ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო[1] (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.

ლეონარდო დიკაპრიო

დიკაპრიო 2016 წლის ოქტომბერში
დაბადების სახელი ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1974 (1974-11-11) (49 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1989 - დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში (2004)
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში (2013)

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში (2015)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

გადარჩენილი (2015)
საიტი leonardodicaprio.com

ბიოგრაფია

ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთ გერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.

სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.

მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე, თუ შეძლებ“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს სხვა ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“.

დღეს დღეობით, მას „შვებულება“ აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. მათ შორის იყო „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიულ წიგნზე. დიკაპრიო იყო ამ ფილმის თანაპროდიუსერი და ასრულებდა მთავარ, ჯორდან ბელფორტის როლს. ფილმისთვის მან მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია, თუმცა ოსკარის ჯილდო მან ამჯერადაც ვერ მიიღო და ის დათმო მეთიუ მაკ-კონეჰისთან. დიკაპრიომ თქვა, რომ „უოლ-სტრიტის მგელი“, განსაკუთრებით დამღლელი იყო და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა, ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება გამახვილებული აქვს მის ქველმოქმედებით კარიერაზე.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1991 კბილოსნები 3 Critters 3ჯოში
1992 შხამიანი სურო Poison Ivyგაი
1993 ამ ბიჭის ცხოვრება This Boy's Lifeტობიას 'ტობი' ვულფი
1993 რა აწუხებს გილბერტ გრეიპს What's Eating Gilbert Grapeარნი გრეიპი
1995 სწრაფი და მკვდარი The Quick and the Dead ბიჭი
1995 კალათბურთელის დღიური The Basketball Diaries ჯიმ კეროლი
1995 სრული დაბნელება Total Eclipseართურ რიმბადი
1996 რომეო+ჯულიეტა Romeo + Julietრომეო მონტეგი
1996 მარვინის ოთახი Marvin's Roomჰენკი
1997 ტიტანიკი Titanic ჯეკ დოუსონი
1998 რკინის ნიღაბი The Man in the Iron Maskლუი XIV
1998 პოპულარობა Celebrityბრენდონ დეროუ
2000 სანაპირო The Beachრიჩარდი
2001 კაფე დონს პლამ Don's Plumდერეკი
2002 დამიჭირე, თუ შეძლებ Catch Me If You Canფრენკ ეიბიგნეილ უმცროსი
2002 ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New Yorkამსტერდამ ვალონი
2004 ავიატორი The Aviatorჰოვარდ ჰიუზი
2006 მიცვალებულები The Departedბილი კოსტიგანი
2006 სისხლიანი ალმასი Blood Diamondდენი არჩერი
2008 სიცრუის ერთობლიობა Body of Liesროჯერ ფერისი
2008 რევოლუციური გზა Revolutionary Roadფრენკ ვილერი
2010 ჩაკეტილი კუნძული Shutter Islandტედი დენიელსი
2010 დასაწყისი Inceptionდომ კობი
2010 ტელესკოპი ჰაბლი Hubbleსაკუთარი თავი
2011 ჯ. ედგარი J. Edgarედგარ ჰუვერი
2012 ჯანგო გათავისუფლებული Django Unchainedკელვინ კენდი
2013 დიდი გეტსბი The Great Gatsbyჯეი გეტსბი
2013 უოლ-სტრიტის მგელი The Wolf of Wall Streetჯორდან ბელფორტი
2015 გადარჩენილი The Revenantჰიუ გლასი
2016 წყალდიდობამდე Before the Flood მთხრობელი
2019 ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywoodრიკ დალტონი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი