ჩინეთ-ინდოეთის ომი

ჩინეთ-ინდოეთის ომი
თარიღი 20 ოქტომბერი - 21 ნოემბერი, 1962
მდებარეობა ასკაი-ჩინი და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის სააგენტო
შედეგი ჩინეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ასკაი-ჩინი ჩინეთს დაექვემდებარა
მხარეები
ინდოეთის დროშა ინდოეთიჩინეთის დროშა ჩინეთი
მეთაურები
ინდოეთის დროშაბრიჯ მოჰან კაული,
ინდოეთის დროშას. რადჰაკრიშნანი,
ინდოეთის დროშაჯავაჰარლალ ნერუ,
ინდოეთის დროშაკრიშნა მენონი,
ინდოეთის დროშაპრან ნათ ტაპარი
ჩინეთის დროშაჯან გოუჰუა,
ჩინეთის დროშამაო ძედუნი,
ჩინეთის დროშალიუ ბოჩენი,
ჩინეთის დროშალინ ბიაო,
ჩინეთის დროშაჯოუ ენლაი
ძალები
10 000 - 12 00080 000[1][2]
დანაკარგები
1 383 დაღუპული[3]
1 047 დაჭრილი[3]
1 696 დაკარგული[3]
3 968 ტყვე[3]
722 დაღუპული[3]
1 697 დაჭრილი[3][4]

ჩინეთ-ინდოეთის ომი — სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის 1962 წლის შემოდგომაზე.

მიზეზები

საზღვრის საკითხი მოუგვარებელი იყო ჯერ კიდევ ბრიტანეთის ინდოეთსა და ტიბეტს შორის. სადავოდ მიიჩნევდნენ ორ უბანს. ერთ-ერთი მათგანის ფართობი იყო 518 კმ², მდებარეობდა ქაშმირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცნობილი ასკაი-ჩინის სახელით. მეორე სადავო ტერიტორია თანამედროვე არუნაჩალ-პრადეშის შტატის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა, ფართობი – 82,88 ათ. კმ². ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა ტიბეტის სიახლოვეს გზის მშენებლობა, სადაც სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული იყო. მეორე ვერსიით დაძაბულობის მიზეზი გახდა XIV დალაი ლამასათვის ინდოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა ჩინეთის მიერ ტიბეტის ხელში ჩაგდების შემდეგ.

მსვლელობა

პირველი დაპირისპირება ჯერ კიდვ 1962 წლის ივლისში დაფიქსირდა აღმოსავლეთის სადავო ტერიტორიაზე, ხოლო ოქტომბერში დაპირიპირება გავრცელდა დასავლეთის სადავო ტერიტორიაზეც.

დაპირისპირება განსაკუთრებით გაძლიერდა 1962 წლის 20 ოქტომბერს. ჩინეთი თავს დაესხა ინდოეთის პოზიციებს დჰოლისა და კჰინზემანას მახლობლად. რამდენიმე დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე სიმშვიდე იყო. 14 ნოემბერს ბრძოლა განახლდა და გავრცელდა აღმოსავლეთით ვალონგისა და ჩრდილოეთით ლადაქის სექტორებში, სადაც ჩუშულისა და რეზენგ-ლას ხეობები ჩინელებმა ალყაში მოაქციეს. 21 ნოემბერს პეკინის რადიომ ომის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი