ვიქტორია აზარენკა

ბელარუსი ჩოგბურთელი

ვიქტორია აზარენკა (ბელარ. Вікторыя Азаранка; დ. 31 ივლისი, 1989, მინსკი, ბელორუსიის სსრ, სსრკ) — ბელარუსი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ვიქტორია აზარენკა

აზარენკა საფრანგეთის ღია პირველობაზე 2015 წელს
სრული სახელი ვიქტორია ფიოდორის ასული აზარენკა
მშობლიური სახელი Вікторыя Фёдараўна Азаранка
ქვეყანა (სპორტი) ბელარუსის დროშა ბელარუსი
საცხოვრებელი ადგილი მანჰეტენ ბიჩი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 31 ივლისი, 1989 (1989-07-31) (34 წლის)
მინსკი, ბელორუსიის სსრ, სსრკ
სიმაღლე 183 სმ.
პროფესიონალი 2003
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ანტონიო ვან გრიჩენი (2005–2009)
სამ სუმიკი (2010–2015)
ვიმ ფისეტი (2015–2016)
მაიკლ ჯოისი (2017)
ფულადი პრიზი 32,347,288 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 521–203 (72%)
ტიტულები კარიერაში 21
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (30 იანვარი, 2012)
მიმდინარე რეიტინგი 13-ე (ოქტომბერი, 2020)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2012, 2013)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2013)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2011, 2012)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (2012, 2013)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2011)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 167–65 (72%)
ტიტულები კარიერაში 8
უმაღლესი რეიტინგი მე-7 (7 ივლისი, 2008)
მიმდინარე რეიტინგი მე-20 (სექტემბერი, 2020)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2008, 2011)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2009)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (2008)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2009)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 3
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2007)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2008)
უიმბლდონი ფინალი (2018)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2007)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2012)
ბოლოს განახლდა: 15 ივლისი, 2018.

აზარენკას ერთეულებში ორჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირი მოგებული – 2012[2] და 2013[3] წლებში, მან ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. იგი გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ბელარუსი ჩოგბურთელი, კაცი ან ქალი, რომელმაც ერთეულებში დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. ჯამში აზარენკას WTA-ის 20 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. ბელარუსი ჩოგბურთელი 51 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.

ვიქტორიას ორჯერ აქვს მოგებული დიდი სლემის ტურნირები შერეულ წყვილებში. 2007 წელს მან თანამემამულე მაქს მირნისთან ერთად აშშ-ის ღია პირველობა, ხოლო 2008 წელს ამერიკელ ბობ ბრაიანთან ერთად საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

ოლიმპიურ თამაშებზე, აზარენკას მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს მედალი ერთეულებში და ერთი ოქროს მედალი შერეულ წყვილებში მაქს მირნისთან ერთად.

პირადი ცხოვრება

ვიქტორია დაიბადა 1989 წლის 31 ივლისს ბელორუსიის სსრ-ის დედაქალაქ მინსკში, ალა და ფიოდორ აზარენკას საშუალო კლასის ოჯახში. მას ჰყავს უფროსი ძმა სახელად მაქსი.

აზარენკას ჩოგბურთის კერპია გერმანელი ყოფილი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი. ერთ-ერთ ინტერვიუში, აზარენკამ განაცხადა: "გრაფის 1988 წლის კალენდარული ოქროს სლემი, არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია"[4].

15 წლის ასაკში, აზარენკა სავარჯიშოდ მინსკიდან აშშ-ის ქალაქ სკოთსდეილში გადავიდა, რომელიც არიზონას შტატში მდებარეობს. ამაში მას ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე რუსი მეკარე ნიკოლაი ხაბიბულინი და მისი მეუღლე დაეხმარა, რომელიც აზარენკას დედის მეგობარია[5]. 2012 წელს, ვიქტორია მონტე-კარლოში გადავიდა საცხოვრებლად[6], ხოლო 2013 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში შეიძინა ახალი სახლი[7].

აზარენკა თავისუფლად ფლობს ბელარუსულ, რუსულ და ინგლისურ ენებს და გარკვეულ დონეზე იცის ფრანგული და უკრაინული ენები. 2011 წელს, იგი მოკლე დროით ჩამოშორდა ჩოგბურთს და განათლებაზე მოახდინა კონცენტრაცია. თუმცა ბებიასთან საუბარის შემდეგ, მან გადაწყვიტა ჩოგბურთელის კარიერის გაგრძელება.

აზარენკა 2012–14 წლებში ხვდებოდა ამერიკელ მუსიკოსს Redfoo-ს. ვიქტორია ღიად ლაპარაკობდა თავის დეპრესიაზე, როდესაც ის ტრავმის გამო ჩამოშორდა ჩოგბურთს 2014 წელს[8].

2016 წლის 15 ივლისს, აზარენკამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ იგი ფეხმძიმედაა[9]. 20 დეკემბერს, ვიქტორიას და მის მეგობარ ბიჭს, ბილი მაკქიუგის ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ლეო დაარქვეს[10]. წყვილი 2017 წლის უიმბლდონის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს[11].

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

ერთეულები: 4 (2–2)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
გამარჯვება2012ავსტრალიის ღია პირველობა (1)ჰარდი მარია შარაპოვა6–3, 6–0
მარცხი2012აშშ-ის ღია პირველობაჰარდი სერენა უილიამსი2–6, 6–2, 5–7
გამარჯვება2013ავსტრალიის ღია პირველობა (2)ჰარდი ლი ნა4–6, 6–4, 6–3
მარცხი2013აშშ-ის ღია პირველობაჰარდი სერენა უილიამსი5–7, 7–6(8–6), 1–6

წყვილები: 3 (0–3)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეწყვილემეტოქეებიანგარიში
მარცხი2008ავსტრალიის ღია პირველობაჰარდი შაჰარ პეერი ალიონა ბონდარენკო
კატერინა ბონდარენკო
6–2, 1–6, 4–6
მარცხი2009საფრანგეთის ღია პირველობათიხა ელენა ვესნინა ანაბელ მედინა გარიგესი
ვირხინია რუანო პასკუალი
1–6, 1–6
მარცხი2011ავსტრალიის ღია პირველობაჰარდი მარია კირილენკო ხისელა დულკო
ფლავია პენეტა
6–2, 5–7, 1–6

შერეული წყვილები: 4 (2–2)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეწყვილემეტოქეებიანგარიში
მარცხი2007ავსტრალიის ღია პირველობაჰარდი მაქს მირნი ელენა ლიხოვცევა
დანიელ ნესტორი
4–6, 4–6
გამარჯვება2007აშშ-ის ღია პირველობა (1)ჰარდი მაქს მირნი მეგან შონესი
ლეანდერ პაესი
6–4, 7–6(8–6)
გამარჯვება2008საფრანგეთის ღია პირველობა (1)თიხა ბობ ბრაიანი კატარინა სრებოტნიკი
ნენად ზიმონიჩი
6–2, 7–6(7–4)
მარცხი2018უიმბლდონიბალახი ჯეიმი მარი ნიკოლ მელიხარი
ალექსანდრ პეია
6–7(1–7), 3–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 1 (0–1)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
მარცხი2011WTA-ის ტურის ჩემპიონატი, სტამბოლიჰარდი (დ) პეტრა კვიტოვა5–7, 6–4, 3–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეწყვილემეტოქეებიანგარიში
გამარჯვება (ოქრო)2012ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (1)ბალახი მაქს მირნი ლაურა რობსონი
ენდი მარი
2–6, 6–3, [10–8]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი