ლიზოციმი

ლიზოციმი, მურამიდაზა — ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი.

ლიზოციმი
იდენტიფიკატორები
EC 3.2.1.17
CAS 9001-63-2
მონაცემთა ბაზა
IntEnz IntEnz
BRENDA BRENDA
ExPASy NiceZyme
KEGG KEGG
MetaCyc MetaCyc
PRIAM PRIAM
პროტეინის სრუქტურები RCSB PDB PDBe PDBsum
გენური ონტოლოგია AmiGO / EGO

მოქმედების პრინციპი

ლიზოციმი შლის ბაქტერიული უჯრედის კედელს, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიების ლიზისი. ლიზოციმი ორგანიზმში ასრულებს არასპეციფიკური ანტიბაქტერიული ბარიერის როლს, შედის ადამიანის ორგანიზმის მრავალი ქსოვილისა და სითხის შემადგენლობაში. ლიზინი აღმოჩენილია ზოგიერთ მცენარეში, ბაქტერიებსა და ფაგებში, ხოლო ყველაზე მეტი რაოდენობით — კვერცხის ცილოვან გარსში. ლიზოციმი ცილაა, რომლის მოლეკულური მასაა დაახლოებით 14 000; მისი ერთადერთი პოლიპეპტიდური ჯაჭვი შედგება 129 ამინომჟავას ნაშთისგან. ლიზოციმი მოქმედებს ბაქტერიული კედლის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტზე — რთულ პოლისაქარიდზე, რომელიც 2 ტიპის ამინოშაქარს შეიცავს. ამ პოლისაქარიდის სორბცია ხდება ლიზოციმის მოლეკულაზე. ამ დროს ფერმენტს უკავშირდება ამინოშაქრის 6 ციკლი, ხოლო ამ ციკლების ერთ-ერთი შემაკავშირებელი გლიკოზიდური ბმა მოხვდება კარბოქსილის ჯგუფებს შორის. ამგვარი ურთიერთმოქმედების შედეგად და აგრეთვე სუბსტრატის სავალენტი კუთხეების შეცვლის გამო ხდება აქტივაცია და გლიკოზიდური ბმის გაწყვეტა, რასაც ბაქტერიული უჯრედის გარსის დაშლა მოყვება. ლიზოციმი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი