მწვანე რევოლუცია

მწვანე რევოლუცია — სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის მიღწევების მასობრივი დანერგვის პროცესია სოფლის მეურნეობაში. იგი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახალი აგროტექნოლოგიების, მანქანა-იარაღების, მოწყობილობების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების დანერგვის გზით ხორციელდება.

სასიცოცხლო სივრცის დეფიციტი

მსოფლიოში, მოსახლეობის სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებლით და შესაბამისად, სასიცოცხლო სივრცესთან დაკავშირებული პრობლემიბით, ევროპა გამოირჩევა. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს, ინგლისელმა ეკონომისტმა თომას მალთუსმა (1766-1834) და მისმა მიმდევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწაზე მოსახლეობისა და მისი არსებობის საშუალებების (უპირატესად, კვების პროდუქტების) ზრდას არათანაბარი სიჩქარე ახასიათებს პირველი მათგანი გეომეტრიული, ხოლო მეორე არითმეტიკული პროგრესიით იზრდება, ამგვარი ვითარება კი, მალთუსის აზრით, უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამის გამო, იგი თავისი თანამედროვეებს მოსახლეობის ზრდის შეზღუდვისაკენ, მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებსკენ მოუწოდებდა.

მწვანე რევოლუციის შედეგად განსაკუთრებით გაიზარდა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა, რაც ახალი ჯიშების შექმნასა და მემცენარეობაში და მათ მასობრივ დანერგვას უკავშირდება. ადრე მარცვლეულ კულტურებს მაღალი ღერო ჰქონდა,რის გამოც იგი ვერ უძლებდა მწიფე თავთავის სიმძიმეს რის გამოც უმნიშვნელო ქარის ან წვიმის დროს წვებოდა ნიადაგის ზედაპირზე, ამის გამო მოსაცლის უდიდესი ნაწილი ნადგურდებოდა. მარცვლეულის ახალი ჯიშები კი რომლებიც მწვანე რევოლუციის შედეგად შეიქმნა მოკლე ღეროთი და გარემო პირობებისადმი მდგრადობით გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში


ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი