ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩი (ხორ. Luka Modrić; დ. 9 სექტემბერი 1985, ზადარი, ისფრ) — ხორვატი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2014, 2016, 2017, 2018) და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2018).

ლუკა მოდრიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკა მოდრიჩი
დაბადების
თარიღი
9 სექტემბერი, 1985 (1985-09-09) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ზადარი, იუგოსლავია
სიმაღლე172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი10
ახალგაზრდული კარიერა
2001–2003დინამო ზაგრები
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2003–2008დინამო ზაგრები94(27)
2003–2004  ზრინსკი22(8)
2004–2005  ინტერი ზაპრეშიჩი18(4)
2008–2012ტოტენჰემ ჰოტსპური127(13)
2012–რეალ მადრიდი351(28)
ეროვნული ნაკრები
2001ხორვატია 15-წლ.2(0)
2001ხორვატია 17-წლ.2(0)
2003ხორვატია 18-წლ.7(0)
2003–2004ხორვატია 19-წლ.11(2)
2014–2015ხორვატია 21-წლ.15(1)
2006–ხორვატია172(24)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023

საკლუბო კარიერა

დინამო ზაგრები

2002 წელს 16 წლის ლუკა მოდრიჩმა გააფორმა კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“, 1 წლით ის ახალგაზრულ კლუბში იყო, შემდეგ არენდით ითამაშა ბოსნიურ „ზრინსკში“, სადაც მან სწრაფად გამოავლინა თავისი პოტენციალი, გახდა ბოსნიის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ დროს ის 18 წლის იყო. მომდევნო წელი ლუკამ არენდით გაატარა ზაპრეზიჩის „ინტერში“[1]. მოდრიჩი „დინამოში“ 2005 წელს დაბრუნდა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

ტოტენჰემ ჰოტსპური

2008 წლის 26 აპრილს მოდრიჩმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხორვატმა 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა[2].

მადრიდის რეალი

2012 წლის 27 აგვისტოს მოდრიჩმა „მადრიდის რეალთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა[3].

30 აგვისტოს შედგა ხორვატის დებიუტი „სამეფო კლუბის“ რიგებში. ის 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ. კატალონიელები 2:1 დამარცხდნენ, 2 მატჩის ჯამში 4:4 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მადრიდელები გახდნენ თასის მფლობელი. ეს გამოდგა ხორვატის პირველი ტიტული ესპანეთში[4]. 3 ნოემბერს კი გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ კლუბის რიგებში, ლუკამ სარაგოსას კარი აიღო.

სანაკრებო კარიერა

ლუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრების რიგებში 2006 წლის 1 მარტს შედგა ბაზელში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი ნაკრების რიგებში ჩაატარა 50-ე მატჩი.

პირადი ცხოვრება

2010 წლის მაისში მოდრიჩი დაქორწინდა ვანე ბოსნიჩზე (Vanja Bosnić). 2010 წლის 6 ივნისს კი შეეძინა ვაჟი ივანი (Ivano).

ტიტულები

საკლუბო

დინამო ზაგრები:(6)

  • ხორვატიის ჩემპიონი (3): 2005/06, 2006/07, 2007/08
  • ხორვატიის თასის მფლობელი (2): 2006/07, 2007/08
  • ხორვატიის სუპერთასის მფლობელი (1): 2007

რეალ მადრიდი:(22)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი