პედრო ალმოდოვარი

პედრო ალმოდოვარ კაბალიერო (ესპ. Pedro Almodóvar Caballero; დ. 25 სექტემბერი, 1951, კალსადა დე კალატრავა, ესპანეთი) — ესპანელი კინორეჟისორი. 1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს დაწერილი, დადგმული და ზოგ მათგანში როლიც შეუსრულებია. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული „კიჩით“. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.

პედრო ალმოდოვარი

პედრო ალმოდოვარი 2008
დაბადების სახელი პედრო ალმოდოვარ კაბალიერო
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1951 (1951-09-25) (72 წლის)
კალსადა დე კალატრავა, ესპანეთი
რეზიდენცია მადრიდი
პროფესია რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1974-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

2002 — ესაუბრე მას
BAFTA

საუკეთესო რეჟისორი
1999 — ყველაფერი დედაჩემის შესახებ
საუკეთესო ორიგინალური სცენარი

2002 — ესაუბრე მას
სხვა ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი
1999 — ყველაფერი დედაჩემის შესახებ
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის

2006 — დაბრუნება
საიტი ოფიციალური საიტი

მან თავის ძმა ავგუსტინ ალმოდოვართან ერთად დააფუძნა კინოკომპანია „El Deseo“.

ბიოგრაფია

პედრო ალმოდოვარი დაიბადა კალსადა-დე-კალატრავაში სიუდად-რეალში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში, თუმცა რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში (ესტრემადურა), გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები კი ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა.

„მე დავიბადე ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში[1]

თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკა"-ში დაფუძნდებოდა. ამავე დროს ხდება თეატრალური ჯგუფის «Los Goliardos» წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებს და პირველად ხვდება კარმენ მაურას. აქვე ის იწყებს მცირე მოთხრობების წერას, რომელიც სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

„სწორედ „ტელეფონიკში“ გავიცანი კარგად ესპანეთის წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრება, რომელზე დაკვირვებაც მხოლოდ იქ შემეძლო. ამ აღმოჩენამ ჩემ კინოზე მოახდინა გავლენა, მანამადე ხომ მხოლოდ სოფლის მშრომელების ღარიბულ ცხოვრებას ვიცნობდი[2]

1980 წელს იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" («Erecciones generales»), რომელიც ჟურნალი «El Víbora»-ს შეკვეთით დაწერა. ფილმს წელიწადზე მეტ ხანს იღებდნენ მხოლოდ გამოსაშვებ დღეებში. გადაღებისთვის საჭირო ერთი მილიონი პესეტა თეატრალური ჯგუფის წევრებმა ფელიქს ტოტატეტამ და კარმენ მაურამ იშოვეს, მოწყობილობა კი მეგობრებისგან ითხოვეს. მიუხედავად ამისა, სახსრების სიმწირე მოქმედების თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. ფილმი მყისვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ „ალფავილის“ მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.

ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა „რატომ დავიმსახურე ეს?" გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: „ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!". 1985 წელს პედრო, ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად ქმნის საპროდიუსერო კომპანიას «El Deseo», რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი" ("La ley del deseo"). პირველი მნიშვნელოვანი აღიარება ალმადოვარს ფილმმა "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე" ("Mujeres al borde de un ataque de nervios") მოუტანა. ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზეც იყო წარდგენილი.

„ფილმში „ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე“ მე ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი არყოფნით არის გამოწვეული, „დამაბიში“ კი ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი ყოფნით არის გამოწვეული[3]

1999 წელს ალმადოვარი იღებს ფილმს "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" ("Todo sobre mi madre"), რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორი 2002 წელს იღებს "ესაუბრე მას" ("Hable con ella"), რომელმაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.

ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ("La mala educación") ესპანეთის "გოიას" არც ერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც ის ძმასთან ერთად აცხადებს აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.

ალმოდოვარის ბოლოსწინა ფილმი შეწყვეტილი ამბორი გამოვიდა ესპანეთში 2009 წლის 18 მარტს, არის რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. ფილმში ერთმანეთში ირევა აწმყო და წარსული და გამოყენებული. „ფილმი ფილმში“ მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისაგან.

ფილმოგრაფია

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელიფილმიორიგინალური დასახელებაჯილდოები
1980პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონებიPepi, Luci, Bom y otras chicas del montón 
1982ვნებათა ლაბირინთიLaberinto de pasiones
1983ბნელი ვნებანიEntre tinieblas
1984რატომ დავიმსახურე ეს?¿Qué he hecho yo para merecer ésto?
1986მატადორიMatador
1987სურვილის კანონიLa ley del deseo
1988ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზეMujeres al borde de un ataque de nervios
1990დამაბი¡Átame!
1991მაღალი ქუსლებიTacones lejanos
1993კიკა
1995ჩემი საიდუმლოს ყვავილიLa flor de mi secreto
1997მთრთოლარე სხეულიCarne trémula
1999ყველაფერი დედაჩემის შესახებTodo sobre mi madreოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის,
BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი
2002ესაუბრე მასHable con ellaოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის

BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის

2004ცუდი აღზრდაLa mala educación
2006დაბრუნებაVolverკანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის
2009შეწყვეტილი ამბორიLos abrazos rotos
2011კანი, რომელშიც ვცხოვრობLa piel que habito
2013ძალიან აღგზნებული ვარLos amantes pasajeros
2016ხულიეტაJulieta

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

წელიფილმი
1974Film político
1974Dos putas, o historia de amor que termina en boda
1975Sea caritativo
1975Blancor
1975Caída de Sódoma, La
1975Homenaje
1975Sueño, o la estrella, El
1976Muerte en la carretera
1977Sexo va, sexo viene
1978Folle... folle... fólleme Tim!
1978Salomé

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი