შინძო აბე
შინძო აბე (იაპ. 安倍 晋三; დ. 21 სექტემბერი, 1954 — გ. 8 ივლისი, 2022) — იაპონიის 57-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი 2006-2007 და 2012-2020 წლებში. არჩეული იყო იაპონიის ეროვნული დიეტის სპეციალურ სხდომაზე 2006 წლის 26 სექტემბერს. ის იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე მათ შორის პირველი, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა. თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 12 სექტემბერს (ოფიციალურად პოსტი ეკავა 19 სექტემბრამდე). 2012 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.
შინძო აბე | |
იაპონიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 დეკემბერი, 2012 – 16 სექტემბერი, 2020 | |
მონარქი | აკიჰიტო |
წინამორბედი | იოშიჰიკო ნოდა |
მემკვიდრე | იოშიჰიდე სუგა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 სექტემბერი, 2006 – 26 სექტემბერი, 2007 | |
მონარქი | აკიჰიტო |
წინამორბედი | ძიუნიტირო კოიძუმი |
მემკვიდრე | იასუო ფუკუდა |
დაბადებული | 21 სექტემბერი, 1954 ნაგატი იამაგუტის პრეფექტურა, იაპონია |
გარდაცვლილი | 8 ივლისი, 2022 (67 წლის) კაშიჰარა, ნარა, იაპონია |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია) |
მამა | სინტარო აბე |
დედა | იოკო კისი |
მეუღლე | აკიე აბე |
რელიგია | შინტოიზმი |
მკვლელობა
2022 წლის 8 ივლისს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, შინძო აბეს ორჯერ ესროლეს ნარაში საარჩევნო კამპანიისათვის სიტყვით გამოსვლისას.[1][2][3][4][5] მსროლელმა გამოიყენა ხელნაკეთი მუშკეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ორ ტყვიას ისროდა, პირველი აბეს კისერში მოხვდა, ხოლო მეორე — გულში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.[6] 41 წლის კაცი, სახელად ტეცუია იამაგამი (იაპონიის საზღვაო თავდაცვის ყოფილი წევრი 2002-2005 წლებში) დააკავეს სროლის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა ადგილობრივ პოლიციაში.[7][8] იამაგამიმ განაცხადა, რომ „მას ჰქონდა შუღლი კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფთან“ და ესროლა აბეს, რადგან სჯეროდა, რომ „რელიგიური ჯგუფი და აბე დაკავშირებულნი იყვნენ“.[9][10][11] იამაგამიმ ასევე თქვა, რომ მას სძულდა ეს რელიგიური ჯგუფი, რადგან მათ „ტვინი გამოურეცხეს“ დედამისი, რის გამოც გაკოტრდა, მას ასევე თქვა, რომ აბე მოკლა, რადგან ის იყო ადამიანი, ვინც რელიგიას ავრცელებდა იაპონიაში.[12] იამაგამის განცხადებით, იგი არ ეწინააღმდეგებოდა აბეს პოლიტიკურ ხედვებს.[9]
აბე სასწრაფოდ გადაიყვანეს ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში, კაშიჰარაში, სადაც იაპონიის სტანდარტული დროის 17:03 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.[4][13][14] საავადმყოფოში მისვლამდეც აბეს აღარ ჰქონდა სასიცოცხლო ნიშნები. 100 ერთეული სისხლის გადასხმის მიუხედავად, სისხლდენა ზედმეტად დიდი იყო და აბეს გადარჩენა ვერ მოხერხდა.[15][16] ის 67 წლის იყო.
სროლისა და გარდაცვალების შემდეგ არაერთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მსოფლიო ლიდერმა გამოხატა სიმპათიები და მხარდაჭერა აბეს მიმართ.[17][18]