რკინის გუმბათი

„რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) — ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დასცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან.[9] შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ.

რკინის გუმბათი
ტიპი C-RAM და მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა[1]
წარმომავლობის ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2011-დან დღემდე
იყენებენ ისრაელის დროშა ისრაელი
ომები და კონფლიქტები ღაზა-ისრაელის კონფლიქტი (2011, 2012)
ოპერაცია ღრუბლიანი სვეტი
ოპერაცია ურღვევი კლდე
სინაის ამბოხება
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Rafael Advanced Defense Systems და Israel Aerospace Industries
შექმნის თარიღი 2005-დან დღემდე
მწარმოებელი Rafael Advanced Defense Systems და Israel Aerospace Industries
ეგზემპლარის ღირებულება

$50 მილიონი ერთი ბატარეა[2]

$40,000 ერთი შუშხუნა [3]
წარმოების პერიოდი 2011-დან დღემდე
რაოდენობა 10 ბატარეა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე[4] (დაგეგმილია 5 ბატარეის განთავსება )[5][6]
მახასიათებლები
წონა 90 კგ (3200 გირვანქა)[7]
სიგრძე 3 (9,8 ფუტი)[7]
დიამეტრი 160 მმ (6,3 ინჩი)[7]

დეტონაციის
მექანიზმი
რადიოამფეთქი[8]

სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს — ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება.[10] თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.[11]

პირველი ბატარეა განთავსდა 2011 წლის 27 მარტს ბეერ-შევასთან ახლოს.[12] 7 აპრილს წარმატებით შეაჩერა ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები. [13] 2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტების 90% გაანადგურა, რომლებიც დასახლებული პუნქტების დასაბომბად იყო განკუთვნილი.[14] 2012 წლის ნოემბრისათვის ანტისარაკეტო სისტემამ 400-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.[15][16] 2014 წელს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 9 ბატარეა. 2014 წლის ბოლოსათვის, „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო 1200 რაკეტა.[17]

ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, „რკინის გუმბათი“ ღაზის სექტორიდან გამოსროლილი რაკეტების 85–90 პროცენტს უმკლავდება. ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს ამ მაჩვენებლის სანდოობაში, თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სისტემა მუშაობს, რაზეც მეტყველებს ისრაელის მხრიდან მსხვერპლის ნაკლებობა.[10]

2016 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა, იავერ ჯამალოვმა განაცხადა, რომ ისრაელისგან შეიძენდა „რკინის გუმბათის“ სისტემას. მას შემდეგ ხელშეკრულებას ინდოეთმა, რუმინეთმა და აშშ-მაც მოაწერეს ხელი.[10]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი