რობერტო კარლოსი

ბრაზილიელი ფეხბურთელი

რობერტო კარლოს და სილვა როშა (პორტ. Roberto Carlos da Silva Rocha; დ. 10 აპრილი, 1973, გარსა, სან-პაულუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც რობერტო კარლოსი. იცავდა „უნიონ სან-ჟუანის“, „პალმეირასის“, მილანის „ინტერის“, მადრიდის „რეალის“, „ფენერბახჩეს“, „კორინთიანსის“, „ანჟის“, „დელი დაინამოსის“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. სან-პაულუს შტატის ორგზის და ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულუს ტურნირის გამარჯვებული „პალმეირასის“ შემადგენლობაში. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული, ესპანეთის სუპერთასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. თურქეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1998 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, კოპა ამერიკის ორგზის (1997, 1999) ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი (1995), ფიფა-ს კონფედერაციის თასის მფლობელი (1997) და ფინალისტი (1996), ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1996) ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად.

რობერტო კარლოსი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რობერტო კარლოს და სილვა როკა
დაბადების
თარიღი
10 აპრილი, 1973 (1973-04-10) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
გარსა, სან-პაულუ, ბრაზილია
სიმაღლე168 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1985–1988ატლეტიკო ჟუვეტუსი
1988–1991უნიონ სან-ჟუანი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1991–1993უნიონ სან-ჟუანი33(10)
1992  ატლეტიკო3(0)
1993–1995პალმეირასი44(3)
1995–1996ინტერი30(5)
1996–2007რეალ მადრიდი370(47)
2007–2009ფენერბახჩე65(6)
2010–2011კორინთიანსი35(1)
2011–2012ანჟი მაჰაჩყალა25(4)
2015დელი დაინამოსი3(0)
სულ582(66)
ეროვნული ნაკრები
1992–2006ბრაზილია125(11)
სამწვრთნელო კარიერა
2012ანჟი მაჰაჩყალა (მწვრთნელი)
2013–2014სივასფორი
2015აკხისარ ბელედიესპორი
2015დელი დაინამოსი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო კარიერა

საკლუბო კარიერა 1990 წელს „სან-პაულუში“ დაიწყო. ამ კლუბის მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 1992 წელს იჯარით კიდევ ერთ ბრაზილიურ კლუბ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავიდა, თუმცა კლუბთან ერთად მხოლოდ 3 მატჩი გამართა. მისი უკანასკნელი მშობლიური კლუბი „პალმეირასი“ გამოდგა. რობერტომ ორი წელი გაატარა „პალმეირასში“ და ორჯერვე შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება. სულ ამ კლუბის მაისურით კარლოსმა 68 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა ხუთჯერ მოახერხა.

1995 წელს სამხრეთამერიკული კარიერა დაასრულა და მილანის „ინტერში“ გადავიდა, სადაც ერთი წელი გაატარა. „ინტერის“ მაშინდელ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ბრაზილიელის ნახევარდაცვაში გამოყენება სურდა, მაგრამ კარლოსი მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. კარლოსმა მილანელთა შემადგენლობაში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მაყურებლებს თავი 7 გოლით დაამახსოვრა.

1996 წელს კარლოსმა მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგო და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები სწორედ მადრიდში გაატარა. რობერტომ მის სადებიუტო წელს „რეალში“ პრიმერას სეზონის მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა და 5 გოლი შეაგდო და პირველივე წელს შეძლო ლა ლიგის მოგება. 3 წლიანი პაუზის შემდეგ 2000–01 წლების სეზონში კარლოსი მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. ამ სეზონში მან სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. საერთო ჯამში, რობერტო კარლოსმა მადრიდის „რეალის“ მაისურით 514 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 67 გოლი გაიტანა. მადრიდულ კლუბთან ერთად ოთხჯერ ლა ლიგა, ხოლო სამჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამას გარდა სამჯერ ესპანეთის სუპერთასს, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასს და ერთხელ უეფა-ს სუპერთასს დაეუფლა.

მომდევნო 3 წელიწადი კარლოსმა თურქულ „ფენერბახჩეში“ გაატარა და სუპერლიგის 65 თამაშში 6 გოლი შეაგდო. 2010 წელს ბრაზილიელი ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და რონალდოსთან ერთად 2010–2011 წლებში „კორინთიანსის“ ღირსებას იცავდა.

შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 1997 წელს ფიფა-ს მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რობერტო მეორე ადგილზე გავიდა, მას თანამემამულე რონალდომ გაასწრო, ხოლო 2004 წლის მარტში ბრაზილიელი პელეს მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 125 ფეხბურთელთა შორის მოხვდა.

სანაკრებო კარიერა

1992–2006 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 125 მატჩი ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.

მიღწევები

პალმეირასი
რეალ მადრიდი
ფენერბახჩე

სანაკრებო

ბრაზილია

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Twitter
თემატური საიტები
CUP2002.RU · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Sambafoot · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · Internet Movie Database
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
დიდი რუსული ენციკლოპედია[მკვდარი ბმული]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი