SpaceX

Space Exploration Technologies Corporation (SpaceX) — კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია. კომპანია 2002 წელს დააარსა ელონ მასკმა, რომელსაც მანამდე უკვე ჰქონდა დაარსებული კომპანიები Zip2 და PayPal და იყო კომპანია Tesla Motors-ის CEO. კომპანიის მიზანია კოსმოსური ფრენების მკვეთრი გაიაფება, რაც კაცობრიობას მარსის კოლონიზაციის საშუალებას მისცემს. ფასის მკვეთრი შემცირება ძირითადად უნდა მოხდეს რაკეტების მრავალჯერადი გამოყენების შედეგად. სპეისექსმა უკვე მოახერხა რაკეტის პირველი საფეხურის დედამიწაზე დაბრუნება და რბილად დასმა. მისი ხელმეორედ გამოყენება 2016 წელს იგეგმება.

SpaceX-ში უკვე შექმნეს Falcon1 და Falcon 9 რაკეტები და კოსმოსური ხომალდი Dragon, რომელიც Falcon 9-ს გაყავს ორბიტაზე და რომლითაც უკვე რამდენიმეჯერ მოხდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგება. Dragon-ის სამგზავრო ვერსია Dragon V2-ით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ხარისხისა და ფასის უკეთ კონტროლისთვის, SpaceX თვითონ აკეთებს რაკეტისა თუ ხომალდის ნაწილების უმეტესობას, მათ შორის Falcon და Dragon-ის ძრავებს Merlin, Kestrel, Draco და SuperDraco-ს. ამის გამო SpaceX-ს უკვე შეუძლია კლიენტებს შესთავაზოს ყველაზე დაბალი ფასები, ერთჯერადი გამოყენების რაკეტებითაც კი.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი