ანისული

ანისული (ლათ. Anisum) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ქვედა ფოთლები მთლიანი აქვს, თირკმლის ფორმისა, ზედა - ფრთისებრი; ყვავილი - თეთრი, ნაყოფი კვერცხისებრი და ძნელად გასახსნელი.

ცნობილია ორი სახეობა. ველურად იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთში კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ში. გავრცელებული სახეობა - ჩვეულებრივი ანისული - Anisum vulgare (Pimpinella anisum) ეთერზეთოვანი მცენარეა, აქვს სწორმდგომი 25-60 სმ სიმაღლის ღერო. რთულ ქოლგებად შეკრებილი თეთი ყვავილები; მისი ქვედა, შუა და ზედა ფოთლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნაყოფი ტყუპთესლურაა.

ვეგეტატაციის პერიოდი 110-130 დღეს გრძელდება. ჩვეულებრივი ანისული მედიცინაში იხმარება ნაყენის, ვაჟინის, ანისულის ზეთის, ნიშადუ-ანისეულის წვეთებისა და სხვა სახით. მისი მშრალი ნაყოფი 2,2-3,2% ეთეროვან და 18-20% ცხიმოვან ზეთს შეიცავს. იყენებენ სანელებლად კვების მრეწველობაში, ნარჩენს კი - ცხოველის საკვებად. მოსავლიანობა ჰა-ზე 12 ც.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 466, თბ., 1975
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი