Comedy/Musicalმონტე-კარლო
Favorite Female Music Artistთვითონ
MTV Europe Music Awards[28]Biggest Fansნომინირებული
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[29]Fave TV Starჯადოქრები უეივერლი პლეისიდანმოგებული
Nickelodeon Argentina Kids' Choice Awards [30]Favorite International SingerSelena Gomez & the Scene

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  • Gary Trust. (April 15, 2011) Ask Billboard: From 'S&M' To Disney Acts. ბილბორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-03. ციტირების თარიღი: 2011-04-17.
  • Selena Gomez, Joey King Are Beezus and Ramona. Artistdirect.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-23. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  • Monte Carlo (2011) - IMDb
  • Spocket Girl Creative. Official Site for Brain Zapped | Written and Directed by Eliud George Garcia. Brainzapped.com. ციტირების თარიღი: 2011-07-04.
  • Alma Awards 2008. AlmaAward.com (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-30. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  • The 40th NAACP Image Awards. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  • Nickelodeon Kids' Choice Awards 2009 Press Kit. Nickkcapress.com (2009-03-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-15. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  • 30th Annual Young Artist Awards. YoungArtistAwards.org (2009-06-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  • Teen Choice Awards 2009: The Winners. teenchoiceawards.com/. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  • 2009 HOLLYWOOD STYLE AWARDS WINNERS. Glamour Vanity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-17. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
  • 2009 ALMA Award Nominees & * Winners. Alma Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-25. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  • David Knox. (2009-09-20) 2009 Kid's Choice Awards: Nominees: TV Tonight. TVTonight.au.com. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  • 2010 Gracie Awards Winners. Gracie Allen Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-12. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
  • The 41st NAACP Image Awards. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-08. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  • 2010 Nickelodeon Kids' Choice Awards. Nickkcapress.com (2010-02-14). ციტირების თარიღი: 2010-02-14.
  • 31st Annual Young Artist Award. youngartistawards.org/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 2010-02-22.
  • YOUNGSTARS AWARD. Bet.com (2010-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  • Welcome to the 4th Annual American Latino TV Awards. americanlatino.tv (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-24. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  • 2010 Teen Choice Awards Winners List. TeenChoiceAwards.com. ციტირების თარიღი: 2010-06-15.
  • Australian Nickelodeon Kids' Choice Awards 2010 Winners. http://www.cambio.com/ (2010-10-10). ციტირების თარიღი: 2010-10-09.
  • Television Nominees. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2011-03-04.
  • The Winners. http://www.nick.com/ (2011-02-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-09. ციტირების თარიღი: 2011-02-10.
  • 2011 Teen Choice Award Nominees & Winners. http://www.chiff.com/ (2011-06-29). ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  • Winners of 26th Annual Imagen Awards Announced Honoring Latinos in Entertainment. http://www.imagen.org/ (2011-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  • Selena Gomez Ties Christina Aguilera for Most Alma Award Noms. http://www.okmagazine.com/ (2011-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-11. ციტირების თარიღი: 2011-07-28.
  • Vote. http://uk.mtvema.com/ (2011-09-20). ციტირების თარიღი: 2011-09-20.
  • Hot Hits. (2011-10-07) 2011 Australian Nickelodeon Kids Choice Awards 2011 Winners List. thehothits.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2011-10-07.
  • Javier Rodríguez Petersen. (2011-10-12) Bandas, premios y slime: huele a espíritu preadolescente. clarin.com. ციტირების თარიღი: 2011-11-05.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი