ბენ აფლეკი

ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი (ინგლ. Ben Affleck; დ. 15 აგვისტო, 1972, ბერკლი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი. თავდაპირველად ყურადღება მიიპყრო შესრულებული როლებით ფილმებში: „უსაქმურები“ (1995), „ემის დევნაში“ (1997), „დოგმა“ (1999). 1997 წელს მეტ დეიმონთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი და ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო სცენარი. მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ითამაშა ცნობილ ფილმებში: „არმაგედონი“ (1998), „პერლ-ჰარბორი“ (2001), „სხვის რიგში“ (2002), „შიშის საფასური“ (2002), „თავქარიანი“ (2003), „სუპერმენის სიკვდილი“ (2006), „დიდი თამაში“ (2009), „ქალაქი“ (2010).

ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი
დაბადების სახელი ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1972
ბერკლი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
სცენარისტი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) ჯენიფერ გარნერი (2005-დღემდე)
პარტნიორ(ებ)ი

გვინეთ პელტროუ (1997-2000)

ჯენიფერ ლოპესი (2001-2004)
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი
საუკეთესო ფილმი

2012 — არგო
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი
1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი
საუკეთესო რეჟისორი

2012 — არგო
BAFTA

საუკეთესო ფილმი
2012 — არგო
საუკეთესო რეჟისორი

2012 — არგო

ბენ აფლეკი კინოკრიტიკოსების მხრიდან აღიარებული რეჟისორია. ფილმ „მშვიდობით პატარავ“ გადაღების შემდეგ მოიპოვა აღიარება როგორც რეჟისორმა. იყო ფილმ „არგო“-ს რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო სურათი, ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი, BAFTA ნომინაციაში საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

კინოინდუსტრიის გარდა ბენ აფლეკი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკასა და საქველმოქმედო საქმიანობაში. 2000 წელს მეტ დეიმონთან ერთად დააარსა საწარმოო კომპანია „LivePlanet“, ხოლო 2012 წელს „Pearl Street Films“.

ბენ აფლეკს ჰყავს უმცროსი ძმა, კეისი აფლეკი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. 2005 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ჯენიფერ გარნერთან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. უფრო ადრე ურთიერთობაში იმყოფებოდა გვინეთ პელტროუსთან და ჯენიფერ ლოპესთან.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1995 უსაქმურები Mallrats შენონ ჰამილტონი
1997 ემის დევნაში Chasing Amy ჰოლდენ მაკნილი
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting ჩაკი სალივანი
1998 შეყვარებული შექსპირი Shakespeare in Love ნედ ალენი
1998 არმაგედონი Armageddonეი ჯი ფროსტი
1998 ფანტომები Phantomsშერიფი ბრიუს ჰამონდი
1999 დოგმა Dogma ბართლბი
1999 200 სიგარეტი 200 Cigarettesბარტენდერი
2001 პერლ-ჰარბორი Pearl Harborკაპიტანი რეიფ მაკ-კოული
2002 შიშის საფასური The Sum of All Fearsჯეკ რაიანი
2002 სხვის რიგში Changing Lanesგევინ ბანეკი
2003 თავქარიანი Daredevilმეტ მერდოკი
2005 ელექტრა Elektraმეტ მერდოკი
2006 სუპერმენის სიკვდილი Hollywoodland ჯორჯ რივზი
2009 ის უბრალოდ შენში არ არის He's Just Not That Into You ნილი
2009 დიდი თამაში State of Playსტივენ კოლინზი
2010 ქალაქი The Townდაგ მაკრეი
2012 არგო Argoტონი მენდესი
2014 დაკარგული გოგონა Gone Girlნიკ დანი
2016 ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის დასაბამი Batman v Superman: Dawn of Justiceბრიუს უეინი
2021 უკანასკნელი დუელი The Last Duel გრაფი პიერი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი