რივალდო

რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა (პორტ.-ბრაზ. Rivaldo Vítor Borba Ferreira; დ. 19 აპრილი 1972, პაულისტა, პერნამბუკუ) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[1]

რივალდო
რივალდო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა
დაბადების
თარიღი
19 აპრილი, 1972 (1972-04-19) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
პაულისტა, ბრაზილია
სიმაღლე186 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1991–1992სანტა-კრუზი4(6)
1992–1994მოჟი-მირინი0(0)
1993–1994  კორინთიანსი19(11)
1994–1996პალმეირასი45(21)
1996–1997დეპორტივო41(21)
1997–2002ბარსელონა157(86)
2002–2004მილანი22(5)
2004  კრუზეირო11(0)
2004–2007ოლიმპიაკოსი70(34)
2007–2008აეკი35(12)
2008–2010ბუნედკორი53(33)
2010–2011მოჟი-მირინი0(0)
2011  სან-პაულუ30(5)
2012კაბუსკორპი21(11)
2013სან-კაეტანო7(0)
2014მოჟი-მირინი1(0)
სულ505(245)
ეროვნული ნაკრები
1992–1993ბრაზილია 20 წლ.9(1)
1996ბრაზილია 23 წლ.5(0)
1993–2003ბრაზილია74(35)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

რივალდომ თავისი კარიერა ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ „სანტა-კრუზში“ დაიწყო. შემდეგ გადაბარგდა კლუბ „მოჟი-მირინში“, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა. 1993 წელს რივალდო „კორინთიანსის“ წარმომადგენლებმა შენიშნეს და კლუბში მიიწვიეს. საბოლოოდ ბრაზილიელი „კორინთიანსში“ მხოლოდ 1 წელიწადს გაჩერდა, საიდანაც „პალმეირასში“ გადაბარგდა. „პალმეირასში“ ჩატარებული 104 მატჩში რივალდომ 53 ბურთის გატანა შეძლო და ბრაზილიის სერია A-ში გაიმარჯვა. 1996 წელს რივალდომ დატოვა სამშობლო და საბურთაოდ ევროპაში გაემგზავრა. რივალდოს კარგი თამაშით „დეპორტივოს“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სწორედ აქედან იწყება რივალდოს აპოგეა. „დეპორტივოში“ რივალდო დიდი მონდომებით თამაშობდა და ერთ სეზონში 21 ბურთის გატანა შეძლო. რივალდოს ასეთი კარგი თამაში და შედეგიანობა მხედველობაში არც კატალონიურ „ბარსელონას“ გამორჩენია.

1997 წელს რივალდო კატალონიურმა „ბარსელონამ“ შეიძინა. „ბარსელონაში“ რივალდომ ბევრს მიაღწია, კლუბში მრავალი ჯილდო მოიგო და გულშემატკივართა დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. რივალდომ „ბარსელონაში“ 5 წელი იასპარეზა. ჩაატარა 157 თამაში და გაიტანა 86 გოლი, რომელთაგან გადამწყვეტი არაერთი აღმოჩნდა კლუბისთვის. 1999 წელს რივალდომ ოქროს ბურთი მოიგო და გახდა ფიფა-ს წლის ფეხბურთელი. ასევე მოიგო ორჯერ ჩემპიონატი და ერთხელ უეფა-ს სუპერთასი.

რივალდოს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან (ლუი ვან გალთან) არაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი. 2002 წელს რივალდომ დატოვა კატალონიური „ბარსელონა“ და სათამაშოდ იტალიურ „მილანში“ გადავიდა. რივალდომ იტალიაში ფეხი ვერ მოიკიდა. სულ „მილანში“ ბრაზილიელმა 22 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 2003 წელს რივალდო სამშობლოში ბრუნდება. თუმცა აქაც ცოტახნით ჩერდება. 2004 წლიდან 2007 წლებში რივალდო საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობდა, ჯერ „ოლიმპიაკოსის“, ხოლო შემდეგ „აეკის“ შემადგენლობაში. შემდეგ სათამაშოდ წავიდა უზბეკეთის „ბუნიოდკორში“. 2011 წლის 22 იანვარს რივალდო იჯარით გადაბარგდა „სან-პაულუში“. საფეხბურთო კარიერა დაასრულა 2014 წელს „მოჟი-მირინში“.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რივალდო ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩაატარა 1993 წლის 16 დეკემბერს მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. უკანასკნელი კი — 2003 წლის 19 ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში რივალდომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაში რივალდო მე-10 ნომრით ასპარეზობდა. ფინალში ბრაზილიამ გერმანიას სძლია ანგარიშით 2-0.

მიღწევები

საკლუბო

პალმეირასი
ბარსელონა
მილანი
კრუზეირო
  • მინეიროს ჩემპიონატი: 2004
ოლიმპიაკოსი
  • საბერძნეთის სუპერ ლიგა: 2005, 2006, 2007
  • საბერძნეთის თასი: 2005, 2006
ბუნედკორი
  • უზბეკეთის სუპერ ლიგა: 2008, 2009, 2010
  • უზბეკეთის თასი: 2008, 2010

სანაკრებო

ბრაზილია

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი