აჰმადაბადი (ინდოეთი)

აჰმადაბადი (გუჯარ. અમદાવાદ) — ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატის უმსხვილესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. იგი ინდოეთის მეექვსე უდიდესი ქალაქი და მეშვიდე უდიდესი აგლომერაციაა 6,5 მილიონიანი მოსახლეობით.[3][4] 2010 წელს ჟურნალმა ფორბსმა აჰმადაბადი ინდოეთის ყველაზე სწრაფადმზარდ ქალაქად შეაფასა, მსოფლიოში კი ანალოგიური მაჩვენებლით მესამე ქალაქად, ჩინური ჩენდუსა და ჩუნცინის შემდეგ,[5] უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ ბრაზილიის ქალაქ მანაუსს. 2011 წლის დეკემბერში, საბაზრო კვლევის ორგანიზაცია IMRB-მა აჰმადაბადი ცხოვრების საუკეთესო დონის მეგა-ქალაქად დაასახელა ინდოეთის სხვა მეგა-ქალაქებს შორის.[6] აჰმადაბადი მდინარე საბარმატის ნაპირებზეა გაშენებული, შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 32 კმ-ის დაშორებით. 1960 წლამდე იგი გუჯარათის შტატის დედაქალაქი იყო.

ქალაქი
აჰმადაბადი
გუჯარ. અમદાવાદ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი გუჯარათი
კოორდინატები 23°02′00″ ჩ. გ. 72°35′00″ ა. გ. / 23.03333° ჩ. გ. 72.58333° ა. გ. / 23.03333; 72.58333
მმართველი Gautam Shah[1]
დაარსდა 26 თებერვალი, 1411
ფართობი 475 კმ²
ცენტრის სიმაღლე 53
მოსახლეობა 5 897 312[2] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 22 473 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +079
საფოსტო ინდექსი 3800XX
საავტომობილო კოდი GJ-1
ოფიციალური საიტი https://ahmedabadcity.gov.in/
აჰმადაბადი (ინდოეთი) — ინდოეთი
აჰმადაბადი (ინდოეთი)

აჰმადაბადი 1411 წლის 26 თებერვალს სულთანმა აჰმად შაჰმა დააარსა, როგორც გუჯარათის სასულთნოს დედაქალაქი, სახელი კი მისივე პატივსაცემად ეწოდა. ბრიტანეთის მმართველობისას, დაარსდა სამხედრო დასახლება, განივრცო და გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბრიტანელებისვე მმართველობის ხანაში, ბომბეის ოლქში გაერთიანებული აჰმადაბადი გუჯარათის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა. ქალაქი ტექსტილის ინდუსტრიის ბუმის ცენტრად იქცა, რამაც მას ზედმეტსახელად „აღმოსავლეთის მანჩესტერი“ შესძინა.[7] XX საუკუნის პირველ ნახევარში აჰმადაბადი ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის წინა ხაზებში გამოდიოდა.[8] იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მრავალი კამპანიის ცენტრი იყო, რაც მიზნად ისახავდა მუშათა, მოქალაქეთა უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას. მას შემდეგ, რაც გუჯარათის შტატი შეიქმნა 1960 წელს, აჰმადაბადი მოფუსფუსე მეტროპოლია გახდა კლასიკური და კოლონიური ევროპული სტილის შენობებით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

ქალაქის პანორამული ხედი
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი