ფილიპინების ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის მონაცემებით, ფილიპინების ეკონომიკა სიდიდით 39-ეა მსოფლიოში. ფილიპინები ახლად ინდუსტრირებულ ქვეყნად ითვლება, რომლის ეკონომიკა ერთი ბაზისური, აგროკულტურული პოლიტიკიდან მეორე, სერვისსა და წარმოებაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე გადადის. 2014 წელს, ქვეყნის მთლიანი მშპ $692.223 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ფაილი:Nightly skyline of Makati, Metro Manila Dec 2011.jpg
ქალაქი მაკარი - ფილიპინების ფინანსური ცენტრი

ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: ნახევარგამტარები და ელექტრონული პროდუქტები, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ტანსაცმელი, სპილენძისგან დამზადებული პროდუქტი, ნავთობპროდუქტები, ქოქოსის ზეთი და ხილი. მთავარი სავაჭრო პარტნიორები: აშშ, იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი, გერმანია, ტაივანი და ტაილანდი. ქვეყანა აზიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონეა. მიუხედავად ამისა, მთავარ პრობლემებად რჩება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და სოციალურ ფენებს შორის მკვეთრად განსხვავებული ზრდის ტემპი, მცირე კორუფცია, ინფრასტრუქტურულ სექტორში ინვესტიციების ნაკლებობა.

მთავრობის ბიუჯეტი

ფილიპინების 2016 წლის ეროვნული სამთავრობო ბიუჯეტი.[1]

ბიუჯეტის განაწილებამლრდ. პესო
(PHP)
მლრდ. აშშ დოლარი
(USD)
%
განათლების დეპარტამენტი435.99.5414.52
საზოგადოებრივი სამუშაოებისა და გზების დეპარტამენტი394.58.6413.14
თავდაცვის დეპარტამენტი172.73.785.75
შინაგან საქმეთა და ლოკალური მთავრობების დეპარტამენტი154.53.385.14
ჯანმრთელობის დეპარტამენტი128.42.814.28
სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების დეპარტამენტი104.22.283.47
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი93.42.053.11
ფინანსების დეპარტამენტი55.31.211.84
ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი49.31.081.64
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი25.80.560.85
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი18.60.410

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი