სიმკვრივე

სიმკვრივე (აღნიშვნა: < ბერძ. ρω — „რო“, < ინგლ. Density) — ფიზიკური სიდიდე, რომელსაც ერთგვაროვანი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ მისი მოცულობის ერთეულის მასით.

სიმკვრივე

საცდელი სინჯარა, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სიმკვრივის ოთხი შეურევადი ფერის სითხე
სიმბოლოს აღნიშვნა ,
SI სისტემა კგ/მ3
ექსტენსიურია? არა
ინტენსიურია? კი
შენახვადია? არა
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

სხეულის სიმკვრივე სკალარული სიდიდეა, რადგან იგი ორი სკალარული სიდიდის ფარდობაა. არაერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივე არის მოცულობასთან მასის ფარდობის ზღვარი, როცა მოცულობა მოიჭიმება იმ წერტილისაკენ, რომელშიც განისაზღვრება სიმკვრივე.

ორი ნივთიერების სიმკვრივეთა ფარდობას განსაზღვრულ სტანდარტულ ფიზიკურ პირობებში უწოდებენ ფარდობითს სიმკვრივეს, რომელსაც თხევადი და მყარი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ გამოხდილი წყლის სიმკვრივის მიმართ 4°C-ზე, აირებისათვის — მშრალი ჰაერის ან წყლის სიმკვრივის მიმართ ნორმალურ პირობებში, ხოლო სხეულის საშუალო სიმკვრივეს — მასის ფარდობით მის მოცულობასთან, ე. ი. .

SI სისტემაში , , მაშინ .

ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 მ3 მოცულობა შეიცავს 1 კგ მასას.

CGS სისტემაში , , მაშინ .

ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 სმ3 მოცულობა შეიცავს 1 გ მასას.

პრაქტიკაში სარგებლობენ აგრეთვე სიმკვრივის სისტემის გარეშე ერთეულებით: გ/ლ, ტ/მ3 და სხვა.

ფოროვანი და ფხვიერი სხეულებისათვის განარჩევენ ჭეშმარიტ სიმკვრივეს (განსაზღვრავენ სხეულშ არსებული სიცარიელების გაუთვალისწინებლად) და მოჩენებითს სიმკვრივეს (სხეულის მასის ფარდობა თავის მიერ დაკავებულ მთელ მოცულობასთან). სიმკვრივე, როგორც წესი, მცირდება ტემპერატურის გადიდებით და იზრდება წნევის გაზრდით. ნივთიერების აგრეგატული გარდაქმნისას სიმკვრივე იცვლება ნახტომისებურად. სიმკვრივეს ზომავენ არეომეტრით, პიკნომეტრით, სიმკვრივესაზომით და სხვა.

ბუნებრივი სხეულებისა და გარემოს სიმკვრივის მნიშვნელობის დიაპაზონი ძალიან ფართოა. მაგალითად, ვარსკვლავთშორისი გარემოს სიმკვრივე არ აღემატება 10-21 კგ/მ3, ხოლო ნეიტრონული ვარსკვლავების სიმკვრივე აღწევს 1020 კგ/მ3-ს.

ზოგიერთი ნივთიერების, მასალისა და მინერალის სიმკვრივე

აირები (ნსპ)გ/ლსითხეებიკგ/მ3მყარი სხეულები და მასალებიკგ/მ3
აზოტი 1.251აზოტმჟავა 1510ალუმინი 2700
აზოტის ჟანგი 1.340აცეტონი 791ბეტონი2150
ამიაკი 0.771ბენზინი710გრანიტი2600
აცეტილენი 1.171გლიცერინი 1260გრაფიტი, მინა2500
გოგირდის ორჟანგი 2.927გოგირდმჟავა 1840ვოლფრამი 19300
ეთილენი 1.260ეთილის სპირტი 789.4კალა 5850
მეთანი 0.717ვერცხლისწყალი 13546კორუნდი4000
ნახშირორჟანგი 1.977მცენარეული ზეთები914-962პარაფინი890
ჟანგბადი 1.429ნიტრობენზოლი 1203პლატინა 21450
რადონი 9.730ოთხქლორიანი ნახშირბადი 1594რკინა 7874
ქლორი 3.214ჟანგბადი (–200°C)122.5საცობი240
ქლორწყალბადი 1.639სკიპიდარი865ტექსტოლიტი1350
ქსენონი 5.894ქლოროფორმი 1489ტყვია 11340
წყალბადი 0.08988ძმარმჟავა 1049ფაიფური2350
ჰაერი (მშრალი)1.293წყალბადი (–240°C)43.2ფოლადი (ნახშირბადოვანი)7750
ჰელიუმი 0.1786წყალი 998.2ქარსი2900
ნეონი 0.9002ყინული900
არგონი 1.784არყი (მშრალი)650
კრიპტონი 3.749მუხა (მშრალი)750

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი