კუთრი თბოტევადობა

კუთრი თბოტევადობა (ხვედრითი თბოტევადობა) (გახურების კუთრი სითბო ერთი გრადუსით, აღინიშნება როგორც c) ნივთიერებისათვის განისაზღვრება როგორც სითბური ენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი კილოგრამი ნივთიერების ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატებისათვის.

კუთრი თბოტევადობის განზომილება სი სისტემაში წარმოადგენს ჯოული შეფარდებული კილოგრამი-კელვინთან. მაშასადამე, კუთრი თბოტევადობა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ნივთიერების ერთეული მასის თბოევადობად. კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობაზე მოქმედებს ნივთიერების ტემპერატურა. მაგალითად, წყლის კუთრი თბოტევადობის გაზომვისას სხვადასხვა ტემპერატურაზე მივიღებთ სხვადასხვა შედეგს 20 °C და 60 °C.

კუთრი თბოტევადობის გამოსათვლელი ფორმულა: , სადაც  — კუთრი თბოტევადობაა,  — სითბოს რაოდენობა, რომელიც მიღებულია ნივთიერების მიერ გახურებისას (ან გამოყოფილი გაცივებისას),  — გასაცხელებელი (გასაცივებელი) ნივთიერების მასა,  — ნივთიერების საბოლოო და საწყის ტემპერატურებს შორის სხვაობა.

ზოგი ნივთიერების კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობები

ცხრილი I: კუთრი თბოტევადობის სტანდარტული მნიშვნელობები
ელემენტიაგრეგატული მდგომარეობაკუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
ჰაერი (მშრალი)აირი1,005
ჰაერი (100 % ტენიანობა)აირი≈ 1,0301
ალუმინიმყარი სხეული0,930
ბერილიუმიმყარი სხეული1,8245
თითბერიმყარი სხეული0,377
სპილენძიმყარი სხეული0,385
ალმასიმყარი სხეული0,502
ეთანოლისითხე2,460
ოქრომყარი სხეული0,129
გრაფიტიმყარი სხეული0,720
ჰელიუმიაირი5,190
წყალბადიაირი14,300
რკინამყარი სხეული0,444
ტყვიამყარი სხეული0,130
თუჯიმყარი სხეული0,540
ვოლფრამიმყარი სხეული0,134
ლითიუმიმყარი სხეული3,582
ვერცხლისწყალისითხე0,139
აზოტიაირი1,042
ზეთისითხე≈ 2,000
ჟანგბადიაირი0,920
კვარცის მინამყარი სხეული0,703
წყალი 373К (100 °C)აირი2,020
ლუდის დურდოსითხე3,9269
წყალისითხე4,183
წყალი 273К (0 °C)მყარი სხეული2,060
მნიშვნელობები მოყვანილია სტანდარტულ პირობებისთვის, თუ ეს არ არის განსაკუთრებულად აღნიშნული.
ცხრილი II: კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობა ზოგი სამშენებლო მასალისათვის
ნივთიერებააგრეგატული მდგომარეობაკუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
კუთრი
თბოტევადობა
კჯ·დმ³−1·K−1
ასფალტიმყარი სხეული0,921,012-1,38
მთლიანი აგურიმყარი სხეული0,841,344
სილიკატური აგურიმყარი სხეული11,2 — 2,2
ბეტონიმყარი სხეული0,881,584 — 2,156
კრონგლასი (მინა)მყარი სხეული0,671,709
ფლინტი (მინა)მყარი სხეული0,5031,761 — 2,414
ფანჯრის მინამყარი სხეული0,842,016 — 2,268
გრანიტიმყარი სხეული0,7902,014 — 2,22
გიფსიმყარი სხეული1,092,507
მარმარილო, ქარსიმყარი სხეული0,8802,305 — 2,5
ქვიშამყარი სხეული0,8351,19 — 1,336
ფოლადიმყარი სხეული0,473,713
მიწა (ნიადაგი)მყარი სხეული0,80
მერქანი (ხე)მყარი სხეული1,70,68 — 1,36

იხილეთ აგრეთვე

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი