სონ ჰინ მინი

Koreanischer Nameგაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
სონი, ხოლო სახელი — ჰინ მინი.

სონ ჰინ მინი (კორ. 손흥민, ˈsɒn ˈhʊŋ.mɪn/, დ. 8 ივლისი, 1992) — სამხრეთ კორეელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ტოტენჰემ ჰოტსპურში. ის ასევე არის სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი.[6]

სონ ჰინ მინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სონ ჰინ მინი[1]
დაბადების
თარიღი
8 ივლისი, 1992 (1992-07-08) (31 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ჩუნჩონი, სამხრეთი კორეა
სიმაღლე1.83 მ[3]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტოტენჰემ ჰოტსპური
ნომერი7
ახალგაზრდული კარიერა
2006–2007[4]იუკმინკვანის საშუალო სკოლა
2007[5]დონბუკის საშუალო სკოლა
2008–2010ჰამბურგი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2010ჰამბურგი II6(1)
2010–2013ჰამბურგი73(20)
2013–2015ბაიერ 04 ლევერკუზენი62(21)
2015–ტოტენჰემ ჰოტსპური205(74)
ეროვნული ნაკრები
სამხრეთი კორეა U1718(7)
სამხრეთი კორეა U1910(3)
სამხრეთი კორეა94(29)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2021

დაიბადა ჩუნჩონში, სამხრეთი კორეა, კანვიონის პროვინციაში, 16 წლის ასაკში კი გერმანიაში გადავიდა ჰამბურგში სათამაშოდ. გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგაში მისი დებიუტი. 2013 წელს ის გადავიდა ბაიერ 04 ლევერკუზენში კლუბისათვის რეკორდულ, 10 მილიონ ევროდ. ორი წლის შემდეგ ჰინ მინმა ხელშეკრულება გააფრომა ტოტენჰემთან და კლუბს 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამის გამო სონ ჰინ მინი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ აზიელადაა მიჩნეული.[7] ტოტენჰემში ყოფნისას ფეხბურთელი ყველაზე შედეგიანი მეგოლე აზიელი გახდა როგორც ინგლისის პრემიერ ლიგაში, ასევე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე.[8] 2019 წელს ის გახდა მეორე აზიელი ისტორიაში პარკ ჯი სუნის შემდეგ, რომელმაც მიაღწია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.[9]

ადრეული წლები

სონ ჰინ მინი დაიბადა ჩუნჩონში, კანვიონის პროვინციაში, სამხრეთი კორეა. მისი მამა, სონ ვუნგ ჯუნგი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც მოგვიანებით მენეჯერი გახდა. სონ ვუნგ ჯუნგი ერთი პერიოდი სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების B გუნდში თამაშობდა.

სონი საფეხბურთო აკადემიაში გაწევრიანდა, რომელიც საფეხბურთო კლუბ სეულის დაქვემდებარებაში არსებობდა. ამავე აკადემიაში მოღვაწეობდა ჰოტსპურის მცველი ლი იანგ პიო. სონ ჰინ მინი მშობლიური კორეულის გარდა ფლობს გერმანულსა და ინგლისურ ენებს. მისმა აგენტმა, თის ბლიმისტერმა სონის შესახებ განაცხადა, რომ ფეხბურთელს იმდენად სურდა წარმატებისათვის ევროპაში მიეღწია, რომ გერმანული ენის სასწავლად ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალს უყურებდა.[10]

თამაშის სტილი

სონს თავდამსხმელის სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში[6][11] და თუ საჭირო გახდა, შემტევი ნახევარმცველიც და ფრთის მცველიც შეუძლია იყოს. ამის შესახებ მას უთქვამს: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ. მთავარი ისაა, რომ თამაშში ვარ. შემიძლია მეორე თავდამსხმელად ან თუნაც უკან ვითამაშო. რასაც მწვრთნელი მეტყვის, მეც იმას გავაკეთებ. მე არ მაქვს საყვარელი პოზიცია.“[12][13]

მას თანაბრად შეუძლია ითამაშოს ორივე ფეხით, ფეთქებადი ტემპით, პოზიციის შეგრძნებით, მოძრაობით, ბურთის კონტროლითა და ეფექტური დასრულებით, რაც ფეხბურთელს კონტრშეტევებზე მეტად საშიშს ხდის.[14] სონ ჰინ მინს თანაგუნდელები და მედია ხშირად აქებენ თავდაუზოგავი მუშაობისა და გუნდის თავდაცვაში შეტანილი წვლილისათვის. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ ჰინ მინს გოლების გატანასთან ერთად თანაგუნდელებისათვის შედეგიანი გადაცემების გაკეთებაც შეუძლია.[13][15]

პირადი ცხოვრება

სონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ფეხბურთის დატოვებამდე დაქორწინება არ სურს. ის ურთიერთობაში იყო K-pop-ის მომღერლებს, ბან მინ ასა და იო სო იანგთან.[16] 2021 წლის ოქტომბერში გავრცელდა ჭორები, რომ სონი ურთიერთობაში იყო Blackpink-ის წევრ კიმ ჯისუსთან.[17] მიუხედვად ამისა, YG Entertainment-მა უარყო ეს ჭორები და საზოგადოებას მოუწოდა, რომ „ამგვარი სპეკულაციებისაგან თავი შეეკავებინათ“.[18]

COVID-19-ის პერიოდში, მაშინ როდესაც ფეხბურთის მატჩები არ მინდინარეობდა, სონ ჰინ მინმა ეს პაუზა სამხრეთ კორეის სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასასრულებლად გამოიყენა. აზიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების გამო ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ამის მიუხედავად მას საბაზისო სამხედრო მომზადების გავლა მაინც მოუწია. მან ეს სამსახური კორეის რესპუბლიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსში, ჩეჯუს პროვინციაში გაიარა 2020 წლის აპრილსა და მაისში და 157 მონაწილეს შორის ხუთ საუკეთესოში დაიკავა ადგილი.[19][20]

ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელი სტრატეგიული ვიდეო თამაშის, League of Legends-ის გულშემატკივარია.[21]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი