სქესობრივი მომწიფება

სქესობრივი მომწიფება, იგივე პუბერტატი — სქესობრივი განვითარების პერიოდი. არის ინდივიდუალური და ვარირებს გარკვეულ ფარგლებში რასობრივი, გეოგრაფიული და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

მამრობითი სქესის პუბერტატი

გოგოების სქესობრივი მომწიფება საშუალოდ 9-11 წლის ასაკში იწყება და გრძელდება 15-17 წლამდე. ბიჭები, როგორც წესი, უფრო გვიან გადიან ამ პროცესს — 11-12 წლიდან დაახლოებით 16-17 წლამდე. თუმცა, მომწიფების ტემპი განსხვავდება ყველა ადამიანისთვის. პუბერტატის პერიოდის დაწყებისა და მისი დასრულების აღსანიშნავად ასევე მიღებულია ტერმინები პრეპუბერტატი და პოსტპუბერტატი.

სქესობრივი მომწიფებისას ხდება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. ფიზიკური თვალსაზრისით, მოზარდებს ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლისას ეცვლებათ სიმაღლე, სხეულის ფორმა, წონა და თმიანობა სხეულზე. ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ზოგჯერ ფიზიკურ ცვლილებებზე ადრეც კი დგება. ამ ასაკში მოზარდებს განსაკუთრებით უჩნდება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი და მოთხოვნილება, მათ ასევე უვითარდებათ აბსტრაქტულად აზროვნების უნარი, სხვათა თვალსაწიერის გააზრებისა და თვითანალიზის უნარ-ჩვევები.

სქესობრივი მომწიფება საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ დროს მოზარდს უყალიბდება დამოუკიდებელი სექსუალური იდენტობა და უჩნდება სექსუალური სურვილები[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი