XIV დალაი ლამა

მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

XIV დალაი ლამა

დალაი ლამას აღიარებული 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.

დაბადება და რეინკარნაციად აღმოჩენა

სახლი სადაც XIV დალაი ლამა დაიბადა

ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9 შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა, ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი მიწა - ჩემი ხალხი":

"მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად."

1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწყეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიჰყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.

ბავშვობა ახალგაზრდობა ჩინეთის შემოჭრამდე

დალაი ლამას კურთხევა

დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია და ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება, ასტროლოგია და სიტყვიერება. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინპოჩე და ტრიჯანგ რინპოჩე. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის - გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.

დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტს ჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში "შვიდი წელი ტიბეტში".

ჩინეთის შემოჭრიდან დევნილობამდე

1912 წლიდან ტიბეტი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისგან განსხვავებით, ტიბეტმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთში კი ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები, მაო ძედუნის მეთაურობით ტიბეტს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევდნენ. ტიბეტი მკაცრ იზოლაციურ პოლიტიკას ატარებდა და პრაქტიკულად არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არც გაეროში იყო გაწევრიანებული, რამაც ჩინეთს გაუადვილა საქმე.

1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ჩამორჩენილ ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამისთვის გადაცემის მოთხოვნით, ხალხი მას, როგორც უკანასკნელ იმედს აღიქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

1954 წელს დალაი ლამა ჩავიდა პეკინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთში ჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსანიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.

1959 წლის ზამთარში, ლოცვის ფესტივალზე მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა პეკინის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტი ჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაში განთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

დევნილობის პერიოდში პოლიტიკური მოღვაწეობა

(2012)

დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.

დალაი ლამა მიიჩნევდა, რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი.

1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.

1987 წელს აშშს კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგში მან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.

იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო იარსებებს თუ არა დალაი ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიბეტელთა გადასაწყვეტია[1].

ჯილდოები

ჯილდოები
თარიღიჯილდოდამჯილდოვებელიქვეყანა
1957წერილების დოქროტიბერანას ინდური უნივერსიტეტიინდოეთი
31 აგვისტო 1959რამონ მაგაისაის სახელობის ჯილდო საზოგადოების ლიდერობისთვისრამონ მაგაისაის საზოგადოებაფილიპინები
16 სექტემბერი 1959ადმირალ რიჩარდ ბერდის მემორიალიინტ'ლ გადარჩენის საზოგადოებააშშ
23 იანვარი 1969ლინკოლნის ჯილდო
ლაკეტის ჯილდო
ამერიკის კვლევის ინსტიტუტიაშშ
ნორვეგია
17 ივნისი 1979სპეციალური მედალინორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აზიის ბუდისტთა საბჭო მშვიდობისთვისმონღოლეთი
17 სექტემბერი 1979ღვთაებრიობის დოქტორიკაროლ კოლეჯი, ვოკეშიაშშ
27 სექტემბერი 1979ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორიაღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტიაშშ
4 ოქტომბერი 1979ჰუმანიტარობის დოქტორისიეტლის უნივერსიტეტიაშშ
19 ოქტომბერი 1979თავისუფლების მატარებელიგილბერტ დი ლუჩია, ტიბეტის მეგობრებიაშშ
16 იანვარი 1984საპატიო დოქტორის ხარისხიპარიზის უნივერსიტეტისაფრანგეთი
28 სექტემბერი 1987ალბერტ შვაიზერის ჰუმანიტარული ჯილდოადამიანთა ქცევის ფონდიაშშ
16 ივნისი 1988ლეოპოლდ ლუკასის ჯილდოტუბინგენის უნივერსიტეტიდ. გერმანია
21 ივნისი 1989რაულ ვალენბერგის კონგრესის ადამიანთა უფლებების ჯილდოადამიანთა უფლებების ფონდინორვეგია
23 სექტემბერი 1989გაჭირვების დროს მტკიცედ დგომის აღიარებამსოფლიო მართვის საბჭოაშშ
4 დეკემბერი 1989Prix de la Memoireდანიელ მიტერანის ფონდისაფრანგეთი
10 დეკემბერი 1989ნობელის პრემია მშვიდობისთვისნორვეგიის ნობელის კომიტეტინორვეგია
14 იანვარი 1990ღვთაებრიობის დოქტორიუმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტიინდოეთი
8 დეკემბერი 1990Doctor Honoris Causaკარნატაკას უნივერსიტეტიინდოეთი
6 აპრილი 1991დამსახურებული მშვიდობისმყოფელის ჯილდობირთვული ეპოქის მშვიდობის ფონდიაშშ
25 მარტი 1991შირომანის ჯილდოშირომანის ინსტიტუტი დელიინდოეთი
17 აპრილი 1991ადამიანის თავისუფლებისთვის მებრძოლის ჯილდოთავისუფლების სახლი, ნიუ-იორკიაშშ
23 აგვისტო 1991მშვიდობის და ერთიანობის ჯილდოეროვნოლი მშვიდობის კონფერენცია, დელიინდოეთი
10 ოქტომბერი 1991გაერთიანებული დედამიწის პრიზიკლაუს ნობელის გაერთიანებული დედამიწააშშ
10 ოქტომბერი 1991|სიცოცხლის ბორბლის ჯილდოგაგების ტაძარი, ნიუ-იორკიაშშ
16 თებერვალი 1992წმინდა ფილოსოფიის დოქტორილაფაეტის უნივერსიტეტი, ავრორააშშ
5 მაისი 1992სამართლის დოქტორიმელბურნის უნივერსიტეტიავსტრალია
6 ივნისი 1992Doctor Honoris Causaრიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტიბრაზილია
11 სექტემბერი 1992საპატიო პროფესორიკალმიკიის სახელმწიფო უნივერსიტეტიკალმიკია
17 სექტემბერი 1992საპატიო პროფესორინოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტირუსეთი
14 მარტი 1993თავისუფლებისთვის სიმამაცის საერთაშორისო ჯილდოთავისუფლების კოალიცია, მელბურნიავსტრალია
20 მარტი 1994უნივერსიტეტის მეგობარიებრაული უნივერსიტეტი, იერუსალიმიისრაელი
25 აპრილი 1994ჰუმანური წერილების დოქტორიბერეის კოლეჯი, ბერეააშშ
26 აპრილი 1994ჰუმანური წერილების და ხელოვნების დოქტორიკოლუმბიის უნივერსიტეტიაშშ
27 აპრილი 1994მსოფლიოს მშვიდობის დაცვის ყოველწლიური ჯილდონიუ-იორკის იურისტთა ალიანსიაშშ
4 ივნისი 1994ფრანკლინ რუზველტის თავისუფლების მედალიფრანკლინ და ელეონორა რუზველტების ინსტიტუტიაშშ
2 იანვარი 1995წერილების დოქტორინაგპურის უნივერსიტეტიინდოეთი
5 აპრილი 1995ბუდიზმის ფილოსოფიის დოქტორირიშოს უნივერსიტეტი, ტოკიოიაპონია
26 ივლისი 1996პრეზიდენტის წარჩინების მედალიინდიანას უნივერსიტეტი, ბლუმინქტონიაშშ
23 მარტი 1997Doctor of Honoris Causaჩუ სან უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგიტაივანი
23 მარტი 1997სოციალურ მეცნიერებათა დოქტორიეროვნული სუნ იატ-სენის უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგიტაივანი
31 მაისი 1997Doctor Honoris Causaკოლორადოს უნივერსიტეტიაშშ
1 ივნისი 1997Doctor Honoris Causaრეგისის უნივერსიტეტი, დენვერიაშშ
11 სექტემბერი 1997საერთაშორისო დიპლომატიური მეცნიერებების დოქტორიტრიესტის უნივერსიტეტიიტალია
25 ნოემბერი 1997პაულოს მარ გრეგორიოუსის ჯილდოპაულოს მარ გრეგორიოუსის კომიტეტიინდოეთი
8 მაისი 1998ჯულიეტ ჰოლისტერის ჯილდოჯულიეტ ჰოლისტერის ფონდი, ნიუ-იორკიაშშ
8 მაისი 1998ჰუმანიტარული წერილების დოქტორიბრანდეისის უნივერსიტეტი, ბოსტონიაშშ
11 მაისი 1998ღვთაებრიობის დოქტორიემორის უნივერსიტეტი, ატლანტააშშ
15 მაისი 1998სამართლის დოქტორივინსკონსინის უნივერსიტეტიაშშ
11 ნოემბერი 1998Doctor Honoris Causaსელტონ ჰილ კოლეჯი, გრინსბურგიაშშ
7 აპრილი 1999Doctor Honoris Causaბრაზილიის უნივერსიტეტიბრაზილია
9 აპრილი 1999Doctor Honoris Causaბუენოს-აირესის უნივერსიტეტიარგენტინა
16 აპრილი 1999ტეოლოგიის დოქტორიფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიაშშ
12 ოქტომბერი 1999ბოდდჰის ჯილდოამერიკული ბუდისტური კონგრესიაშშ
24 ნოემბერი 1999სიცოცხლის მიღწევის ჯილდოჰადასა ქალთა სიონიზმიისრაელი
12 დეკემბერი 1999დივალიბენ მოჰანლალ მეჰტას ჯილდო საერთაშორისო მშვიდობისთვის და ჰარმონიისთვისდივალიბენ მოჰანლალ მეჰტას საქველმოქმედო ნდობაინდოეთი
16 ოქტომბერი 2000Doctor Honoris Causaკომენიუსის უნივერსიტეტი, ბრატისლავასლოვაკეთი
10 ივნისი 2001Ecce homo OrderKancelaria Kapituly Orderuპოლონეთი
26 ნოემბერი 2001Doctor Honoris Causaლუსიადა პორტოს უნივერსიტეტიპორტუგალია
5 დეკემბერი 2001Doctor Honoris Causaტრომსოს უნივერსიტეტინორვეგია
21 მაისი 2002მშვიდობის ჯილდო 2000ავსტრალიის გაეროს ასოციაციაავსტრალია
6 ივლისი 2002წლის ადამიანიხორვატიის აკადემიური საზოგადოებახორვატია
14 ოქტომბერი 2002ადამიანთა უფლებების პრიზიგრაცის უნივერსიტეტიავსტრია
7 ნოემბერი 2002Doctor Honoris Causaმონღოლეთის ეროვნული უნივერსიტეტიმონღოლეთი
7 ნოემბერი 2002Doctor Honoris Causaმონღოლეთის მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიმონღოლეთი
5 დეკემბერი 2002ბასავაშრის ჯილდობასავაკენდრა, სრი მურუგა მათი, ჩიტრადურგაინდოეთი
3 ივნისიმანფრედ ბიორკისტის მედალისიგტუნას ფონდიშვედეთი
5 სექტემბერი 2003Doctor Honoris Causaსან ფრანცისკოს უნივერსიტეტიაშშ
19 სექტემბერი 2003ადამიანთა უფლებების ჯილდოადამიანთა უფლებების საერთაშორისო ლიგააშშ
9 ოქტომბერი 2003ადამიანთა უფლებების პოპულარიზაციისთვის ჯილდოჯაიმე ბრუნეტის ფონდი, მადრიდიესპანეთი
16 აპრილი 2004მოქალაქეთა მშვიდობის მშენებლობის მეორე ჯილდოკალიფორნიის უნივერსიტეტიაშშ
19 აპრილი 2004Doctor Honoris Causaბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი, ვანკუვერიკანადა
20 აპრილი 2004Doctor Honoris Causaსიმონ ფრაზერის უნივერსიტეტიკანადა
27 აპრილი 2004Doctor Honoris Causaტორონტოს უნივერსიტეტიკანადა
27 აპრილი 2004საერთაშორისო აჩარია სუშილ კუმარის მშვიდობის ჯილდოტორონტოს უნივერსიტეტიკანადა
28 აპრილი 2004ჰემფრის მემორიალის ჯილდო ბუდიზმის სამსახურისთვისდიდი ბრიტანეთის ბუდისტთა საზოგადოებადიდი ბრიტანეთი
18 სექტემბერი 2004Doctor Honoris Causaნოვა სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, მაიამიაშშ
23 სექტემბერი 2004Doctor Honoris Causaმაიამის უნივერსიტეტიაშშ
24 სექტემბერი 2004Doctor Honoris Causaპუერტო-რიკოს უნივერსიტეტიპუერტო რიკო
27 სექტემბერი 2004Doctor Honoris Causaკოსტა რიკას უნივერსიტეტიკოსტა რიკა
5 ოქტომბერი 2004ოქროს მედალიმექსიკის ეროვნული უნივერსიტეტიმექსიკა
5 ოქტომბერი 2004Doctor Honoris CausaUniversidad Iberoamericanaმექსიკა
27 ივლისი 2005ჰესენის მშვიდობის პრიზიჰესენის პარლამენტი, ვაისბადენიგერმანია
12 აგვისტო 2005მანჰაის მშვიდობის პრიზიმანჰაის ფონდისამხრეთ კორეა
25 სექტემბერი 2005Doctor Honoris Causaრაჯერსის უნივერსიტეტი, ნიუ ჯერსიაშშ
6 ნოემბერი 2005შთაგონების და გულმოწყალების ჯილდოამერიკის ჰიმალაების ფონდი, სან ფრანცისკოაშშ
16 თებერვალი 2006ბენ გურიონის ნეგევის ჯილდობენ გურიონის სახ. უნივერსიტეტი, ბეერ შევაისრაელი
4 მაისი 2006Doctor Honoris Causaსანტიაგოს უნივერსიტეტიჩილე
9 სექტემბერი 2006საპატიო მოქალაქეობაკანადაკანადა
19 სექტემბერი 2006Doctor Honoris Causaბუფალოს უნივერსიტეტი ნიუ-იორკიაშშ
14 ოქტომბერი 2006Doctor Honoris Causaრომის უნივერსიტეტიიტალია
10 დეკემბერი 2006თეთრი ლოტუსის ორდენიკალმიკიარუსეთი
9 მაისი 2007Doctor Honoris Causaსმიტის კოლეჯიაშშ
12 მაისი 2007BILD ჯილდოBILD ჟურნალიგერმანია
8 ივნისი 2007Doctor Honoris Causaსამხრეთის ჯვრის უნივერსიტეტიავსტრალია
20 სექტემბერი 2007Doctor Honoris Causaმიუენსტერის უნივერსიტეტიგერმანია
8 ოქტომბერი 2007აჰიმსას ჯილდოჯაიანიზმის ინსტიტუტიდიდი ბრიტანეთი
17 ოქტომბერი 2007აშშ-ს კონგრესის ოქროს მედალიაშშ კონგრესიაშშ
22 ოქტომბერი 2007საპრეზიდენტო წარჩინებული პროფესორიემორის უნივერსიტეტიაშშ
14 აპრილი 2008Doctor Honoris Causaვაშინგტონის უნივერსიტეტი, სიეტლიაშშ
13 ივლისი 2008Doctor Honoris Causaლეგის უნივერსიტეტიაშშ
8 დეკემბერიDoctor Honoris Causaიაგელონიის უნივერსიტეტიპოლონეთი


რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი