ჩინეთის საგარეო ურთიერთობები

ჩინეთს, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სრული დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 სახელმწიფოდან 178 ქვეყანასთან, კუკის კუნძულებთან, ნიუესა და პალესტინის სახელმწიფოსთან აქვს. 2019 წელს ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომატიური მისია ჰყავდა.[1][2] როგორც ძლიერი სახელმწიფო და პოტენციური სუპერსახელმწიფო,[3][4] ჩინეთი აღნიშნავს, რომ იგი „პირდაპირ მიჰყვება მშვიდობის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას“.[5] ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური მიზნები მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრირებისკენ, რაც ქვეყნის რეფორმისა და ღია პოლიტიკის დანერგვის, ასევე მოდერნიზაციისა და მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის სათანადო საერთაშორისო გარემოს შექმნისკენაა მიმართული. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პრინციპი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული ინტეგრირება“ არ არის ჩართული იმ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებში, რომლებიც ტაივანს ცნობენ. ამ უკანასკნელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცალკე ერად არ მიიჩნევს.[6]

სახელმწიფოები, რომლებთანაც ჩინეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ჩინეთი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მნიშვნელოვანი ადგილები უკავია, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა. ჩინეთი ბირთვულ იარაღს ფლობს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. დღეისთვის ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ხასიათდება მეზობელ ქვეყნებთან და მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობით, რაც ჩინეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისია და კონკურენტულ მსოფლიოში გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის შიდა განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.[7]

ორმხრივი ურთიერთობები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანი

ჩინეთსა და ირანს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1937 წელს დაიწყო. 2001 წლის მარტში ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერს 25 წლიან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს და „პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ეკონომიკურ“ კომოპონენტებსაც მოიცავს.[8] ირანსა და ჩინეთს შორის ურთიერთოების ერთ-ერთი მთავარი სვეტი ნავთობი და ბუნებრივი აირია. 2011 წელს ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 10% ირანზე მოდიოდა.[9] ჩინეთში ირანიდან იმპორტირებული საქონლის 80%-ს ნავთობი შეადგენს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მირენარელბსა და ქიმიურ პროდუქტებზე მოდის.

თურქეთი

ჩინეთსა და თურქეთს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1934 წელს დაიწყო. თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1971 წლის 5 აგვისტოს აღიარა.

თურქეთი ადასტურებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აღიარებს ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ წარმომადგენლად. ჩინეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები სამბოლსა და იზმირშია განთავსებული. თურქეთის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჰონგ-კონგში, გუანჯოუსა და შანხაიშია. ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციის დამფუძნებელი და წამყვანი წევრია, ხოლო თურქეთის დიალოგის პარტნიორი სახელმწიფოა.[10]

იაპონია

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი (მარჯვნივ) აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე და-ნანგში, ვიეტნამში

ჩინეთსა და იაპონიას ორჯერ ჰქონდათო ომი: 1894-1895 და 1937-1945 წლებში. პერიოდულად ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებში წინა პლანზე ინაცვლებს იაპონიის სამხედრო ძალის საკითხები და კრიტიკა იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების სახელმძღანელოებში არშეტანის გამო. ჩინეთსა და იაპონიას ურთიერთობები დაიძაბა იაპონიის მიერ მისი სამხედრო წარსული უარყოფით ჩინეთის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. განსაკუთრებული კამათის საგანია იაპონელი სახელმწიფოს მოხელეების მიერ რევიზიონისტული კომენტარები და იაპონიის ზოგიერთ ისტორიულ სახელმძღვანელოში 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტის ინტერპრეტაცია. 2006 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრად შინზო აბეს დანიშვნისა და 2010 წელს ჩინეთისა და იაპონიის მიერ ერთობლივად ჩატარებული ისტორიული კვლევისას გამოშვებული მოხსენების შემდეგ, რომელშიც იაპონიის სამხედრო დანაშაულების შესახებ ახალ კონსენსუსს მიაღწიეს, სინო-იაპონური ურთიერთობები საგრძნობლად დათბა.[11] 2010-იან წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა, როცა იაპონიამ ჩინეთი იშვიათა მიწა-ლითონების რეზერვების შეკავებაში დასდო ბრალი.[12]

სენკაკუს კუნძულების დავა

2021 წლის მარტის ბოლოს იაპონიის სანაპირო დაცვის გემებმა მათ სანაპირო წყლებში ჩინეთის მთავრობის სათევზაო გემები შეამჩნიეს. იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის ჩინური გემების მიერ იაპონურ წყლებში თევზაობის მე-11 შემთხვევა იყო. 2021 წლის აპრილში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-სამხედრო ძალების ექვსი საომარი ხომალდი კუნძულების მახლობლად შენიშნეს. იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების განცხადებით, ფლოტილიაში ცნობილი ავიამზიდი, „ლიაონინგიც“ შედიოდა.[13]

ჩრდილოეთი კორეა

ზოგადად ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ქვეყნებს შორის კავშირები ბოლო წლებში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გამო ზოგჯერ იძაბება. ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას სპეციალური ურთიერთობა აქვს.[14] ხშირად ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ.[15][16][17]

ჩინეთის საელჩო ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო – ჩონგჟინში.[18] ჩრდილოეთ კორეის საელჩო ჩინეთში პეკინშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო შენიანში მდებარეობს.

სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის საელჩო პეკინში, ჩინეთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად 1992 წლის 23 აგვისტოს დამყარდა. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხოლოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთი კორეა) ცნობდა, ხოლო სამხრეთი კორეა მხოლოდ ტაივანს აღიარებდა. სამხრეთი კორეა აზიის ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა. ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის სტრატეგიული და ორმხრივი პარტნიორობა გაუმჯობესდა.

ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ვაჭრობა, ტურიზმი და მულტიკულტურალიზმია. მიუხედავად ამისა, ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განხეთქილებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში.[19]

ბანგლადეში

ჩინეთსა და ბანგლადეშს შორის ადრეული ურთიერთობები საკმაოდ ცივი იყო, რაც ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გაეროში ბანგლადეშის გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჩინეთმა დიდი ძალისხმევით ბევრ მეზობელ სახელმწიფოსთან გააუმჯობესა ურთიერთობები. 2006 წელს აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ჩინეთთან ვაჭრობის დონემ რეკორდულ დონეს მიაღწია. ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ბალანსი ჩინეთის მხარესაა. ჩინეთი ოფიციალურად დათანხმდა ბანგლადეშს ბირთვული ელექტროსადგურის განვითარებაში დახმარებას. ბანგლადეშმა ხელი მოაწერა Apsco-ს შეთანხმებას სხვა 6 სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც ჩინეთთან ერთად კოსმოსის გამოკვლევის შესახებ პაქტის ფორმირებას გულისხმობს.[20]

ინდოეთი

ჩინური კონტეინერების ხომალდი ჯავაჰარლალ ნერუს პორტში. 2010 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ჩინეთი ინდოეთის ერთეული უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[21]

1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომის, 1967 წლის ნათუ-ლისა და ჩო-ლის შეტაკებებისა და ლადახის, აქსაი-ჩინისა და არუნაჩალ-პრადეშის გამო დღემდე მიმდინარე სასაზღვრო კონფლიქტის მიუხედავად, სინო-ინდური ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა 1988 წლის შემდეგ. ორივე ქვეყანა საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას, ვაჭრობისა და კულტურული კავშირების გაფართოებასა და ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.[22]

2004 წლიდან ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. 2007 წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის დონე 36 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა და ჩინეთი ინდოეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[23] ეკონომიკური ურთიერთკავშირის ზრდამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დაახლოებასაც შეუწყო ხელი და სახელმწიფოები საზღვრებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას ესწრაფვიან.[24] ბირთვული ენერგიის შესახებ ინდოეთ-აშშ-ის შეთანხმების მსგავსად, ინდოეთი და ჩინეთიც შეთანხმდნენ სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.[25] თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები ხშირად ინდოეთისას არ ემთხვევა. ორივე ქვეყანა უდიდესი ინვესტორია აფრიკაში[26] და კონტინენტის უხვ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისთვის კონკურენციაში არიან.[27]

სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა 2017 წლის დოკლამის სასაზღვრო დავისა და 2020-2021 წლებში შეტაკებების დროს. ურთიერთობები დაიძაბა COVID-19-ის პანდემიის დროსაც.

პაკისტანი

პაკისტანსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთოებიაბი 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში. ბრიტანელი მკვლევარი ნასერ ამინი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და პაკისტანი კავშირი სპეციალური სახის ურთიერთობაა გლობალურ სისტემაში, რამდენადაც ისლამაბადსა და პეკინს შორის კულტურული, რელიგიური ან იდეოლოგიური ბუნებრივი კავშირები არ არსებობს. ანტანტის შექმნის შემდეგ პაკისტანი ჩინეთის უახლოესი მოკავშირეა. ორ სახემწიფოს შორის ურთიერთობები ნეორეალისტური სკოლის ერთ-ერთი მოსაზრების აშკარა გამოხატულებაა: სახელმწიფოებს შორის კავშირის გაღრმავებას საერთო ქვეყნისადმი, ინდოეთისადმი მტრული და კონკურენტული დამოკიდებულებაა.

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი ინფრასტრუქტურული პროექტების კოლექციაა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პაკისტანში.[28][29] დერეფნის შექმნის მიზანია პაკისტანის ინფრასტრუქტურის სწრაფი მოდერნიზება და მისი ეკონომიკის გაძლიერება თანამედროვე სატრანსპორტო ქსელების მშენებლობით, სხვადასხვა ენერგოპროექტის განხორციელებითა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნით.[29][30][31]ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი პაკისტანს, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მაგისტრალით აკავშირებს, რომელიც ქაშგარს ხუნჯერაბთან და გვადართან აერთიანებს.[32] ჩინეთს პაკისტანთან არაერთი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული, ისევე, როგორც ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები, როგორებიცაა ადრეული მოსავლის შეთანხმება. სახელმწიფოები გილგიტ-ბალტისტანში გადასახადებისგან თავისუფალი საექსპორტო ზონის დაარსებაზეც შეთანხმდნენ. ჩინეთი პაკისტანში დიდი ინვესტიციების ჩადებას განაგრძობს და ეხმარება გვადარის პორტის განვითარებაში, რომელიც ქვეყნის მესამე მთავარი პორტია.[33]

შრი-ლანკა

ჩინეთის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის საელჩო პეკინშია განლაგებული. ორ სახელმწიფოს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები ასეულობით წლის წინ ჩამოყალიბდა.[34]

ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის ძალიან ახლო დიპლომატიური კავშირები ჰქონდათ შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1957 წლის 7 თებერვალს დამყარდა.[35] 1996 წელს ჩინეთის მიწვევით შრი-ლანკის პრეზიდენტი ჩანდრიკა ბანდარანაიკე კუმარატუნგა სახელწიფო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. მხარეებმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. მაჰინდა რაჯაპაკსას მმართველობის დროს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტის ჩინეთსადმი დადებითი დამოკიდებულების გამო და სახელმწიფოებს შორის რამდენიმე შეთანხმება დაიდო.[36] პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას მმართველობის დროს ჩინეთსა და შრი-ლანაკს შორის ურთიერთობები კვლავ შენარჩუნდა, რამდენადაც სირისენა ქვეყანაში ჩინეთისა და ინდოეთის გავლენის ბალანსის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.[37][38] მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი მოვლენები შრი-ლანკის ჩინეთისაკენ გადახრაზე მიუთითებს, რის გამოც ჩინეთი შრი-ლანკაში ინვესტიციების დაბანდებას აგრძელებს, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დავებში შრი-ლანკა ჩინეთს უჭერს მხარს.[39][40][41]

ინდონეზია

ჩინეთსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობეი 1950 წელს დაარსდა. მანამდე ორ სახელმწიფოს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახის ურთიერთობება ჰქონდა, განსაკუთრებით, სავაჭრო სფეროში. 1945-1967 წლებში სუკარნოს პრეზიდენტობის დროს ინდონეზიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდა. 1960-იან წლებში სუკარნოს მიერ წამოწყებულმა აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ, დასავლეთის მიმართ წინააღმდეგობა გააძლიერა და ინდონეზია ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან დააახლოვა.

ჩინეთის საელჩო ჯაკარტაში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები სურაბაიასა და მედანშია განლაგებული. ინდონეზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები გუანჯოუში, შანხაისა და ჰონგ-კონგში მდებარეობს.

ჩინეთის კვლევების მერკატორის ინსტიტუტი ჩინეთ-ინდონეზიის ურთიერთობებში ოთხ ძირითად ფაზას გამოყოფს: ახლო მოკავშირეობიდან (1950-1965) მტრობამდე (1966-1990), შორეულ თანამოაზრეობამდე (1990-2014), დღევანდელ ახლო პარტნიორობამდე (2014-დღემდე).[42]

მალაიზია

ჩინეთის საელჩი კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჯორჯ-თაუნში, კოტა-კინაბალუსა და კუჩინგშია განლაგებული.[43] მალაიზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები კუნმინგში, გუანჯოუში, შანხაიში, სიანსა და ჰონგ-კონგში.[44] ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს ხელს უწყობს მალაიზიაში მყოფი ჩინური დიასპორა, რომელიც დღეისთვის მეორე უდიდესი ჩინური დიასპორაა მსოფლიოში.[45]

აღმოსავლეთი ტიმორი

ჩინეთსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა,[46] თუმცა ჩინეთის წარმომადგენელი ოფისი დილიში ჯერ კიდევ 2000 წელს გაიხსნა.[47]

კვიპროსი

კვიპროსსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1971 წლის 14 დეკემბერს დამყარდა. ჩინეთის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსის საელჩო პეკინშია განთავსებული.

ბჰუტანი

ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ბჰუტანი ასევე ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ორი ჩინეთიდან არცეთთან აქვთ ურთიერთობები. ბჰუტანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვარი 1950 წელს ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაიკეტა, რასაც ლტოლვილთა შემოდინება მოჰყვა. საზღვარი ბოლომდე ზუსტად დადგენილიც არ ყოფილა. 1961 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ტრადიციული საზღვარი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი. 1998 წელს საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შემცირდა. აღნიშნული შეთანხმება პირველი ორმხრივი შეთანხმება იყო ჩინეთსა და ბჰუტანს შორის. ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა, ბჰუტანის საპატიო საკონსულო მაკაოში 2000 წლიდან და ჰონგ-კონგში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

2005 წლის ბოლოს ბჰუტანმა განაცხადა, რომ ჩინელი სამხედროები ბჰუტანის ტერიტორიაზე გზებსა და ხიდებს აგებდნენ. ბჰუტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანდუ ვანგჩუკმა, ბჰუტანის პარლამენტში საკითხის წინ წამოწევის შემდეგ საზღვრების თემა ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილა. საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ცინ განგმა, აღნიშნა, რომ საზღვარი კვლავ სადაო რჩება და ორივე მხარე მშვიდობიან მოლაპარაკებებს განაგრძობს.[48] ბჰუტანური გაზეთი Kuensel აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა გზები შეიძლება საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გამოიყენოს.[49]

იხილეთ აგრეთვე

დამატებითი საკითხავი

  • Alden, Christopher. China Returns to Africa: A Superpower and a Continent Embrace (2008)
  • Amin, Nasser. "The dynamics of the Sino-Pakistani strategic partnership from its formation in the 1960s to the present" Journal of Contemporary Development & Management Studies 7 (2019): 51-66 online დაარქივებული 2020-07-16 საიტზე Wayback Machine.
  • Bajpai, Kanti, Selina Ho, and Manjari Chatterjee Miller, eds. Routledge Handbook of China–India Relations (Routledge, 2020). excerpt
  • Cohen, Warren I. America's Response to China: A History of Sino-American Relations (2010) excerpt and text search
  • Fenby, Jonathan. The Penguin History of Modern China: The Fall and Rise of a Great Power 1850 to the Present (3rd ed. 2019) popular history.
  • Ferdinand, Peter. "Westward ho—the China dream and 'one belt, one road': Chinese foreign policy under Xi Jinping." International Affairs 92.4 (2016): 941-957. online
  • Fogel, Joshua. Articulating the Sino-sphere: Sino-Japanese relations in space and time (2009)
  • Fravel, M. Taylor. Active Defense: China’s Military Strategy since 1949 (Princeton University Press, 2019) online reviews
  • Garver, John W. China's Quest: The History of the Foreign Relations of the People's Republic (2nd ed. 2018) comprehensive scholarly history. excerpt
  • Garver, John W. Protracted Contest: Sino-Indian Rivalry in the Twentieth Century' (2001), post 1950
  • Hu, Weixing (2019). „Xi Jinping's 'Major Country Diplomacy': The Role of Leadership in Foreign Policy Transformation“. Journal of Contemporary China. 28 (115): 1–14. doi:10.1080/10670564.2018.1497904. S2CID 158345991.
  • Lampton, David M. Following the Leader: Ruling China, from Deng Xiaoping to Xi Jinping (U of California Press, 2014).
  • Lanuzo, Steve L. "The Impact of Political Liberalization on Sino Myanmar Cooperation" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 28 July 2020 საიტზე Wayback Machine. .
  • Liu, Guoli, ed., Chinese Foreign Policy in Transition. (Transaction, 2004). ISBN 0202307522
  • Lu, Ning. The dynamics of foreign-policy decisionmaking in China (Routledge, 2018).
  • Quested, Rosemary K.I. Sino-Russian relations: a short history (Routledge, 2014) online
  • Ryan, Keegan D. "The Extent of Chinese Influence in Latin America" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 14 July 2019 საიტზე Wayback Machine. .
  • Sutter, Robert G. Historical Dictionary of Chinese Foreign Policy (2011) excerpt and text search
  • Sutter, Robert G. Foreign Relations of the PRC: The Legacies and Constraints of China's International Politics Since 1949 (Rowman & Littlefield; 2013) 355 pages excerpt and text search
  • Swaine, Michael D. "Chinese views of foreign policy in the 19th party congress." China Leadership Monitor 55 (2018). online re 2017 Congress
  • Westad, Odd Arne. Restless Empire: China and the World Since 1750 (Basic Books; 2012) 515 pages; comprehensive scholarly history
  • Woo, Hunje. "Increased Chinese Economic Influence and its Impact on the Changing Security Environment on the Korean Peninsula" (Naval Postgraduate School, 2018) online დაარქივებული 28 June 2020 საიტზე Wayback Machine.
  • Yahuda, Michael. End of Isolationism: China's Foreign Policy After Mao (Macmillan International Higher Education, 2016)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი