რუსეთის დემოგრაფია

რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლები

რუსეთის დემოგრაფიარუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მახასიათებლები, მათ შორის, მოსახლეობის ზრდა, სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი და სხვა საკითხები.

2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა, ყირიმის ჩაუთვლელად (მისი ანექსია არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ[1][2][3]), 144 498 215 ადამიანს შეადგენს. ამავე თარიღის მონაცემებით, ყირიმისა და სევატოპოლის ჩათვლით, მოსახლეობა 146 804 372 კაცს შეადგენს[4].

2015 წლის მონაცემების მიხედვით, შობადობის საერთო მაჩვენებებლით — 1.777 შვილი თითოეულ ქალზე[5], აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უმაღლესი იყო. 2013 წელს, რუსეთის მოსახლეობამ, 1990 წლის შემდეგ პირველად განიცადა მოსახლეობის ბუნებრივი მატება, რაც 22 700 ადამიანს შეადგენდა. იმიგრაციის გათვალისწინებით, მოსახლეობა 294 500-ით გაიზარდა.

2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 81%-ს ეთნიკური რუსები შეადგენენ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნული ხვედრითი წილი, სტაბილურობას ინარჩუნებს[6][7]. შემდეგი ექვსი სხვა ეროვნების მოსახლეობის რაოდენობა, 1 მილიონს აღემატება: თათრები (3.9%), უკრაინელები (1.4%), ბაშკირები (1.1%), ჩუვაშები (1%), ჩეჩნები (1%) და სომხები (0.9%). საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 160 განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია დასახლებული.

რუსეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე, 8.4 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რის მიხედვითაც, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით მაღალია ქვეყნის ევროპულ ნაწილში, რომლისთვისაც ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. მოსახლეობის 74% ურბანულია, რაც რუსეთს ძალზე ურბანიზებულ ქვეყანად წარმოაჩენს.

ძირითადი მაჩვენებლები

რუსეთის მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1950 წლიდან.[8][9]
  შობადობის კოეფიციენტი
  სიკვდილიანობის კოეფიციენტი
  ბუნებრივი მატება

რუსეთის მოსახლეობამ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაქსიმუმს მიაღწია. შობადობის დაბალმა მაჩვენებელმა და სიკვდილიანობის საგრძნობლად ზრდამ, მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური მაჩვენებლის 0.5%-ით შემცირება გამოიწვია — დაახლოებით 750 000-800 000 ადამიანი ყოველწლიურად 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე. 2005 წელს, გაერომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებლები არ გაუმჯობესდებოდა, რუსეთის იმ დროინდელი მოსახლეობა (დაახლ. 143 მილიონი), 2050 წლისთვის, სამჯერ შემცირდებოდა[10][11].

გვიან 2000-იანი წლებში, მოსახლეობის კლება მნიშვნელოვნად შენელდა და 2009 წელს, 15 წლის განმავლობაში, მოსახლეობის რეკორდული რაოდენობით მატება (23 300) დაფიქსირდა[12]. მოსახლეობის მატების ძირითადი მიზეზებია ჯანდაცვის სფეროს განვითარება, ნაყოფიერების მაჩვენებლების ცვლილება ახალგაზრდა ქალებში, ემიგრაციის შემცირება და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან იმიგრანტების მუდმივი შემოსვლა. 2012 წელს, რუსეთის მოსახლეობა 292 400-ით გაიზარდა.

საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული კონომიკური კრიზისის შემდეგ, სიღარიბეში მცხოვრები რუსების რაოდენობა 50%-ით შემცირდა და ეკონომიკის განვითარებამ, დადებითი გავლენა იქონია შობადობის კოეფიციენტზე. ეს უკანასკნელი, 1999 წლის მინიმალური მაჩვენებლიდან — 8.27 ახალშობილი ყოველ 1000 კაცზე, 2014 წელს, 13.3-ს მიაღწია. აღნიშნულის მსგავსად, ნაყოფიერების კოეფიციენტი, 1999 წლის მინიმალური ნიშნულიდან — 1.157-დან, 2015 წელს, 1.777-ს მიაღწია. 2007 წელს, დაფიქსირდა 25 წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებლის ზრდის მაქსიმუმი, ხოლო 2009 წელს — ამ მაჩვენებლის უმაღლესი ნიშნული 1991 წლიდან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შობადობის კოეფიციენტი სხვა განვითარებული ქვეყნებთან შესადარია, მისი სიკვდილიანობის კოეფიციენტი ბევრად მაღალია, განსაკუთრებით, შრომისუნარიან მამაკაცებს შორის, რადგან შედარებით მაღალია გულის დაავადებები და გარეგანი საფრთხეები, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევები. სიკვდილიანობის კოეფიციენტი რუსეთში, 2010 წელს, 14.3 იყო ყოველ 1 000 მოქალაქეზე.

დემოგრაფიული კრიზისი და აღდგენის პერსპექტივები

სიკვდილიანობის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზებს ფართოდ განიხილავენ. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის — The Lancet-ის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით[13], მასობრივი პრივატიზაცია — ეკონომიკური რეფორმების ერთობლიობის შემადგენელი ნაწილი, მეტსახელად შოკური თერაპია, ნათლად უკავშირდება სიკვდილიანობის მაღალ კოეფიციენტს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერები უგულვებელყოფდნენ ადამიანთა იმ ღირებულებებს, რაც მათ პოლიტიკაშია წარმოდგენილი, მათ შორის, უმუშევრობა და ადამიანთა გასაჭირი, რაც ადრეულ ასაკში გარდაცვალებას იწვევს. ეს დასკვნები, ეკონომისტმა[14] გააკრიტიკა. 2000 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა მოხსენება რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ტენდენციაზე — ალკოჰოლის არასწორად გამოყენებაზე, რაც მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ ახსნასთან არის გაიგივებული[15].

2009 წლის კვლევების მიხედვით, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, 1990-იან წლებში, 52%-ს ალკოჰოლი იკავებდა, 15-54 ასაკის მოქალაქეებში. იგივე დემოგრაფიული თვალსაზრისით, აღნიშნული შედარებულია დანარჩენი მსოფლიოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის 4%-თან. კვლევის მიხედვით, 1990-იან წლებში, ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა, საშუალო 10.5 ლიტრს შეადგენდა და ეს შედეგები დაფუძნებული იყო ციმბირის სამ ინდუსტრიულ ქალაქში — ბარნაულში, ბიისკში და ომსკში ჩატარებულ გამოკითხვებზე[16].

რუსული დემოგრაფიული პუბლიკაციის — Demoscope-ის მიხედვით[17], 1960-2005 წლებში, მამაკაცთა სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდა გრძელვადიანი ტენდენცია იყო. აღნიშნულის ერთადერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა მიხეილ გორბაჩოვის ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანია, მაგრამ მისი შედეგი დროებითი იყო. პუბლიკაციის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, 1990-იანი წლების დასაწყისში გამოწვეული იყო ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიის შედეგის შემცირებით და საბაზრო რეფორმების მეორეხარისხოვნებით. ავტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ The Lancet-ის კვლევა დაუდევარია, რადგან მას 1985 წლის მაჩვენებლები დაედო საფუძვლად, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის შედეგების მაქსიმუმი სწორედ მასში იყო ასახული.

დემოგრაფიული კრახის გამომწვევი სხვა ფაქტორები ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მოიცავს 1925-1940 წლებში (რუსეთის სამოქალაქო ომის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი) დაბადებული ხალხის დიდი კონტიგენტის გარდაცვალება, როცა შობადობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო და უკმაყოფილების გამო, შემდგომში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.

ვლადიმირ პუტინის 2006 წლის ერის მიმართულების მთავარი თემა დემოგრაფიული კრიზისის აღმოფხვრა იყო[18]. შედეგად, განვითარდა ეროვნული პროგრამა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის 2020 წლისთვის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. 2007 წელს, გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის კლების კოეფიციენტის შემცირებამ შენელება დაიწყო: თუ 2006 წლის იანვრიდან აგვისტომდე შემცირება 408 200 ადამიანს მოიცავდა, 2007 წლის იმავე პერიოდში, 196 600 დაფიქსირდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, 2007 წელს 357 000, 2006 წელთან შედარებით 137 000-ით ნაკლები იყო[19].

2007 წლის იმავე პერიოდში, რუსეთში, ახალშობილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, 2006 წელს კი — 981 600 იყო. ამასთანავე, გარდაცვალებულთა რაოდენობა 1 475 000-დან 1 402 300-მდე შემცირდა. 83-დან 18 პროვინციაში, 2007 წელს, მოსახლეობის ბუნებრივი მატება გამოვლინდა, 2006 წელს კი — 16 პროვინციაში. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ 2020 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობა დასტაბილურდება 138-139 მილიონზე, ხოლო 2025 წლისთვის, კვლავ მიაღწევს დღევანდელ სტატუსს — 143-145 მილიონს და ამასთანავე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზრდება.

მოსახლეობის ბუნებრივი კლება შენელებას 2008-2012 წლებშიც განაგრძობდა, ვინაიდან, სიკვდილიადობის კოეფიციენტი თანდათან მცირდებოდა, ხოლო შობადობის — იზრდებოდა. 2009 წელს, 15 წლიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შემდეგ, პირველად დაფიქსირდა მისი წლიური მატება[20]. 2009 წლის სექტემბერში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 წლის მანძილზე, რუსეთმა მოსახლეობის ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვინაიდან, აგვისტოში გარდაცვალებაზე 1 000-ით მეტი დაბადება დაფიქსირდა[21]. 2011 წლის აპრილში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა (2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტი) განაცხადა, რომ მზად იყო 1.5 ტრილიონი რუბლის (32.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ან 54 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვაზე, შემდგომ ოთხ წელიწადში შობადობის კოეფიციენტის 30%-ით გაზრდისთვის ხელშესაწყობად[22].

2012 წელს, შობადობის კოეფიციენტი კვლავ გაიზარდა. რუსეთში დაფიქსირდა შობადობის რეკორდული, 1990 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა — 1 896 263. ამ მაჩვენებელმა, 1.691 ნაყოფიერების კოეფიციენტით (1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი) გადააჭარბა 1967-1969 წლებში დაფიქსირებულ წლიურ დაბადებებს. მართლაც, რუსეთში უმნიშვნელოდ მეტი ხალხი ცხოვრობდა იაპონიასთან შედარებით, თუმცა, ახლა მისი შობადობის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება იაპონიისას. შემდგომ წლებში, მოსალოდნელი იყო შობადობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, მაგრამ ნაყოფიერების კოეფიციენტის გაზრდამ, ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებას. 2013-2015 წლების მაჩვენებლებმა, კვლავ დააფიქსირეს დაახლოებით 1.9 მილიონი დაბადება, თითქმის 2012 წლის მსგავსად, თუმცა, ქალების რეპროდუქციული ასაკის შემცირების გამო, ნაყოფიერების კოეფიციენტმა 1.777-ს მიაღწია, რის მიხედვითაც, რუსეთი 50 განვითარებული ქვეყნიდან პირველ ათს შორისაა, ევროპაში კი — მე-6 ადგილს იკავებს.

მოსახლეობის სტატისტიკა

რუსეთის მოსახლეობის პირამიდა 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით. „ტალღები“ გამოწვეულია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიდი დანაკარგის გამო. პირამიდის ფუძის მკვეთრი შევიწროება გამოწვეულია 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისით.
რუსეთის მოსახლეობა ასაკისა და სქესის მიხედვით (2017 წლის 1 იანვრის მონაცემები).

მოსახლეობის სიმჭიდროვე

8.4 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე (2010 წლის მოსახლეობის აღწერის მისედვით)[23]

მოსახლეობის განაწილება

74% საქალაქო, 26% სასოფლო (2010 წლის მოსახლეობის აღწერის მისედვით)

მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი

0.19% (2014 წლის მონაცემებით)

მოსახლეობის საშუალო ასაკი

სულ: 39.6 წელი
მამრობითი სქესი: 36.7 წელი
მდედრობითი სქესი: 41.6 წელი (2009)[24]

სქესობრივი თანაფარდობა

დაბადებისას: 1.06 მამრობითი/მდედრობითი
15 წლამდე: 1.05 მამრობითი/მდედრობითი
15–64 წლები: 0.92 მამრობითი/მდედრობითი
65 წელი და 65-ს ზემოთ: 0.46 მამრობითი/მდედრობითი
მოსახლეობა სულ: 0.86 მამრობითი/მდედრობითი (2009)[24]

მოსახლეობის მიმდინარე ბუნებრივი მატება

მოსახლეობის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი (ყოველ 1 000 მოსახლეზე) 2015 წლის მონაცემების მიხედვით.

ექსპერტებს საგონებელში აგდებდა სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდის თანხვედრა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოტენციური დედების შემცირებამ, გამოიწვია შობადობის შემცირება და ნაყოფიერების ზრდა.[25]

შობადობის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით (2012)
სიკვდილიანობის კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით (2012)
ნაყოფიერების კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით (2011)
ურბანული ნაყოფიერების კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით (2011)
სასოფლო ნაყოფიერების კოეფიციენტი რეგიონების მიხედვით (2011)

2017 წლის თებერვალში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, დაბადებების რაოდენობა 22 184-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იგი 27 692-ით შემცირდა.

  • 2016 წლის თებერვალში დაბადებულთა რაოდენობა = 149,012
  • 2017 წლის თებერვალში დაბადებულთა რაოდენობა = 126,828

2017 წლის იანვარ-თებერვალში, შობადობის კოეფიციენტი, 11.1 იყო ყოველ 1000 მოსახლეზე, 2016 წლის იმავე პერიოდში კი — 12.1.

  • 2016 წლის იანვარ-თებერვალში დაბადებულთა რაოდენობა = 291,064
  • 2017 წლის იანვარ-თებერვალში დაბადებულთა რაოდენობა = 263,372

2017 წლის თებერვალში, გარდაცვლილთა რაოდენობა 338-ით შემცირდა, 2016 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, წინა წელთან შედარებით, ეს მონაცემი 9 977-ით შემცირდა.

  • 2016 წლის თებერვალში გარდაცვლილთა რაოდენობა = negative increase 156,779
  • 2017 წლის თებერვალში გარდაცვლილთა რაოდენობა = positive decrease 146,802

2017 წლის იანვარ-თებერვალში, სიკვდილიანობის კოეფიციენტი 13.7 იყო ყოველ 1000 მოსახლეზე, 2016 წლის იმავე პერიოდში კი — 13.6.

  • 2016 წლის იანვარ-თებერვალში გარდაცვლილთა რაოდენობა = negative increase 326,550
  • 2017 წლის იანვარ-თებერვალში გარდაცვლილთა რაოდენობა = positive decrease 326,212

2017 წლის იანვარ-თებერვალში, საერთო ბუნებრივი მატება ყოველ ათას მოსახლეზე, -2.6-მდე შემცირდა, 2016 წელს კი — -1.5-მდე.

  • ბუნებრივი მატება 2016 წლის თებერვალში = negative increase -7,767
  • ბუნებრივი მატება 2017 წლის თებერვალში = negative increase -19,974
  • ბუნებრივი მატება 2016 წლის იანვარ-თებერვალში = negative increase -35,486
  • ბუნებრივი მატება 2017 წლის იანვარ-თებერვალში = negative increase -62,840
იანვარ-თებერვალიშობადობა/2017შობადობა/2016სიკვდილიანობა/2017სიკვდილიანობა/2016
რუსეთის ფედერაცია11.1 12.1 13.7 negative increase13.6 negative increase
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი14.7 15.7 8.4 negative increase8.3 positive decrease
ჩეჩნეთი20.7 20.9 5.2 negative increase4.8 positive decrease
დაღესტანი16.4 17.3 5.4 positive decrease5.7 positive decrease
ინგუშეთი15.8 17.8 3.0 positive decrease3.2 positive decrease
ყაბარდო-ბალყარეთი12.7 13.7 10.0 negative increase9.3 positive decrease
ჩრდილოეთი ოსეთი12.6 13.9 11.3 negative increase10.7 negative increase
სტავროპოლის მხარე11.2 12.5 12.5 positive decrease12.6 positive decrease
ყარაჩაი-ჩერქეზეთი11.0 11.9 10.3 negative increase9.9 positive decrease
ურალის ფედერალური ოკრუგი12.5 13.4 13.2 negative increase13.0 negative increase
ტიუმენის ოლქი13.7 15.2 8.8 negative increase8.6 negative increase
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი13.7 15.5 5.8 negative increase5.7 positive decrease
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი13.6 14.9 6.9 negative increase6.6 negative increase
სვერდლოვსკის ოლქი12.4 13.3 15.3 negative increase14.8 positive decrease
ჩელიაბინსკის ოლქი11.6 12.0 14.4 negative increase14.0 positive decrease
კურგანის ოლქი10.9 12.3 17.0 positive decrease17.5 negative increase
ციმბირის ფედერალური ოკრუგი11.7 13.1 13.8 positive decrease13.5 negative increase
ტუვა20.9 22.7 9.7 9.7 positive decrease
ალთაის რესპუბლიკა14.4 17.0 10.5 negative increase9.9 negative increase
ბურიატეთი13.9 15.7 11.2 positive decrease11.5 negative increase
ირკუტსკის ოლქი12.8 14.0 13.8 negative increase13.4 positive decrease
იმიერბაიკალეთის მხარე12.0 13.5 12.5 positive decrease12.9 positive decrease
ნოვოსიბირსკის ოლქი12.0 13.1 14.1 negative increase14.0 positive decrease
კრასნოიარსკის მხარე11.9 13.1 13.3 negative increase13.2 positive decrease
ხაკასეთი11.7 13.5 13.7 negative increase13.4 negative increase
ომსკის ოლქი11.2 12.7 14.4 negative increase13.6 positive decrease
ტომსკის ოლქი10.5 11.8 12.5 positive decrease12.8 positive decrease
ალთაის მხარე10.4 11.6 15.2 negative increase14.3 negative increase
კემეროვოს ოლქი10.1 11.4 15.4 negative increase14.7 positive decrease
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი11.6 12.8 13.0 negative increase12.6 positive decrease
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი14.5 12.2 8.8 positive decrease9.5 positive decrease
სახა (იაკუტია)13.6 15.0 8.4 8.4 positive decrease
სახალინის ოლქი12.7 13.5 13.2 positive decrease13.5 positive decrease
ამურის ოლქი11.9 12.2 15.3 negative increase13.9 negative increase
ებრაელთა ავტონომიური ოლქი11.8 13.9 14.8 positive decrease16.7 negative increase
კამჩატკის მხარე11.8 11.9 11.1 negative increase12.4 positive decrease
ხაბაროვსკის მხარე11.5 13.4 14.1 negative increase13.0 positive decrease
პრიმორიეს მხარე10.5 11.6 14.1 negative increase13.4 negative increase
მაგადანის ოლქი9.6 10.8 10.5 positive decrease11.5 positive decrease
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი10.8 12.1 14.5 negative increase14.0 negative increase
უდმურტეთი12.0 13.6 13.9 positive decrease13.2 positive decrease
პერმის მხარე11.9 13.7 15.0 negative increase14.4 negative increase
ბაშკირეთი11.8 12.9 13.6 negative increase12.9 positive decrease
თათრეთი11.5 13.3 12.9 positive decrease11.9 positive decrease
მარი-ელი11.5 13.3 13.6 negative increase13.3 negative increase
ორენბურგის ოლქი11.5 12.5 14.3 positive decrease13.5 negative increase
ჩუვაშეთი11.0 12.8 13.6 negative increase13.2 positive decrease
სამარის ოლქი10.4 11.3 14.8 negative increase13.9 negative increase
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი10.4 11.1 16.0 positive decrease16.5 negative increase
კიროვის ოლქი10.1 11.8 16.7 negative increase15.7 negative increase
ულიანოვსკის ოლქი10.0 10.5 15.7 negative increase15.4 positive decrease
სარატოვის ოლქი9.0 10.5 14.9 negative increase14.4 negative increase
პენზის ოლქი8.7 9.6 15.9 negative increase14.8 positive decrease
მორდვეთი8.2 9.4 14.2 positive decrease14.7 positive decrease
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი10.7 11.6 14.3 positive decrease14.5 positive decrease
ნენთა ავტონომიური ოკრუგი13.9 16.4 9.9 negative increase9.7 positive decrease
სანქტ-პეტერბურგი11.8 12.8 12.7 positive decrease13.3 positive decrease
კომის რესპუბლიკა11.8 12.5 13.3 negative increase12.6 positive decrease
ვოლოგდის ოლქი11.1 12.2 15.9 positive decrease16.4 positive decrease
კალინინგრადის ოლქი11.0 11.5 14.4 negative increase13.7 negative increase
მურმანსკის ოლქი10.1 11.0 12.2 positive decrease12.5 positive decrease
არხანგელსკის ოლქი10.0 11.1 15.3 negative increase13.8 positive decrease
კარელიის რესპუბლიკა9.6 11.1 16.4 negative increase15.5 negative increase
ნოვგოროდის ოლქი9.5 11.0 18.5 positive decrease18.9 positive decrease
ფსკოვის ოლქი9.5 9.9 19.8 positive decrease20.2 positive decrease
ლენინგრადის ოლქი8.0 8.5 14.8 positive decrease15.5 positive decrease
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი10.6 11.6 14.5 negative increase14.3 negative increase
ასტრახანის ოლქი12.0 13.6 13.2 negative increase11.9 positive decrease
კრასნოდარის მხარე11.5 12.8 14.2 negative increase13.9 negative increase
სევასტოპოლი11.2 11.7 14.8 14.8 negative increase
ადიღეს რესპუბლიკა10.3 11.9 14.5 negative increase14.3 negative increase
ყირიმის რესპუბლიკა10.3 11.1 16.6 negative increase15.8 negative increase
ყალმუხეთი10.2 12.1 10.6 negative increase10.1 negative increase
როსტოვის ოლქი9.9 10.7 14.4 positive decrease15.1 positive decrease
ვოლგოგრადის ოლქი9.6 10.1 14.5 negative increase14.1 negative increase
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი10.0 10.7 14.2 positive decrease14.4 positive decrease
მოსკოვის ოლქი11.0 11.6 13.3 positive decrease14.0 positive decrease
კალუგის ოლქი10.8 11.1 16.2 16.2 positive decrease
მოსკოვი10.3 10.9 10.6 positive decrease10.8 positive decrease
იაროსლავლის ოლქი10.1 11.0 16.5 negative increase16.4 positive decrease
კოსტრომის ოლქი10.0 11.5 16.2 positive decrease16.9 negative increase
ბრიანსკის ოლქი9.7 10.5 17.0 17.0 positive decrease
ლიპეცკის ოლქი9.7 10.3 16.5 negative increase15.8 positive decrease
რიაზანის ოლქი9.7 10.3 17.4 negative increase16.3 positive decrease
ვლადიმირის ოლქი9.5 10.8 17.3 positive decrease17.5 negative increase
კურსკის ოლქი9.4 10.2 17.4 negative increase17.2 negative increase
ბელგოროდის ოლქი9.4 9.9 14.4 positive decrease14.5 positive decrease
ტვერის ოლქი9.3 10.3 18.7 positive decrease19.2 positive decrease
ვორონეჟის ოლქი9.2 9.7 16.5 negative increase16.1 positive decrease
ორიოლის ოლქი9.1 10.6 17.4 negative increase16.8 positive decrease
ივანოვოს ოლქი9.1 9.7 17.2 negative increase17.0 positive decrease
ტულის ოლქი8.7 9.5 18.0 18.0 positive decrease
ტამბოვის ოლქი8.6 9.3 17.1 17.1 positive decrease
სმოლენსკის ოლქი8.4 9.6 17.2 positive decrease18.0 positive decrease

მოსახლეობის ბუნებრივი მატება 2016 წელს

January–Decemberშობადობა/2016შობადობა/2015შობადობა/2014შობადობა/2013შობადობა/2012სიკვდილიანობა/2016სიკვდილიანობა/2015სიკვდილიანობა/2014სიკვდილიანობა/2013სიკვდილიანობა/2012
რუსეთის ფედერაცია12.9 13.3 13.3 13.2 13.3 12.9 13.1 13.1 13.0 13.3
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი15.9 16.6 17.3 17.2 17.4 7.8 7.9 8.1 8.0 8.2
ჩეჩნეთი21.3 23.2 24.2 24.9 25.9 4.7 4.9 5.0 5.0 5.4
დაღესტანი17.4 18.2 19.1 18.8 19.0 5.2 5.4 5.6 5.5 5.6
ინგუშეთი17.1 18.6 20.7 21.4 22.6 3.3 3.3 3.5 3.5 3.7
ყაბარდო-ბალყარეთი14.1 14.6 15.7 15.5 15.9 8.5 8.8 8.8 8.9 8.9
ჩრდილოეთი ოსეთი14.1 14.6 15.4 15.3 15.0 10.3 10.7 10.7 10.5 10.6
სტავროპოლის მხარე13.0 13.0 13.1 12.7 12.5 11.7 11.6 11.8 11.7 12.0
ყარაჩაი-ჩერქეზეთი11.9 12.4 13.6 13.8 13.5 9.4 9.6 9.7 9.5 9.7
ურალის ფედერალური ოკრუგი14.2 14.9 15.2 15.1 15.1 12.3 12.5 12.4 12.4 12.6
ტიუმენის ოლქი15.8 16.7 17.2 17.0 17.2 8.2 8.3 8.3 8.2 8.4
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი15.7 16.6 17.3 17.5 17.6 6.2 6.4 6.4 6.3 6.3
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი15.4 16.5 16.9 16.4 16.7 5.2 5.2 5.1 5.1 5.3
სვერდლოვსკის ოლქი13.8 14.4 14.5 14.5 14.3 14.0 14.2 14.0 13.8 13.9
ჩელიაბინსკის ოლქი13.3 13.9 14.3 14.2 14.3 13.6 13.9 13.8 13.9 14.2
კურგანის ოლქი12,4 13.3 13.6 14.0 13.8 15.8 16.1 15.9 16.1 15.9
ციმბირის ფედერალური ოკრუგი13.8 14.4 14.7 14.9 14.9 13.0 13.2 13.3 13.3 13.6
ტუვა23.4 23.7 25.3 26.1 26.5 9.8 10.3 10.9 11.0 11.1
ალთაის რესპუბლიკა18.1 18.7 20.9 20.9 22.4 10.0 10.9 11.2 11.4 11.4
ბურიატეთი16.4 17.3 17.5 17.6 17.4 11.2 11.4 11.5 11.8 12.4
ირკუტსკის ოლქი14.7 15.4 15.4 15.6 15.9 13.3 13.7 13.8 13.7 13.8
იმიერბაიკალეთის მხარე14.6 15.4 16.0 15.9 16.1 12.3 12.9 12.4 12.5 13.0
ხაკასეთი14.1 14.8 15.3 15.7 16.0 12.8 13.5 13.2 13.1 13.3
კრასნოიარსკის მხარე13.9 14.4 14.5 14.5 14.5 12.5 12.7 12.7 12.8 12.9
ნოვოსიბირსკის ოლქი13.9 14.2 14.1 14.2 13.9 13.1 13.1 13.3 13.6 13.6
ომსკის ოლქი]13.3 14.4 15.1 14.8 14.9 13.3 13.4 13.3 13.4 13.8
ტომსკის ოლქი13.2 13.6 13.7 13.8 13.6 11.4 11.5 11.8 11.8 11.9
ალთაის მხარე12.2 12.6 13.2 13.5 13.6 14.0 14.2 14.2 14.2 14.6
კემეროვოს ოლქი12.1 12.5 13.2 13.6 13.7 14.3 14.5 14.6 14.6 15.1
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი13.4 13.9 14.1 13.9 13.9 12.5 12.6 12.6 12.6 13.0
სახა (იაკუტია)16.0 17.1 17.8 17.5 17.6 8.4 8.6 8.6 8.7 9.3
სახალინის ოლქი14.3 13.6 13.6 13.0 12.8 13.1 13.2 13.0 13.1 13.8
ხაბაროვსკის მხარე13.4 14.3 14.0 14.0 13.6 13.1 13.4 13.3 13.4 13.5
ებრაელთა ავტონომიური ოლქი13.3 14.0 13.8 13.7 14.0 15.0 15.4 14.9 14.5 15.1
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი13.4 13.5 13.3 13.1 14.1 10.0 9.6 10.7 10.5 11.5
ამურის ოლქი12.9 13.3 13.8 14.1 14.3 13.7 13.9 13.9 13.8 14.7 }
კამჩატკის მხარე12.9 13.1 13.2 13.0 13.0 11.6 11.4 11.5 11.4 11.5
პრიმორიეს მხარე12.2 12.7 12.8 12.6 12.6 13.6 13.5 13.4 13.5 13.7
მაგადანის ოლქი11.1 11.8 12.2 12.5 12.4 11.3 11.8 11.9 11.9 12.6
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი12.9 13.3 13.4 13.3 13.2 13.6 13.9 13.9 14.0 13.9
თათრეთი14.4 14.7 14.8 14.8 14.5 11.6 12.0 12.2 12.1 12.2
პერმის მხარე14.2 14.7 14.8 14.7 14.8 13.8 14.2 14.0 14.1 14.2
მარი-ელი13.9 14.5 14.7 14.6 14.2 13.2 13.7 13.7 13.7 13.6
უდმურტეთი13.8 14.6 14.6 14.6 15.2 12.6 12.9 12.8 12.8 12.8
ბაშკირეთი13.7 14.5 14.9 14.6 14.5 12.8 13.3 13.2 13.2 13.1
ორენბურგის ოლქი13.5 14.2 14.6 14.8 14.7 13.5 14.1 14.2 13.9 13.9
ჩუვაშეთი13.3 13.8 13.9 14.0 14.0 13.1 13.1 13.3 13.2 13.3
სამარის ოლქი12.6 12.8 12.6 12.3 12.1 13.9 14.2 14.3 14.4 13.9
კიროვის ოლქი12.6 12.7 12.8 13.0 12.7 14.9 15.2 15.1 15.4 15.5
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი11.9 12.3 11.9 11.8 11.8 15.4 15.6 15.9 15.9 16.0
ულიანოვსკის ოლქი11.6 11.9 11.9 11.6 11.3 14.8 14.9 14.6 14.4 14.1
სარატოვის ოლქი11.0 11.5 11.5 11.5 11.3 14.0 14.2 14.2 14.4 14.2
პენზის ოლქი10.2 10.7 10.9 10.7 10.8 14.5 14.9 14.8 14.8 14.9
მორდვეთი9.9 9.7 10.1 10.1 9.9 14.1 14.2 14.3 14.8 14.4
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი12.5 12.5 12.3 12.2 12.2 13.2 13.4 13.3 13.5 13.8
ნენთა ავტონომიური ოკრუგი18.3 17.5 16.6 16.6 17.4 8.8 9.3 8.9 10.7 10.2
ვოლოგდის ოლქი13.3 13.8 13.6 13.8 13.9 15.0 14.8 14.8 15.1 15.0
კომის რესპუბლიკა13.1 13.6 14.1 14.2 13.9 12.3 12.3 12.2 11.9 12.1
სანქტ-პეტერბურგი13.9 13.6 13.1 12.8 12.6 11.7 11.9 11.7 12.0 12.5
კალინინგრადის ოლქი12.5 12.8 12.7 12.5 12.4 12.6 13.3 13.3 13.2 13.2
არხანგელსკის ოლქი12.0 12.4 12.6 12.7 12.8 13.5 13.4 13.2 13.4 13.5
კარელიის რესპუბლიკა11.9 12.2 12.4 12.0 12.5 14.8 15.3 14.6 14.7 15.3
ნოვგოროდის ოლქი11.8 11.9 11.8 12.0 11.9 17.4 17.6 17.3 17.8 17.9
მურმანსკის ოლქი11.2 11.9 11.8 11.8 11.7 11.5 11.5 11.4 11.0 11.2
ფსკოვის ოლქი11.1 11.1 10.9 11.0 11.0 17.9 18.2 18.5 18.6 19.5
ლენინგრადის ოლქი9.2 9.1 9.1 9.0 9.0 14.0 14.1 14.6 14.6 14.7
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი12.4 12.8 12.9 12.6 12.6 13.5 13.6 13.4 13.2 13.4
ასტრახანის ოლქი14.0 14.5 15.0 14.8 15.1 12.0 12.3 12.7 12.3 12.6
კრასნოდარის მხარე13.4 13.6 13.6 13.2 13.1 12.9 13.1 13.0 12.9 13.1
სევასტოპოლი13.0 13.7 12.7 11.7 12.0 14.1 15.2 14.4 14.0 13.7
ყალმუხეთი12.5 13.6 14.1 14.5 14.8 9.7 9.8 9.9 9.9 10.0
ყირიმის რესპუბლიკა12.1 12.7 12.4 12.3 12.6 15.2 15.4 14.7 13.8 13.7
ადიღეს რესპუბლიკა12.1 12.5 12.8 12.7 12.8 12.9 13.0 13.3 13.2 13.4
როსტოვის ოლქი11.6 12.1 12.2 11.7 11.7 13.9 13.9 14.1 13.8 14.0
ვოლგოგრადის ოლქი11.2 11.5 11.5 11.6 11.7 13.6 13.8 13.7 13.5 13.5
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი11.7 11.8 11.5 11.4 11.4 13.5 13.5 13.7 13.7 13.9
მოსკოვის ოლქი13.2 13.1 12.6 12.1 12.0 13.1 13.0 13.9 14.1 14.4
კალუგის ოლქი12.2 12.7 11.8 11.8 11.8 15.1 15.1 15.3 15.3 15.7
იაროსლავლის ოლქი12.1 12.2 12.0 12.1 11.9 15.7 15.6 15.6 15.9 15.9
კოსტრომის ოლქი12.0 12.5 12.6 12.7 12.8 15.6 16.0 15.9 16.2 16.0
მოსკოვი11.8 11.7 11.4 11.3 11.3 10.0 10.0 9.7 9.7 9.9
ლიპეცკის ოლქი11.4 11.7 11.6 11.4 11.6 15.2 15.4 15.4 15.3 15.3
რიაზანის ოლქი11.4 11.2 11.0 10.8 10.8 15.9 15.9 16.1 15.8 16.3
ბელგოროდის ოლქი11.2 11.6 11.6 11.6 11.7 13.9 14.0 14.0 13.9 14.0
ვლადიმირის ოლქი11.2 11.6 11.2 11.1 11.5 16.4 16.5 16.5 16.7 16.6
ტვერის ოლქი11.2 11.3 11.2 11.4 11.6 17.6 17.7 17.8 18.1 18.2
კურსკის ოლქი11.1 11.7 11.8 11.7 11.9 16.1 16.3 16.6 16.3 16.6
ორიოლის ოლქი11.0 11.2 11.0 11.1 11.1 16.3 16.4 16.4 16.3 16.2
ივანოვოს ოლქი10.9 11.4 11.2 11.2 11.0 16.0 16.1 16.4 16.4 16.8
ბრიანსკის ოლქი10.9 11.4 11.0 11.1 11.4 15.6 15.8 16.0 15.9 16.1
ვორონეჟის ოლქი10.7 11.1 10.9 10.7 10.9 15.2 15.4 15.7 15.7 15.6
სმოლენსკის ოლქი10.3 10.6 10.8 10.6 10.5 16.1 16.4 16.1 16.5 16.7
ტულის ოლქი10.2 10.5 10.0 9.9 10.1 17.0 17.1 17.1 17.4 17.7
ტამბოვის ოლქი9.6 9.8 9.8 9.6 9.6 15.8 16.0 16.3 16.1 16.1

მიგრაციის კოეფიციენტი

2.24 მიგრანტი/1 000 მოსახლე (2011)[26]

სიცოცხლის ტატისტიკა

მეორე მსოფლიო ომამდე

მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, რუსეთისთვის ზუსტი სასიცოცხლო სტატისტიკა არ არსებობს. შემდეგი შეფასებები ე. ანდრეევმა[27] წარმოადგინა:

წელისაშუალო მოსახლეობადაბადებაგარდაცვალებაბუნებრივი სხვაობაშობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე)შობადობის საერთო ნორმასიცოცხლის ხანგრძლივობა (მამაკაცები)სიცოცხლის ხანგრძლივობა (ქალები)
192794,596,0004,688,0002,705,0001,983,00043.620.922.76.72933.737.9
192896,654,0004,723,0002,589,0002,134,00043.321.222.16.55635.940.4
192998,644,0004,633,0002,819,0001,814,00042.222.819.46.22733.738.2
1930100,419,0004,413,0002,738,0001,675,00039.322.616.75.83434.638.7
1931101,948,0004,412,0003,090,0001,322,00039.926.913.05.62630.735.5
1932103,136,0004,058,0003,077,000981,00039.329.89.55.09330.535.7
1933102,706,0003,313,0005,239,000-1,926,00032.351.0-18.84.14615.219.5
1934102,922,0002,923,0002,659,000264,00028.726.12.63.56630.535.7
1935102,684,0003,577,0002,421,0001,156,00034.823.611.34.30533.138.4
1936103,904,0003,899,0002,719,0001,180,00037.526.211.44.53530.435.7
1937105,358,0004,377,0002,760,0001,617,00041.526.215.35.07930.540.0
1938107,044,0004,379,0002,739,0001,640,00040.925.615.34.98931.742.5
1939108,785,0004,329,0002,600,0001,729,00039.823.915.94.90734.942.6
1940110,333,0003,814,0002,561,0001,253,00034.623.211.44.26035.741.9

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

[27][28][29][30][31][32]

წელისაერთო მოსახლეობადაბადებაგარდაცვალებაბუნებრივი სხვაობაშობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე)შობადობის საერთო ნორმასაქალაქო შობადობის საერთო ნორმასასოფლო შობადობის საერთო ნორმასიცოცხლის ხანგრძლივობა (მამაკაცები)სიცოცხლის ხანგრძლივობა (ქალები)სიცოცხლის ხანგრძლივობა (საერთო)აბორტების რაოდენობა
194698,028,0002,546,0001,210,0001,336,00026.012.313.62.80646.655.3
194798,834,0002,715,0001,680,0001,035,00027.517.010.52.93839.949.8
194899,706,0002,516,0001,310,0001,206,00025.213.112.12.60447.056.0
1949101,160,0003,089,0001,187,0001,902,00030.511.718.83.20551.059.8
1950102,833,0002,859,0001,180,0001,679,00027.811.516.72.88952.361.0
1951104,439,0002,938,0001,210,0001,728,00028.111.617.02.91852.360.6
1952106,164,0002,928,0001,138,0001,790,00027.610.717.02.87154.662.9
1953107,828,0002,822,0001,118,0001,704,00026.210.415.72.73355.563.9
1954109,643,0003,048,0001,133,0001,915,00027.810.317.62.97055.964.1
1955111,572,0002,942,0001,037,0001,905,00026.49.317.22.81858.366.6
1956113,327,0002,827,000956,0001,871,00024.98.416.82.73160.168.8
1957115,035,0002,880,0001,017,0001,863,00025.08.816.72.75059.768.43,407,398
1958116,749,0002,861,000931,0001,930,00024.58.017.02.68961.870.43,939,362
1959118,307,0002,796,228920,2251,876,00323.67.815.92.582.033.3462.8471.1467.654,174,111
1960119,906,0002,782,353886,0901,896,26323.27.415.82.562.063.2663.6772.3168.674,373,042
1961121,586,0002,662,135901,6371,760,49821.97.414.52.472.043.0863.9172.6368.924,759,040
1962123,128,0002,482,539949,6481,532,89120.27.712.42.361.982.9263.6772.2768.584,925,124
1963124,514,0002,331,505932,0551,399,45018.77.511.22.311.932.8764.1272.7869.055,134,100
1964125,744,0002,121,994901,7511,220,24316.97.29.72.191.882.6664.8973.5869.855,376,200
1965126,749,0001,990,520958,7891,031,73115.77.68.12.141.822.5864.3773.3369.445,463,300
1966127,608,0001,957,763974,299983,46415.37.67.72.131.852.5864.2973.5569.515,322,500
1967128,361,0001,851,0411,017,034834,00714.47.96.52.031.792.4664.0273.4369.305,005,000
1968129,037,0001,816,5091,040,096776,41314.18.16.01.981.752.4463.7373.5669.264,872,900
1969129,660,0001,847,5921,106,640740,95214.28.55.71.991.782.4463.0773.2968.744,751,100
1970130,252,0001,903,7131,131,183772,53014.68.75.92.001.772.5263.0773.4468.864,837,700
1971130,934,0001,974,6371,143,359831,27815.18.76.32.021.802.6063.2473.7769.124,838,749
1972131,687,0002,014,6381,181,802832,83615.39.06.32.031.812.5963.2473.6269.024,765,900
1973132,434,0001,994,6211,214,204780,41715.19.25.91.961.752.5563.2873.5669.004,747,037
1974133,217,0002,079,8121,222,495857,31715.69.26.42.001.782.6363.1273.7768.994,674,050
1975134,092,0002,106,1471,309,710796,43715.79.85.91.971.762.6462.4873.2368.354,670,700
1976135,026,0002,146,7111,352,950793,76115.910.05.91.961.742.6262.1973.0468.104,757,055
1977135,979,0002,156,7241,387,986768,73815.910.25.71.921.722.5861.8273.1967.974,686,063
1978136,922,0002,179,0301,417,377761,65315.910.45.61.901.702.5561.8373.2368.014,656,057
1979137,758,0002,178,5421,490,057688,48515.810.85.01.871.672.5461.4973.0267.734,544,040
1980138,483,0002,202,7791,525,755677,02415.911.04.91.871.682.5161.3872.9667.704,506,249
1981139,221,0002,236,6081,524,286712,32216.110.95.11.881.692.5561.6173.1867.924,400,676
1982140,067,0002,328,0441,504,200823,84416.610.75.91.961.762.6362.2473.6468.384,462,825
1983141,056,0002,478,3221,563,995914,32717.611.16.52.111.892.7662.1573.4168.154,317,729
1984142,061,0002,409,6141,650,866758,74817.011.65.32.061.862.6961.7172.9667.674,361,959
1985143,033,0002,375,1471,625,266749,88116.611.45.22.051.872.6862.7273.2368.334,552,443
1986144,156,0002,485,9151,497,975987,94017.210.46.92.181.982.8364.7774.2269.954,579,400
1987145,386,0002,499,9741,531,585968,38917.210.56.72.221.9743.18764.8374.2669.964,385,627
1988146,505,0002,348,4941,569,112779,38216.010.75.32.131.8963.05764.6174.2569.814,608,953
1989147,342,0002,160,5591,583,743576,81614.710.73.92.011.8262.63064.2074.5069.734,427,713
1990147,969,0001,988,8581,655,993332,86513.411.22.31.891.6982.60063.7674.3269.364,103,425
1991148,394,0001,794,6261,690,657103,96912.111.40.71.731.5312.44763.4174.2369.113,608,421
1992148,538,0001,587,6441,807,441-219,79710.712.2-1.51.551.3512.21961.9673.7167.983,436,695
1993148,459,0001,378,9832,129,339-750,3569.314.3-5.11.361.1951.91358.8071.8565.243,243,957
1994148,408,0001,408,1592,301,366-893,2079.515.5-6.01.391.2341.88457.3871.0763.933,060,237
1995148,376,0001,363,8062,203,811-840,0059.214.9-5.71.341.1931.81358.1171.6064.622,766,362
1996148,160,0001,304,6382,082,249-777,6118.814.1-5.21.271.1401.70559.6172.4165.892,652,038
1997147,915,0001,259,9432,015,779-755,8368.513.6-5.11.221.0971.62460.8472.8566.792,498,716
1998147,671,0001,283,2921,988,744-705,4528.713.5-4.81.231.1091.64361.1973.1267.142,346,138
1999147,215,0001,214,6892,144,316-929,6278.314.6-6.31.161.0451.53459.8672.4265.992,181,153
2000146,597,0001,266,8002,225,332-958,5328.615.2-6.51.201.0891.55458.9972.2565.382,138,800
2001145,976,0001,311,6042,254,856-943,2529.015.4-6.51.221.1241.56458.8872.1665.302,114,700
2002145,306,4961,396,9672,332,272-935,3059.616.1-6.41.291.1891.63358.6871.9064.951,944,481
2003144,648,6241,477,3012,365,826-888,52510.216.4-6.11.321.2231.66658.5371.8564.841,864,647
2004144,067,3121,502,4772,295,402-792,92510.415.9-5.51.341.2531.65458.9172.3665.311,797,567
2005143,518,8161,457,3762,303,935-846,55910.216.1-5.91.291.2071.57658.9272.4765.371,732,300
2006143,049,6321,479,6372,166,703-687,06610.315.1-4.81.311.2101.60160.4373.3466.691,582,400
2007142,805,1201,610,1222,080,445-470,32311.314.6-3.31.421.2941.79861.4674.0267.611,479,000
2008142,742,3681,713,9472,075,954-362,00712.014.5-2.61.501.3721.91261.9274.2867.991,385,600
2009142,785,3441,761,6872,010,543-248,85612.314.1-1.81.541.4151.94162.8774.7968.781,292,400
2010142,849,4721,788,9482,028,516-239,56812.514.2-1.71.571.4391.98363.0974.8868.941,186,100
2011142,960,9081,796,6291,925,720-129,09112.613.5-0.91.581.4422.05664.0475.6169.831,124,900
2012143,201,7001,902,0841,906,335-4,25113.313.3-0.01.6911.5412.21564.5675.8670.241,063,982
2013143,506,9951,895,8221,871,80924,01313.313.00.21.7071.5512.26465.1476.3170.771,012,399
2014146,090,6131,942,6831,912,34730,34613.313.10.21.7501.5882.31865.2976.4970.93929,963
2015146,405,9991,944,1361,911,41332,72313.313.10.21.7771.6782.11165.9276.7171.39848,180
2016 [33]146,674,5411,893,2561,887,9135,34312.912.90.01.7621.6722.05666.5077.0671.87780,000
წელისაქალაქო დაბადებასაქალაქო გარდაცვალებასაქალაქო ბუნებრივი სხვაობასაქალაქო შობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)საქალაქო სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)საქალაქო ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე)სასოფლო დაბადებასასოფლო გარდაცვალებასასოფლო ბუნებრივი სხვაობასასოფლო შობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)სასოფლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე)სასოფლო ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე)
19501,171,250436,792734,45826.19.716.41,574,747594,218980,52927.510.417.1
19601,332,812436,709896,10320.46.713.71,449,541449,8311,000,16026.58.218.3
19701,205,207646,129559,07814.87.96.9698,506485,054213,45214.310.04.3
19801,535,723970,256565,46715.810.05.8667,056555,499111,55716.113.42.7
19901,386,2471,140,613245,63412.710.52.2602,611515,38087,23115.513.22.3
1995933,4601,554,182-620,7228.714.4-5.7430,346649,269-219,28310.916.5-5.6
2000886,9081,564,034-677,1268.314.6-6.3379,892661,298-281,4069.817.1-7.3
2001928,6421,592,254-663,6128.714.9-6.2382,962662,602-279,64010.017.3-7.3
2002998,0561,638,822-640,7669.415.4-6.0398,911693,450-294,53910.518.2-7.7
20031,050,5651,657,569-607,0049.915.6-5.7426,736708,257-281,52111.118.4-7.3
20041,074,2471,606,894-532,64710.115.2-5.1428,230688,508-260,27811.218.1-6.9
20051,036,8701,595,762-558,8929.815.1-5.3420,506708,173-287,66711.018.6-7.6
20061,044,5401,501,245-456,70510.014.3-4.3435,097665,458-230,36111.417.4-6.0
20071,120,7411,445,411-324,67010.713.8-3.1489,381635,034-145,65312.916.7-3.8
20081,194,8201,443,529-248,70911.413.8-2.4519,127632,425-113,29813.716.7-3.0
20091,237,6151,397,591-159,97611.813.3-1.5524,072612,952-88,88013.916.3-2.4
20101,263,8931,421,734-157,84112.013.5-1.5520,055606,782-81,72714.016.1-2.1
20111,270,0471,356,696-88,64912.012.8-0.8526,582569,024-42,44214.115.2-1.1
20121,355,6741,353,6352,03912.812.80.0546,410552,700-6,29014.714.8-0.1
20131,357,3101,332,50524,80512.812.50.3538,512539,304-79214.514.50.0
20141,394,8601,362,81032,05012.912.60.3547,823549,537-1,71414.414.5-0.1
20151,455,2831,361,89193,39213.412.60.8485,296546,650-61,35412.814.4-1.6
20161,426,59113.1462,13812.2
შენიშვნა: რუსეთის მონაცემები ყირიმს 2014 წლიდან მოიცავს.

ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი

რუსეთის TFR-ს ცვლილებები 1990 წლიდან.

2015 წლის მონაცემებით, რუსეთში, ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი აღმოსავლეთ ევოპაში ყველაზე მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ, რუსეთის ერთ ოჯახში უფრო მეტი ბავშვია (1.78), ვიდრე აღმოსავლეთ-ევროპული ნებისმიერი ქვეყნის ერთ ოჯახში. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი საშუალოზე (2.1-2.14) დაბალია.

1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყებამდე, რუსეთის საშუალო ნაყოფიერების კოეფიციენტი (TFR) 1.89-ის ტოლი იყო. ამ მაჩვენებელს, 1980-იან წლებში, რუსეთის დემოგრაფიული სტრუქტურის ბუნებრივი პროგრესის გამო, უკვე დაწყებული ჰქონდა შემცირება, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საზოგადოებაში გამოწვულმა უარყოფითმა შედეგებმა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემცირებაზე. 1999 წელს, TFR-მ თავის ისტორიულ მინიმუმს — 1.157-ს მიაღწია, ხოლო ამის შემდეგ, ზრდა დაიწყო და 2015 წელს, 1.777 (53.6%-ით გაზრდილი) დაფიქსირდა. რუსეთის ერთადერთი ფედერაციული სუბიექტი, სადაც, 1999 წლის შემდეგ TFR-მ შემცირება დაიწყო, ინგუშეთია. 2014 წელს, იგი 2.443-დან 2.278-მდე შემცირდა.

2009 წელს, რუსეთის რვა ფედერალური სუბიექტის TFR-ს მაჩვენებელი, 2.1-ზე მეტი ბავშვი იყო თითოეულ ქალზე (დაახლოებითი მინიმუმი, რომელიც საჭიროა მოსახლეობის ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად). აღნიშნული ფედერალური სუბიექტები არიან: ჩეჩნეთი (3.38), ტუვა (2.81), უსტ-ორდინ-ბურიატის ოკრუგი (2.73), აგინ-ბურიატის ოკრუგი (2.63), კომი-პერმიაკის ოკრუგი (2.16), ევენკის ავტონომიური ოკრუგი (2.58), ალთაის რესპუბლიკა (2.36), ნენთა ავტონომიური ოკრუგი (2.1). ამ სუბიექტებიდან ოთხს (ალთაი, ევენკი, უსტ-ორდინი, ნენთა ოკრუგი), ეთნიკური რუსების უმრავლესობა გააჩნია. 2011 წელს, TFR-ს უმაღლესი მაჩვენებელი, ჩეჩნეთში (3.362), ტუვაში (3.249), ინგუშეთში (2.94), ალთაის რესპუბლიკაში (2.836), სახას რესპუბლიკაში (2.057), ბურიატეთსა (2.027) და ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (2.007) დაფიქსირდა.

2010 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ რეგიონთა შორის (ცენტრალური აზიის ჩაუთვლელად), ჩეჩნეთში შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ფიქსირდებოდა. თუმცა, 2011 წელს, სომხეთის პროვინციის — ქაშათაღის რაიონის მაჩვენებელი, თითქმის გაუტოლდა მას (28.9 და 29.3 ყოველ 1 000 მოსახლეზე).


ბოლო წლებში, 16 წლის და 16 წელს ზემოთ ასაკის ქალებში, შვილების რაოდენობა პროცენტულად ასე განაწილდა:


წელი: 2002–2010

1 შვილი: 30.5%–31.2%

2 შვილი: 33.7%–34.4%

3 შვილი: 8.9%–8.7%

4 ან მეტი შვილი : 5.2%–4.2%

არ ჰყავს შვილი : 21.7%–21.5%

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ ქალების რაოდენობის შემცირებისა, რომელთაც შვილი არ ჰყავთ, 2002-2010 წლებში შემცირდა სამ და სამზე მეტ ბავშვიანი ოჯახების რიცხვი.

რუსეთის ყველა რეგიონში, სასოფლო ტერიტორიებზე, ბევრად მაღალი TFR დაფიქსირდა, ვიდრე საქალაქო ტერიტორიებზე. ციმბირის და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი მაღალი იყო, თუმცა, არც ისე მაღალი, რომ მოსახლეობის ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად საკმარისი ყოფილიყო. მაგალითად, იმიერბაიკალეთის მხარის TFR 1.82 იყო, რომელიც ეროვნულ საშუალოზე მაღალია, მაგრა, ნაკლებია მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო მინიმუმზე (2.1).

დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან შედარებით, 2015 წელს, რუსეთის TFR 1.78 შვილი იყო თითოეული ქალისთვის, რაც დაბალი იყო საფრანგეთის (1.93), ამერიკის შეერთებული შტატებისა (1.84) და გაერთიანებული სამეფოს (1.82) მაჩვენებლებზე. შვიდეულს შორის, რუსეთის მონაცემი მაღალია მხოლოდ კანადასთან (1.61), გერმანიასთან (1.50), იაპონიასთან (1.46) და იტალიასთან (1.35) შედარებით.

ყველაზე მრავალრიცხოვან ერებთან შედარებით, რუსეთს ნიგერიაზე (5.37), პაკისტანზე (3.42), ინდონეზიაზე (2.5), ინდოეთზე (2.30), მექსიკაზე (2.19) და ამერიკის შეერთებულ შტატებზე (1.84) დაბალი, ხოლო ბრაზილიაზე (1.74) და ჩინეთზე (1.5-1.6) მაღალი TFR აქვს.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 2015 წელს, რუსეთს ყაზახეთზე (2.7), მონღოლეთზე (3.2), აზერბაიჯანზე (2.1), საქართველოსა (2.1) და ჩრდილოეთ კორეაზე დაბალი ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი ჰქონდა და ამავდროულად, ესტონეთზე (1.57), ლიეტუვაზე (1.7), ბელარუსზე (1.72), ნორვეგიაზე (1.73), ფინეთზე (1.65), უკრაინაზე (1.33), პოლონეთსა (1.29) და ლატვიაზე (1.71) მაღალი.

მრავალ ევროპულ ქვეყანას, როგორიცაა ჩეხეთი (1.57), ესპანეთი (1.33), საბერძნეთი (1.29), უნგრეთი (1.44), შვეიცარია (1.54), პორტუგალია (1.3), ალბანეთი (1.7) და ასევე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს და ტერიტორიებს, როგორიცაა, სამხრეთი კორეა (1.25), ტაივანი (1.2), სინგაპური (1.26), ჰონგ-კონგი (1.2) და მაკაო (1.4), რუსეთთან შედარებით დაბალი TFR აქვთ.

შვილების რაოდენობა თითოეულ ქალზე ტერიტორიის მიხედვითნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990საქალაქო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990სასოფლო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990საერთო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014საქალაქო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014სასოფლო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014
რუსეთის ფედერაცია1.891.702.601.751.592.32
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი2.031.682.41
ჩეჩნეთი2.842.163.352.912.832.95
ინგუშეთი2.842.163.352.282.132.39
დაღესტანი3.072.573.522.081.502.68
ჩრდილოეთი ოსეთი2.232.202.302.012.021.98
ყაბარდო-ბალყარეთი2.452.043.111.831.652.02
ყარაჩაი-ჩერქეზეთი2.191.892.511.651.481.78
სტავროპოლის მხარე2.101.732.641.621.431.96
ურალის ფედერალური ოკრუგი1.881.732.681.961.822.76
კურგანის ოლქი2.151.822.722.101.782.87
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი2.191.943.19
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი2.092.072.41
ტიუმენის ოლქი1.991.852.552.071.942.71
სვერდლოვსკის ოლქი1.731.632.691.921.802.77
ჩელიაბინსკის ოლქი1.891.742.801.861.702.78
ციმბირის ფედერალური ოკრუგი2.031.792.871.901.652.94
ტუვა3.222.643.853.492.346.78
ალთაის რესპუბლიკა2.521.623.082.881.705.20
ბურიატეთი2.492.103.372.261.873.12
იმიერბაიკალეთის მხარე2.492.103.382.081.753.13
ხაკასეთი2.272.043.042.011.722.82
ირკუტსკის ოლქი2.222.023.291.971.762.99
ალთაის მხარე1.911.662.421.841.522.66
ომსკის ოლქი1.981.692.871.951.682.93
კემეროვოს ოლქი1.921.842.621.781.692.43
კრასნოიარსკის მხარე1.881.652.851.811.612.91
ნოვოსიბირსკის ოლქი1.831.642.661.771.592.74
ტომსკის ოლქი1.621.402.411.591.372.68
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი2.071.882.801.871.642.88
სახა (იაკუტია)2.462.083.282.251.783.47
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი2.091.822.882.041.593.15
ებრაელთა ავტონომიური ოლქი2.402.003.301.951.722.60
ამურის ოლქი2.181.913.001.851.532.94
სახალინის ოლქი2.001.942.471.961.832.85
კამჩატკის მხარე1.691.572.251.851.752.29
ხაბაროვსკის მხარე1.991.882.631.791.652.72
მაგადანის ოლქი1.891.832.561.661.632.88
პრიმორიეს მხარე1.971.832.581.731.552.61
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი1.971.752.721.791.602.46
ორენბურგის ოლქი2.201.873.012.031.593.16
პერმის მხარე1.991.802.851.981.723.16
მარი-ელი2.161.872.791.981.742.65
უდმურტეთი2.051.812.801.961.583.13
ბაშკირეთი2.181.843.091.951.742.53
კიროვის ოლქი2.011.822.571.891.623.61
ჩუვაშეთი2.121.782.981.881.552.89
თათრეთი2.051.862.871.841.752.22
ულიანოვსკის ოლქი1.941.782.611.671.582.00
სამარის ოლქი1.731.622.351.651.552.13
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი1.691.592.201.591.521.96
სარატოვის ოლქი1.911.702.701.571.422.14
პენზის ოლქი1.821.632.341.531.421.86
მორდვეთი1.871.692.291.371.311.54
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი1.711.601.92
ასტრახანის ოლქი2.141.812.931.971.822.27
ყალმუხეთი2.662.293.101.851.851.85
კრასნოდარის მხარე2.061.902.301.811.821.77
ადიღეს რესპუბლიკა2.061.882.371.731.551.93
ვოლგოგრადის ოლქი1.911.722.671.571.422.11
როსტოვის ოლქი1.801.622.341.611.442.03
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი1.671.582.251.611.532.25
ნენთა ავტონომიური ოკრუგი2.421.836.09
კომის რესპუბლიკა1.871.762.392.011.674.74
ვოლოგდის ოლქი2.021.812.601.861.642.77
არხანგელსკის ოლქი2.001.802.711.841.544.23
ნოვგოროდის ოლქი1.871.712.391.751.622.20
ფსკოვის ოლქი1.841.702.301.701.522.36
კარელიის რესპუბლიკა1.871.802.341.741.523.71
კალინინგრადის ოლქი1.811.682.391.701.592.08
მურმანსკის ოლქი1.601.611.541.651.632.03
სანქტ-პეტერბურგი1.401.401.521.52
ლენინგრადის ოლქი1.661.661.671.281.331.19
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი1.641.542.191.511.451.86
კოსტრომის ოლქი1.931.702.631.871.642.67
კურსკის ოლქი1.851.682.331.701.512.30
ტვერის ოლქი1.811.632.451.661.542.17
იაროსლავლის ოლქი1.691.602.271.641.552.20
კალუგის ოლქი1.781.652.191.691.621.94
ლიპეცკის ოლქი1.811.662.201.661.521.95
ვლადიმირის ოლქი1.791.712.221.641.591.87
რიაზანის ოლქი1.801.672.251.601.372.37
ივანოვოს ოლქი1.721.612.461.571.521.87
ბრიანსკის ოლქი2.021.822.751.561.421.91
ორიოლის ოლქი1.841.582.531.551.262.35
ბელგოროდის ოლქი1.911.742.391.541.411.91
მოსკოვის ოლქი1.441.391.661.601.631.47
სმოლენსკის ოლქი1.791.632.381.531.431.89
ვორონეჟის ოლქი1.781.642.121.471.371.80
ტულის ოლქი1.681.602.161.471.411.65
ტამბოვის ოლქი1.831.612.291.491.401.64
მოსკოვი1.421.421.341.341.69

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი