ჰიროჰიტო

ჰიროჰიტო (იაპონ. 裕仁; დ. 29 აპრილი, 1901, ტოკიო — გ. 7 იანვარი, 1989, იქვე) — იაპონიის 124-ე იმპერატორი. 1908–1914 წლებში სწავლობდა უმაღლესი არისტოკრატიის (კაძოკუ) ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლაში, 1914–1921 წლებში — მემკვიდრე უფლისწულის სპეციალურ ინსტიტუტში ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორებისა და უმაღლესი სამხედრო მოხელეების ხელმძღვანელობით.[1] 1921 წლიდან, მამამისის (იმპერატორ იოშიჰიტოს) ავადმყოფობის გამო, პრინც-რეგენტი იყო. 1926 წლის დეკემბერში ავიდა ტახტზე.[2] თავისი მმართველობის პერიოდს მიანიჭა დევიზი „შოვა“ („განათლებული მსოფლიოს ეპოქა“). 1936 წელს ჩაახშო რადიკალი ოფიცრების ამბოხი, რომლებიც პარლამენტიდან მემარცხენე პარტიების კანდიდატების გაყრას მოითხოვდნენ. ამავდროულად გაზარდა სამხედრო ასიგნებები. სამხედრო ექსპანსიის ფორმალური მოწინააღმდეგე იყო და არ ერეოდა პრემიერ-მინისტრ ტოჯო ჰიდეკის კაბინეტის აგრესიულ პოლიტიკაში. 1945 წლის 15 აგვისტოს ხელი მოაწერა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციას. ამერიკული სამხედრო ხელისუფლების ინიციატივით, საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან (იხ. ტოკიოს პროცესი). 1946 წელს გამოსცა რესკრიპტი „ნინგენ-სენგენი“, რომელიც ბევრმა მის მიერ ღვთაებრივი ბუნებისა და წარმოშობის უარყოფად აღიქვა.[1]

ჰიროჰიტო
裕仁
იაპონიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი, 1926
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1989
წინამორბედი: ტაისიო
მემკვიდრე: აკიჰიტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 აპრილი, 1901
დაბ. ადგილი: ტოკიო, იაპონია
გარდ. თარიღი: 7 იანვარი, 1989 (87 წლის)
გარდ. ადგილი: ტოკიო, იაპონია
მეუღლე: კიოძუნი
მამა: ტაისიო
დედა: ტეიმეი
ხელმოწერა:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი