სომხური საეკლესიო კალენდარი

1473

სომხური საეკლესიო კალენდარი (სომხ. Հայկական եկեղեցական տոմար) — მზის კალენდარი, რომელიც იყენებს სომხურ რიცხვებს თარიღების აღსანიშნავად. იგი მიიღეს 584 წლის 11 ივლისს და დათვლა იწყება 552 წლით ჩ.წ.

ისტორია

ახალი საეკლეისო კალენდრის შექმნის საკითხი პირველად განხილული იყო დვინის სინოდში 554 (555) წელს ნერსეს II ბაგრევანდეცის დროს, თუმცაღა ის ოფიციალურად მიიღეს 584 წელს, მოვსეს II ეგივარდეცის დროს. ამ კალენდრით დათარიღებული უძველესი ძეგლი გვხვდება 783 წელს (თალინის ტაძარში). კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.

წლის აღნიშვნა

სომეხთა კათალიკოს მაშტოც I ელიავარდელის საფლავის ქვა წარწერითა და სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრის თარიღით — 898წელი[1], სოფელი გარნისი, სომხეთის კოტაიქის პროვინცია.

წელი ჩაიწერებოდა სომხური ანბანის ასოების რიცხვითი მნიშვნელობით.

იმის აღსანიშნავად, რომ ასოები მიუთითებენ წელზე, ყველაზე ხშირად ემატებოდათ შემოკლებები, მაგალითად ԹՎ (შემოკლებული სომხ. թիվ წელი ქარაგმით ან მის გარეშე), ან ამ ასოების ლიგატურით (განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ წარწერებში).

წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. პირველი 532 წლის ციკლის დასრულებიდან, 1084 წლიდან იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. რათა სომხური ეკლესიის კალენდრის წელი გადავიყვანოთ გრიგორიანული კალენდრის სისტემაში, სომხურ კალენდარს უნდა დავუმატოთ 551.

სომხური ანბანის ასოები და მათი რიცხობრვი მნიშვნელობა
ანბანის ასოებიტრანსლიტერაცია

(ლათინური დამწერლობით)

რიცხვიანბანის რიცხვიტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით)რიცხვიანბანის ასოებიტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით)რიცხვიანბანის ასოებიტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით)რიცხვი
ԱA1ԺŽ10ՃČ100Ռ1000
ԲB2ԻI20ՄM200ՍS2000
ԳG3ԼL30ՅY300ՎV3000
ԴD4ԽX40ՆN400ՏT4000
ԵE5ԾC50ՇŠ500ՐR5000
ԶZ6ԿK60ՈO600ՑC‘6000
Է7ՀH70ՉČ‘700ՒW7000
ԸĚ8ՁJ80ՊP800ՓP‘8000
ԹT‘9ՂŁ90Ջ900ՔK‘9000

თვეებისა და დღეების სახელწოდებები

სომხური კალენდრის თვეების სახელები [2]:

თვის ნომერისახელიდღეების რაოდენობაგანმარტებათვეების ეტიმოლოგია/შენიშვნები[3]
1ნავასარდ-იოცდაათიახალი წელიავესტურიდან (*nava sarəδa)
2ჰორიოცდაათიორიქართულიდან (ორი)
3საჰმიოცდაათისამიქართულიდან (სამი)
4ტრეოცდაათიზოროასტრიზმიდან (თირ-ი)
5კაჰოც-იოცდაათიმარცვლეულის თვეძვ. სომხურიდან ( քաղեմ (kʿałem) გულისხმობს "შეგროვებას". მომდინარეობს პროტო-ინდოევროპული ენიდან (*kʷl̥-))
6არაც-იოცდაათიმკის თვე (შეესაბამება ქართულ მკათათვეს)ძვ. სომხურიდან արաց (aracʿ)[4], შეესაბამება ქართულ მკათათვეს
7მეგეკან-იოცდაათიმითრას დღესასწაულიირანულიდან *mihrakān-; ზოროასტრულიდან Mitrō
8არეგ-იოცდაათიმზის თვეძვ. სომხურიდან (արեւ (arew), რაც გულისხმობს "მზე". იგი ასევე მომდინარეობს პროტო-ინდოევროპული ენიდან და იგივე მნიშვნელობა აქვს (*h₂rew-i-))
9აჰეკან-იოცდაათიცეცხლის დღესასწაულიირანულიდან (*āhrakān-); ზოროასტრიზმიდან (ცეცხლთაყვანისმცემლობიდან) (Ātarō))
10მარერიოცდაათიშუა წელი (წლის შუა დრო)ავესტურიდან (maiδyaīrya); ზოროასტრიზმიდან (Dīn)
1მარგაც-იოცდაათი
12ჰროტიც-იოცდაათიშუასპარსული ენა (*fravartakān); ზოროასტრული (Spendarmat̰)
13აველიაც-ი [5]ხუთიზედმეტი, გადაჭარბებული

სომხურ კალენდარში, თვის ყოველ დღეს გააჩნა ცალკეული სახელწოდება. შემდეგი ცხრილი შეიცავს ჩვეულებრივი (იგულისხმება ოცდაათდღიანი სისტემის) თვის დღეების სახელწოდებებს:

თვის დღედღის სახელი
1არეგ-ი
2გრანტ-ი
3არამ-ი
4მარგარ-ი
5აგრანკ-ი
6მაზდეხ-ი
7ასთღიკ-ი
8მიგრ-ი
9ძოპაბერ-ი
10მურც-ი
11ერეზკან-ი
12ანი
13პარჰარ-ი
14ვანატურ-ი
15არამაზდ-ი
16მანი
17ასაკ-ი
18მასისი-ი
19ანაჰიტ-ი
20არაგატს-ი
21გრგურ-ი
22ქორდუიკ-ი
23ცმაკ-ი
24ლუსნაკ-ი
25ცრონ-ი
26ნპატ-ი
27ვაჰაგნ-ი
28სიმ-ი
29ვარაგ-ი
30გიშერავორ-ი

შენიშვნები

  • სადაც "-ი", იქ არის ქართული სახელობითი ბრუნვის სუფიქსი (სადაც "ი" წერია, ის სიტყვის ფუძეა და არ სჭირდება დამატება).

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

ბმულები

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი